რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ამბობს, რომ გასაჯაროებული ჩანაწერი მის საუბარს ასახავს
რადიო თავისუფლება აცხადებს, რომ ნიკა გვარამიას მიერ მთავარი არხის ეთერში გამოქვეყნებული ჩანაწერების ერთი ფრაგმენტი მათი გამომძიებელი ჟურნალისტის, გიორგი მგელაძის საუბარს აღწერს.
On.ge დაუკავშირდა გიორგი მგელაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ეჭვი აქვს მას უკანონოდ უსმენდნენ და იურისტთან კონსულტაციის შემდეგ აპირებს შესაბამისად იმოქმედოს.
"მე შემიძლია გითხრათ ის, რომ დანამდვილებით ვიცი, რომ ეს არის ჩემი საუბარი, დანამდვილებით ვიცი ვინ იყო ჩემი თანამოსაუბრე და ვესაუბრე გუშინ და მანაც გაიხსენა, რომ ამ თემაზე გვისაუბრია და აღიდგინა ზუსტად ეს საუბარი. ეჭვი მაქვს დიდი, რომ უკანონოდ ხდებოდა ჩემი მოსმენა და ჩაწერა. თეორიულად არსებობს შანსი, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებითაც გვისმენდნენ, თუმცა მაინც მგონია, რომ უკანონოდ იყო ეს ჩანაწერი გაკეთებული. ვაპირებ, რომ იურისტთან დეტალური კონსულტაცია გავიარო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, ან სასამართლოს, ან ორივეს ერთად სამართლებრივად რისი გაკეთებაც შეიძლება მივმართო და გავაკეთოთ", — ამბობს ის.
1 აგვისტოს გვარამიას მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აღწერილია ჟურნალისტისა და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორს შორის წარმართული საუბარი.
"მიმდინარე წლის 16 ივნისს საუბარი შედგა ერთ-ერთი მსხვილი მედიის ჟურნალისტს და ერთ-ერთი სააგენტოს რედაქტორ თ-ს(დაახლოებულია ხელისუფლებასთან) შორის. საუბარში თ-მ გ-ს განუცხადა, რომ მისმა ახლობელმა მიაწოდა ინფორმაცია ხელისუფლების წარმომადგენლების ოჯახის წევრების სხვადასხვა თანამდებობებზე დანიშვნის შესახებ, თუმცა იგი ვერ მოამზადებს სიუჟეტს, ვინაიდან მისი თმით, ამ შემთხვევაში მარტივად გაიშიფრება ის ადამიანი, რომელმაც ინფორმაცია მიაწოდა. თ. პასუხობს, რომ ია მეტრეველს 4-5 ათასი აქვს ხელფასი და მისი ინფორმაციით, არ აქვს უმაღლესი განათლება მიღებული და აქვს ქალთა გიმნაზია დამთვრებული. ასევე, თ-ს თქმით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მეუღლე, ქეთევან ბუბუტეიშვილი დანიშნეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სოციალური ქსელების მენეჯერად. თ-ს თქმით, ზემოთხსენებული პირები, რომლებიც დანიშნეს თანამდებობებზე, იღებენ დიდ ხელფასს და არიან არაკომპეტენტურები.
ორიენტირი: გაგრძელდეს ოპერატიული საქმიანობა ორივე ხსენებული ჟურნალისტის მიმართულებით", — აღნიშნულია გვარამიას გამოქვეყნებულ დოკუმენტში.
გაიგე მეტი:
- ნუ ელოდებით ჩემგან სერიოზულ შეფასებას ავადმყოფურ ბოდვაზე — თურნავა გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე
- ღუდუშაური ჟურნალისტს ფარულ მოსმენაზე დასმულ კითხვაზე: ვერ გამოდიხართ ხომ ენმ-ს რეჟიმის დროიდან?
- ჩემთვის ეს არის მორიგი ფეიკ ნიუსი — თალაკვაძე გვარამიას მიერ გასაჯაროებულ დოკუმენტებზე
მთავარი არხის დირექტორმა ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მოიპოვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დოკუმენტები, სადაც პოლიტიკოსებზე, სასულიერო პირებზე, ჟურნალისტებზე, ბიზნესმენებზე, საჯარო მოხელეებზე თვალთვალია ასახული. სავარაუდოდ, სუს-ის ჩანაწერებიდან, ირკვევა, რომ უწყებაში აქვთ ინფორმაცია ხსნებული საზოგადოებაში აქტიური პირების სექსუალური ორიენტაციის, პირადი ცხოვრების, სექსუალური პარტნიორების შესახებ და ეს ყველაფერი აღწერილია უწყების დოკუმენტში. ისევე, როგორც ჟურნალისტების სატელეფონო ზარები სხვადასხვა უწყებების პრესსამსახურებთან. გვარამია ამბობს, რომ ეს ჩანაწერები ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილისთვის კეთდება და პროცესში სუს-ის უფროსები არიან ჩართული.
On.ge დაუკავშირდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს იმის გასარკვევად, რა რეაგირება ექნებათ ამ ინფორმაციაზე. უწყებაში თქვეს, რომ ამ საკითხზე კომენტარს არ გააკეთებენ.
ამასთან, საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს დირექტორის მოადგილე, გიორგი ონიანი, GDI-ს დამფუძნებელი, გიორგი მშვენიერაძე და სოციალური სამართლიანობის ცენტრის წარმომადგენელი, გურო იმნაძე ადასტურებენ, რომ გვარამიას გამოქვეყნებულ ჩანაწერებში აღწერილი დიალოგი შედგა.
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
-
გადახედვაქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად ქალს გულის მექანიკური ტუმბო და ღორის თირკმელი გადაუნერგეს — ისტორიაში პირველად
-
-
გადახედვამოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს მოქალაქის მიმართ იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ამხილეს
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები