არჩევნების შემსწავლელმა კომისიამ გაყალბება ვერ დაადგინა — რა დაადგინა
ოპოზიციის ჩართულობის გარეშე მოქმედმა არჩევნების შემსწავლელმა დროებითმა საგამოძიებო კომისიამ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გაყალბება ვერ დაადგინა. გამოქვეყნებული დასკვნა იმეორებს აქამდე არსებულ მოსაზრებას, რომელსაც მმართველი გუნდი აჟღერებდა, რომ გამოვლენილ ხარვეზებს ვერ ექნებოდა არსებითი გავლენა საბოლოო შედეგებზე.
დასკვნაში ხშირად არის გამოყენებული სიტყვები — "უსაფუძვლო" და "არაარგუმენტირებული" — რაც არასამთავრობო ორგანიზაციების კრიტიკულ შეფასებებს მიემართება. ასევე — "სუბიექტური", "პოლიტიკური ინტერესი" და "სპეკულაცია" — რითიც შეფასებულია ოპოზიციური პარტიების მიდგომა საპარლამენტო არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით.
რამდენიმეთვიანი მუშაობის შემდეგ მმართველი გუნდისა და პარლამენტში პრორუსული პარტიის, პატრიოტთა ალიანსის სიით შესული, ამჟამად ევროპელი სოციალისტების, დეპუტატების ჩართულობით მოქმედმა საგამოძიებო კომისიამ დაადგინა, რომ "გამოვლენილი ხარვეზები ძირითადად უკავშირდება პანდემიური და სტრესული გარემოს გავლენით დაშვებულ ტექნიკურ შეცდომებს, რიგ შემთხვევებში საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა მხრიდან გამოვლენილ გულგრილობას და დაბალ კომპეტენციას".
რა წერია დოკუმენტში
პირველ რიგში დასვკნის განხილვით დავიწყოთ. კომისიის შემუშავებულ დოკუმენტის მიხედვით, "დადასტურდა, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ცესკომ უზრუნველყო კოვიდუსაფრთხო გარემო საარჩევნო უბნებზე, ხოლო არჩევნებში საქართველოს მოქალაქეთა მიერ გამოხატული თავისუფალი ნება პროპორციულად აისახა ცესკოს მიერ გამოქვეყნებულ შემაჯამებელ ოქმში".
აქვე აღნიშნულია, რომ მათი მუშაობით, "საკითხების მოძიების, გაანალიზებისა და დამუშავების შედეგად" დადასტურდა, ეუთო/ოდირის (OSCE/ODIHR) და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო კონკურენტული, ჩატარებული ძირითადი თავისუფლებების დაცვით.
არასამთავრობოების კრიტიკა
დასკვნაში მოცემული მოსაზრების გასამყარებლად კომისიის დოკუმენტში დიდი ადგილი ეთმობა ხარვეზების შესახებ გამოთქმული აზრების კრიტიკას და გაბათილების მცდელობას. მაგალითად, კომისია უწუნებს არასამთავრობო ორგანიზაციებს იმას, რომ მათი კრიტიკა ეყრდნობა სავარაუდო ზეწოლის, სავარაუდო მოსყიდვის შემთხვევებს.
"ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში ყურადღება გამახვილებულია წინასაარჩევნო პერიოდში ზეწოლის, მუქარის, ამომრჩევლის მოსყიდვის და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების საკითხებზე. თუმცა, დადგინდა, რომ ანგარიშებში შესაბამისი მონაცემები თითქმის ყველა შემთხვევაში წარმოდგენილია არა ფაქტის, არამედ მხოლოდ ვარაუდის სახით, რაც გამოიხატება ისეთი ჩანაწერებით, როგორიცაა — "ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა", "ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენება" და ა.შ. არ არის წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც ბრალდებების მართლებულობას დაადასტურებდა, რაც საგამოძიებო კომისიის მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან ახსნა-განმარტებების მიღების დროსაც დადასტურდა", — ვკითხულობთ დოკუმენტში.
გარდა ამისა, კომისია NGO სექტორს სინამდვილის "უხეშ დამახინჯებაში" სდებს ბრალს და ამის არგუმენტად ის მოჰყავს, რომ მათ ერთ განცხადებაში ადმინისტრაციული რესურსის "უპრეცენდენტო" გამოყენება ეწერა, სხვებში კი არა.
"2020 წლის 4 ნოემბერს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გაავრცელა ერთობლივი განცხადება, სადაც აღინიშნა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში მმართველი პარტიის მხრიდან ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციული რესურსის "უპრეცედენტო" გამოყენებას. თუმცა, ამ განცხადების მართებულობა არ დასტურდება ამავე ორგანიზაციების ანგარიშებით და უნდა შეფასდეს, როგორც სინამდვილის უხეში დამახინჯება. ამას ცხადყოფს ის გარემოებაც, რომ მოგვიანებით გამოქვეყნებულ ანგარიშებში ამავე ორგანიზაციებმა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მიმართ სიტყვა "უპრეცედენტო" ხმარებიდან ამოიღეს", — წერია დოკუმენტში.
კომისია ფიქრობს, რომ "ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია" სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასება იმის შესახებ, რომ არჩევნებზე წაშლილი იყო ზღვარი სახელმწიფოსა და მმართველ პარტიას შორის. მათი აზრით, ეს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების სავარაუდო შემთხვევების მოცულობისა და ხარისხის, აგრეთვე მტკიცებულებების არარსებობის გათვალისწინებით დასტურდება.
"არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ანგარიშის თანახმად, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების სავარაუდო შემთხვევები, ძირითადად, ბიუჯეტით დაფინანსებულ ღონისძიებებში მაჟორიტარი დეპუტატების ჩართულობასა და სააგიტაციო ღონისძიებებზე საჯარო მოსამსახურეების დასწრებას უკავშირდებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთ და არც მეორე შემთხვევაში არ ირღვეოდა კანონი. გარდა ამისა, აღწერილი სავარაუდო შემთხვევები არჩევნების საბოლოო შედეგებზე ვერავითარ არსებით გავლენას ვერ იქონიებდა", — ამტკიცებს კომისია.
ისინი ეხმაურებიან სამართლიანი არჩევნების პარალელური დათვლის შედეგებსაც და აგრძელებენ აქამდე არსებულ სახელისუფლებო რიტორიკას, თითქოს პარალელური დათვლის არასწორი შედეგები შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო, "როგორც უხეში შეცდომით, ისე მიზანმიმართულად განხორციელებული ქმედებით".
წინასაარჩევნო გარემო და არჩევნების დღე
კომისია ამტკიცებს იმასაც, რომ საარჩევნო უბნებზე მოქალაქეებისთვის დამაშინებელი და შემავიწროებელი გარემო არ იყო, არგუმენტად კი საზოგადოებრივი აზრის კვლევებს იყენებს. მათი თქმით, NDI-ს კვლევით, რესპოდენტთა მხოლოდ 8% აცხადებდა, რომ საარჩევნო უბანზე იყო შემავიწროებელი/შემაშინებელი გარემო. კომისია ამ მაჩვენებელს არათუ მოსახლეობის უმცირესობის აზრად მიიჩნევს, არამედ წერს, რომ აღნიშნული მაჩვენებელი "ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს", რომ საზოგადოების აღქმით, საარჩევნო უბნებზე შემავიწროებელი ან დამაშინებელი გარემო შექმნილი არ იყო.
კომისიის კრიტიკულ შეფასებას ვერც მედია ასცდა, რომლებსაც საარჩევნო უბნებზე და მის მიმდებარედ აგრესიული პირები თავს ესხმოდნენ და ხელს უშლიდნენ.
"საარჩევნო უბნების უდიდეს უმრავლესობაში უბნებსა და უბნების გარშემო ტერიტორიაზე ძირითადად ფიქსირდებოდა სიმშვიდე. თუმცა, ერთეულ შემთხვევებში პროვოკაციების საფუძველზე იქმნებოდა აღქმა, რომ გარემო არ იყო მშვიდი. ამ აღქმას კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ მოვლენების დაუბალანსებელი გაშუქება ხელოვნურად ამძაფრებდა", — წერია დასკვნაში.
შედარება სხვა არჩევნებთან
კომისიის დოკუმენტში არაერთხელ არის ნახსენები მანამდე ჩატარებული არჩევნებიც. კერძოდ, კომისიის წევრებმა წინა წლების მონაცემები შეადარეს ბოლოს იმის დასამტკიცებლად, რომ კრიტიკული შეფასებები სპეკულაციურია.
მაგალითად, კომისია წერს, რომ "სპეკულაციის განსაკუთრებული საგანი გახდა" არჩევნების პირველადი შედეგების გამოქვეყნების დრო, რაც "ყოველგვარ საფუძველს იყო მოკლებული და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავდა მიზნად". მათი თქმით, ცესკომ 2020 წლის არჩევნების წინასწარი შედეგები 7 საათსა და 25 წუთში გამოაცხადა, როცა 50 პოლიტიკური სუბიექტი მონაწილეობდა. მათივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში, 25 საარჩევნო სუბიექტის პირობებში, წინასწარი შედეგები გამოცხადდა 5 საათსა და 30 წუთში. 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში კი, 16 საარჩევნო სუბიექტის პირობებში, პირველადი შედეგები გამოცხადდა 8 საათში.
ასევე, კომისია ამტკიცებს, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული ბათილი ბიულეტენების პროცენტული მაჩვენებელი (3.28%) ნაკლები იყო 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების ანალოგიურ მაჩვენებელზე (3.43%) და მცირედით აღემატებოდა 2008 და 2012 წლების საპარლამენტო არჩევნების მაჩვენებლებს.
კომისიის მტკიცებით, სტატისტიკის ანალიზი ადასტურებს, რომ "სპეკულაციური და მოსახლეობის შეცდომაში შემყვანი" იყო დისბალანსის საკითხი. ამ შემთხვევაშიც ისინი წინა წლების მაგალითებს განიხილავენ და წერენ:
"არჩევნებში პროპორციულ ნაწილში კენჭისყრაში მონაწილე ამომრჩეველთა ხელმოწერების ოდენობასთან შედარებით ნაკლები ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 924 საარჩევნო უბანზე შეადგენდა 3088-ს, ხოლო მეტი ბიულეტენების ჯამური რაოდენობა 19 საარჩევნო უბანზე - 26-ს, რაც ბიულეტენების საერთო რაოდენობის 0.16% იყო. საერთო ჯამში, დისბალანსის გამომწვევი ბიულეტენები იყო იმდენივე, რაც 2016 წელს და თითქმის 7-ჯერ ნაკლები 2008 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით".
საარჩევნო დავები
დოკუმენტში საუბარია საარჩევნო დავებსა და დაწყებულ გამოძიებებზეც. კომისია ფიქრობს, რომ დიდი რაოდენობის საჩივრების წარდგენა "შესაძლოა წარმოადგენდეს რიგი საარჩევნო სუბიექტების მიერ ხელოვნურად ინსცენირებულ, წინასწარ დაგეგმილ კოორდინირებულ აქტივობას საარჩევნო დავების განმხილველი მექანიზმებისა და მთლიანად, ჩატარებული არჩევნების დისკრედიტაციის მიზნით".
"საარჩევნო სუბიექტების მიერ შესაბამის უწყებებში წარდგენილი საჩივრების 67% არ იქნა განხილული არაუფლებამოსილი პირის მიერ საჩივრის წარდგენის ან წარდგენისთვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადის დარღვევის გამო. ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საარჩევნო სუბიექტების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი სარჩელებიდან მხოლოდ 15 სარჩელი დარჩა განუხილველი კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო, რაც სასამართლოში წარდგენილი სარჩელების მხოლოდ 13%-ს წარმოადგენს", — წერია დასკვნაში.
მათივე მტკიცებით, ცესკოს და საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებით, გადაითვალა 39 ყველაზე პრობლემური უბანი, რომელმაც დაადასტურა, რომ საარჩევნო ხარვეზებს ვერ ექნებოდა გავლენა საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგებზე. გადათვლის შედეგად, 39-დან 27 უბანზე შედეგების კორექტირება არ გახდა საჭირო.
"გარდა ამისა, საგამოძიებო კომისიამ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განახორციელა 20 სავარაუდო პრობლემური უბნის შედეგების გადათვლა. უბნები შეირჩა ყველაზე პრობლემური უბნებიდან, სადაც არსებითი დისბალანსი აღინიშნებოდა. აღნიშნულმა გადათვლამაც დაადასტურა, რომ ხარვეზები ვერ იქონიებდა გავლენას არჩევნების საბოლოო შედეგებზე", — წერია დასკვნაში.
რაც შეეხება გამოძიებას, კომისიის მონაცემებით, წინასაარჩევნო პერიოდთან და არჩევნების დღეს მომხდარ დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია 180 სისხლის სამართლის საქმეზე, რომელთაგან დღემდე - გამოძიება მიმდინარეობს 125 საქმეზე. მათივე ინფორმაციით, გამოძიება სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის საქართველოს ამნისტიის კანონით, შეწყდა 26 საქმეზე.
"დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ, დევნა შეწყდა 4 პირის მიმართ, სასამართლოში წარიმართა 14 საქმე, რომელთაგან 5 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოს მიერ გამოტანილია გამამტყუნებელი განაჩენი, ხოლო 2 სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო განხილვა შეწყდა 2021 წლის იანვრის კანონით ამნისტიის შესახებ", — აცხადებენ კომისიაში.
რეკომენდაციები
დასასრულს კომისია რეკომენდაციებსაც აქვეყნებს, საიდანაც ცესკოს მხოლოდ 1 პუნქტი მიემართება და ისიც ადმინისტრაციის წარმომადგენელთა სათანადო გადამზადებისკენ მოუწოდებს. სხვა პუნქტები კი საარჩევნო სუბიექტებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს ეხება.
კერძოდ, კომისიის რეკომენდაციებია:
- მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა საარჩევნო პროცესის შეფასებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ყველა არსებითი გარემოება, გამოიჩინოს სიფრთხილე და თავი შეიკავოს საარჩევნო პროცესის შესახებ უსაფუძვლო და ნაჩქარევი დასკვნების გასაჯაროებისგან;
- მიზანშეწონილია, არჩევნებში ჩართულმა ყველა სუბიექტმა უზრუნველყოს საზოგადოებისათვის არჩევნების შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, დასკვნებსა და ანგარიშებში ასახოს ობიექტური და დადასტურებული ინფორმაცია, აგრეთვე არ განახორციელოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაძლოა აღქმული იყოს რომელიმე პარტიის თუ საარჩევნო სუბიექტის მხარდამჭერ ან სააწინააღმდეგო ქმედებად;
- მიზანშეწონილია, დაიხვეწოს არასამთავრობო ორგანიზაციების არჩევნებთან დაკავშირებული სადამკვირვებლო საქმიანობის ამსახველი ანგარიშის სტანდარტი;
- ცესკომ უნდა განახორციელოს საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლების სათანადო გადამზადება;
- აუცილებელია, შესაბამისმა ორგანოებმა აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტის გათვალისწინებით ობიექტური შეფასებისთვის აუცილებელი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებები განახორციელონ და გამოძიება შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაასრულონ.
კომისიის თავმჯდომარის, გივი მიქანაძის განცხადებით, დასკვნასთან ერთად დაამტკიცეს დადგენილების პროექტი, რომელიც დღესვე წარედგინება ბიუროს, რის შემდეგაც განხილვისა და კენჭისყრის მიზნით რიგგარეშე სხდომაზე იქნება წარდგენილი. მისივე თქმით, რეკომენდაციები დღესვე დაეგზავნება შესაბამის უწყებებს, უფრო მეტი დეტალები კი პლენარულ სხდომაზე გახდება ცნობილი.
31 ოქტომბრის არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მას შემდეგ გადაწყდა, რაც ოპოზიციამ შემოდგომაზე ჩატარებულ არჩევნებს უნდობლობა გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატზეც უარი განაცხადა. მაშინ ქართული ოცნების ლიდერი, კახა კუჭავა ამბობდა, რომ თუკი დაფიქსირდება თუნდაც 1%-იანი გადახრა ქართული ოცნების სასარგებლოდ, ისინი მზად არიან რიგგარეშე არჩევნები დანიშნონ. თუმცა, მისივე თქმით, პარტიაში "ღრმად" იყვნენ დარწმუნებულნი, რომ "დაფიქსირებული შედეგებიდან გადახრა გამორიცხულია".
აღსანიშნია ისიც, რომ საგამოძიებო კომისიის წევრი, ფრიდონ ინჯია ამტკიცებდა, რომ არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო და "ეს ყველამ იცის". მისთვის გაუგებარი იყო საგამოძიებო კომისიის შექმნაში იმ პირობის ჩადება, რომ ერთპროცენტიანი გადაცდომის შემთხვევაში ვადამდელი არჩევნები დაინიშნება.
13 მაისს დროებითი საგამოძიებო კომისიის ვადა ერთი თვით გაუხანგრძლივდა.
-
გადახედვაგანსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის — ირაკლი კობახიძე ივანიშვილის სანქციებზე განსაკუთრებული, რეალურად ეს არის ჯილდო ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის — ირაკლი კობახიძე ივანიშვილის სანქციებზე
-
გადახედვააშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებას მამუკა მდინარაძე ხუმრობით ეხმაურება აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებას მამუკა მდინარაძე ხუმრობით ეხმაურება
-
გადახედვაადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი მიხეილ ბუცხრიკიძე სამსახურიდან გაათავისუფლეს
-
გადახედვააშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა
-
გადახედვაჯო უილოსნი: "რატომ იდგა ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ირანის, ჰეზბოლას და ჰამასის ლიდერებთან? ამერიკა არ მოტყუვდება" ჯო უილოსნი: "რატომ იდგა ირაკლი კობახიძე რამდენიმე თვის წინ ირანის, ჰეზბოლას და ჰამასის ლიდერებთან? ამერიკა არ მოტყუვდება"
-
-
-
გადახედვალიკო სპანდერაშვილისა და სალომე მჭედლიძის თქმით, ისინი სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ "კესანედან” პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს ლიკო სპანდერაშვილისა და სალომე მჭედლიძის თქმით, ისინი სარეაბილიტაციო-განმავითარებელი ცენტრ "კესანედან” პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს
-
გადახედვათბილისში საპროტესტო მსვლელობა "სანამ რეჟიმი ყველას გაგვყინავს — გაყინე სესხი!" გაიმართა თბილისში საპროტესტო მსვლელობა "სანამ რეჟიმი ყველას გაგვყინავს — გაყინე სესხი!" გაიმართა
-
გადახედვა"ამ სისტემაში, ასეთ სასამართლოში ეს დიდი გამარჯვებაა" — არჩილ ჯანგირაშვილი 19 წლის სანდრო ბუკიას სასამართლო პროცესზე "ამ სისტემაში, ასეთ სასამართლოში ეს დიდი გამარჯვებაა" — არჩილ ჯანგირაშვილი 19 წლის სანდრო ბუკიას სასამართლო პროცესზე
-
გადახედვაგიტანას ნაუსედა: საქართველო ბელარუსის სცენარის განმეორების რისკის წინაშე დგას გიტანას ნაუსედა: საქართველო ბელარუსის სცენარის განმეორების რისკის წინაშე დგას
-
გადახედვაგერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური სექტორის მხრიდან 237 მილიონი ევროს დაფინანსების პროექტების შეჩერებას შეწყვეტას ეხმაურება გერმანიის საელჩო, გერმანიის ეკონომიკური სექტორის მხრიდან 237 მილიონი ევროს დაფინანსების პროექტების შეჩერებას შეწყვეტას ეხმაურება
-
გადახედვაირაკლი კობახიძე: ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული ირაკლი კობახიძე: ჩვენი მოვალეობაა, გავაფრთხილოთ სალომე ზურაბიშვილი, რომ არ ჩაიდინოს დანაშაული
-
გადახედვაგერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა გერმანიის პრეზიდენტმა ბუნდესტაგი დაითხოვა და ვადამდელი არჩევნები გამოაცხადა
-
გადახედვაშალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს „აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო მიუსამძიმრა შალვა პაპუაშვილმა აზერბაიჯანის ელჩს „აზერბაიჯანული ავიახაზების” თვითმფრინავის მიერ განცდილი კატასტროფის გამო მიუსამძიმრა
-
გადახედვაანალენა ბერბოკი: "ქართულმა ოცნებამ" ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს ანალენა ბერბოკი: "ქართულმა ოცნებამ" ბოლო კვირებსა და თვეებში ქვეყანა უფრო და უფრო დააშორა ევროკავშირს
-
გადახედვანინო კიკნაძე: დღეს შემატყობინეს, რომ 1 იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს ნინო კიკნაძე: დღეს შემატყობინეს, რომ 1 იანვრიდან თბილისის მერია ჩემთან შრომით ხელშეკრულებას წყვეტს
-
გადახედვაBBC: ღაზაში, ისრაელის თავდასხმებს 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა BBC: ღაზაში, ისრაელის თავდასხმებს 5 ჟურნალისტი ემსხვერპლა
-
-
გადახედვაოკრიბელაშვილის და მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო ოკრიბელაშვილის და მეფარიშვილის სასამართლო სხდომა კვლავ გადაიდო
-
გადახედვასაია: 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია საია: 28 ნოემბრიდან მშვიდობიანი და ლეგიტიმური პროტესტების ჩასახშობად მიმართულმა მეთოდებმა სიმძიმის ახალ დონეს მიაღწია
კომენტარები