საგამოძიებო კომისიით ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს პროკურატურის გამოუძიებელი დარღვევები — ნაცვლიშვილი
ფოტო: საქართველოს პარლამენტი
ლელო არჩევნების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის დადგენილების კენჭისყრაში მონაწილეობას არ მიიღებს. ანა ნაცვლიშვილის თქმით, საგამოძიებო კომისიით ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს პროკურატურის გამოუძიებელი დარღვევები.
მისივე შეფასებით, საგამოძიებო კომისიის საქმიანობა არასერიოზულია და ამ საკითხზე სასაცილო და სავალალო მდგომარეობაა შექმნილი.
"ერთი მხრივ, ხელისუფლების ხელთ არსებული არცერთი მუდმივმოქმედი საგამოძიებო ინსტრუმენტი გამოყენებული არ არის წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილ დარღვევებთან, თუ კონკრეტულად კენჭისყრის დღეს ჩადენილ დარღვევებთან დაკავშირებით. არცერთ საქმეზე გამოძიება ბოლომდე არ არის მიყვანილი. ამ პირობებში, ხელისუფლება დაკავებულია ველოსიპედის გამოგონებით და საგამოძიებო კომისიის შექმნით.
ეს [საგამოძიებო კომისია] არის ის ინსტრუმენტი, რომელიც, როგორც წესი, შექმნილია იმისთვის, რომ ოპოზიციამ ანუ პოლიტიკურმა უმცირესობამ, რომლის ხელშიც არ არის სხვა საგამოძიებო ინსტრუმენტები, შეისწავლოს მნიშვნელოვანი საკითხები. აქ გვაქვს ჩვენ ვითარება, როდესაც შსს-მ, პროკურატურამ — იმ უწყებებმა, რომლებსაც ევალებათ მანდატით გამოეძიებინათ ეს ინციდენტები და არაფერი არ გააკეთეს და ახლა ხელისუფლება ცდილობს, საგამოძიებო კომისიით გადაფაროს გამოუძიებელი ინციდენტები", — განაცხადა მან.
ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მოქმედმა არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბება ვერ დაადგინა. გამოქვეყნებული დასკვნა იმეორებს აქამდე არსებულ მოსაზრებას, რომელსაც მმართველი გუნდი აჟღერებდა, რომ გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა არსებითი გავლენა საბოლოო შედეგებზე.
დასკვნაში ხშირად არის გამოყენებული სიტყვები — "უსაფუძვლო" და "არაარგუმენტირებული" — რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს მიემართება. ასევე — "სუბიექტური", "პოლიტიკური ინტერესი" და "სპეკულაცია" — რითიც შეფასებულია ოპოზიციური პარტიების მიდგომა საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მმართველი გუნდისა და პარლამენტში პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის სიით შესული, ამჟამად ევროპელი სოციალისტების, დეპუტატების ჩართულობით მოქმედმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ "გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად უკავშირდება პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას".
გაიგეთ მეტი:
-
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა — თეგეტა აკადემია მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
-
რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა რუსეთში კანიე ვესტის კონცერტები გაუქმდა
გადახედვა
-
მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს მიხაილ ტიმოფეევი საექსტრადიციო პატიმრობიდან 50 000 ლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ვასო აბაშიძის სახელობის ახალმა თეატრმა ხელშეკრულება არ გაუგრძელა
გადახედვა
-
"სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა "სადახლოზე" მებაჟეებმა გამოავლინეს სომხეთის მოქალაქე, რომელსაც სამალავით 44 892 ლარის მედიკამენტები გადმოჰქონდა
გადახედვა
-
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში მუშაობა შეაჩერა
გადახედვა
-
მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა მთავრობის ადმინისტრაციამ ტრამპის და კობახიძის 22 სექტემბერს გადაღებული ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა
გადახედვა
-
შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო შიო III-მ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია მიიღო
გადახედვა
-
აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს" აი, როგორი ელფოსტა მოგივათ, თუ OpenAI-ს მოდელი თქვენს ორგანიზაციას "დაჰაკავს"
გადახედვა
-
პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა პაკისტანმა ავღანეთზე ავიაიერიში მიიტანა
გადახედვა
-
"თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება "თბილისობასთან" დაკავშირებით, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე სატრანსპორტო მოძრაობა ეტაპობრივად იზღუდება
გადახედვა
-
სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა სამირა ბაირამოვა: მარნეულში 13 წლის ბავშვმა ტყუპები გააჩინა
გადახედვა
-
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთთან ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
გადახედვა
-
Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია Huawei-მ ტელეფონზე მისამაგრებელი კამერა გამოუშვა — იგი ზოგ ფლაგმანურ სმარტფონზე ძვირია
გადახედვა
-
ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან ველისციხის სკოლაც არსებულ შენობაში გააგრძელებს სწავლას — პროტესტის შედეგი და შეთანხმება სამინისტროსთან
გადახედვა
-
ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა ნინო ხარატიშვილს ჰაინრიხ ჰაინეს პრემია მიენიჭა
გადახედვა
-
აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა აშშ-ში კრისტა პაიკის სიკვდილით დასჯა ჩაიშალა — ის ორ სასიკვდილო ინექციას გადაურჩა
გადახედვა
-
რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს რუსეთი ქვეყნიდან უნგრელ დიპლომატებს აძევებს
გადახედვა
-
შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით შემოსავლების სამსახური განმარტავს, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ წელს ქონების გადასახადთან დაკავშირებით
გადახედვა
-
რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს რატომაა პეპლების დაჭერა ასეთი რთული? — მეცნიერებმა მათი საიდუმლო ამოხსნეს
გადახედვა
-
60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან 60%-მდე ფასდაკლება ელექტრონულ სატენდერო გარანტიაზე საქართველოს ბანკისგან
კომენტარები