Front Line Defenders გმობს უფლებადამცველებისა და ჟურნალისტების მიზანმიმართულ დაშინებას
ფოტო: ანა ვახტანგაძე / On.ge
Front Line Defenders გმობს ლგბტქი+ პირების უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიზანმიმართულ დაშინებას. მათი განცხადებით, ამან შეიძლება, გამანადგურებელი გავლენა იქონიოს სამოქალაქო საზოგადოებაზე და არ უწყობს ხელს საქართველოში უსაფრთხო და ხელსაყრელი გარემოს შექმნას, სადაც უფლებადამცველები და ჟურნალისტები შეძლებენ თავიანთი საქმიანობის განხორციელებას.
ადამიანის უფლებებზე მომუშავე ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნაში გაანალიზებულია 5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჰომოფობიური ჯგუფების ქმედებები, ასევე ნათქვამია, რომ ეს არ არის ძალადობის პირველი შემთხვევა და საუბარია 2013 წლის 17 მაისს და 2019 წელს ოსკარზე ნომინირებული ფილმის And then we danced თბილისში გამართული ჩვენების დროს განვითარებული მოვლენები.
"Front Line Defenders ღრმად არის შეშფოთებული ლგბტქი+ პირების უფლებათა დამცველთა, თბილისი პრაიდის, მოძრაობა სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის თბილისის ოფისებზე თავდასხმის გამო, რადგან მიიჩნევს, რომ ისინი გახდნენ მოძალადეების სამიზნე უშუალოდ მათი საქმიანობის გამო", — ნათქვამია დასკვნაში.
შედეგად, ორგანიზაცია საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს:
- მიიღოს ყველა საჭირო ზომა თბილისი პრაიდის, მოძრაობა სირცხვილიას და ადამიანის უფლებათა სახლის თბილისის ოფისის წევრების ფიზიკური და ფსიქოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
- უზრუნველყოს დაუყოვნებლივი, საფუძვლიანი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარება ლგბტქი+ პირთა უფლებების დამცველებსა და ჟურნალისტებზე განხორციელებულ ძალადობაზე. ასევე, თბილისი პრაიდის, მოძრაობა სირცხვილიას და თბილისში ადამიანის უფლებათა სახლის ოფისებზე შეტევის ფაქტებზე და ჟურნალისტ ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებაზე, შედეგების გამოქვეყნების და პასუხისმგებელი პირების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დასჯის მიზნით;
- მიიღოს ზომები იმის უზრუნველსაყოფად, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა და სხვა საჯარო პირებმა თავი შეიკავონ ისეთი განცხადებების გაკეთებისა და დეკლარირებისგან, რომლითაც ხდება ლგბტქი+ პირების უფლებათა დამცველების ლეგიტიმური საქმიანობის სტიგმატიზირება და საჯაროდ დაგმონ ამ უფლებადამცველთა ცილისწამება;
- უზრუნველყოს ნებისმიერ ვითარებაში იმის გარანტირება, რომ საქართველოში ყველა უფლებადამცველს შეეძლება, განახორციელოს ადამიანის უფლებების დაცვის ლეგიტიმური საქმიანობა ანგარიშსწორების შიშის და ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, მათ შორის სასამართლო შევიწროვების.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილე ჰომოფობიური ჯგუფების მიერ მედიაზე ძალადობის შედეგად ათობით ჟურალისტი დაშავდა, TV პირველის ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა კი, რომელიც მძიმედ იყო დაშავებული 11 ივლსს გარდაიცვალა. ამის გამო, მედიამ იმ დღესვე საპროტესტო აქცია გამართა, რადგან სახელმწიფომ მედიის და გამოხატვის უფლების დაცვა ვერ/არ უზრუნველყო და ღარიბაშვილის გადადგომა მოითხოვა, რასაც საზოგადოების დიდი ნაწილიც შეუერთდა. საპასუხოდ ღარიბაშვილმა ჟურნალისტებზე ძალადობა ნაციონალურ მოძრაობას დააბრალა. მედიის პროტესტი გრძელდება.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები