ირაკლი აბსანძის თქმით, დაკავებისას ხელი მოტეხეს
პირველი არხის ჟურნალისტის, ირაკლი აბსანძის განცხადებით, დაკავებისას ხელი მოტეხეს. ამის შესახებ მან პირად ფეისბუქგვერდზე დაწერა.
"მეგობრებო, დიდი მადლობა მოკითხვისთვის. კარგად ვარ. ხელი მომტეხეს, უბრალოდ. თან ვეღარ გავიგე, მერამდენე მაიკა უნდა შევწირო ამ ქვეყანას", — წერს ის.
დამატებითი დეტალების გასარკვევად On.ge აბსანძესა და შსს-სთან დაკავშირებას ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
აბსანძე ქართული ოცნების ოფისთან რამდენიმე სათის წინ დააკავეს. კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მის დაკავებას მედიის დაშინების მცდელობად აფასებს.
აბსანძე ბოლო ორი დღეა აქციებში მონაწილეობს, სადაც 5 ივლისს მომხდარ ძალადობასა და ხელისუფლების უმოქმედობას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ პრემიერმინისტრტმა ღარიბაშვილმა აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართულ ოცნებასთან აქციაზე დღეს ადმინისტრაციული წესით 12 ადამიანი დააკავეს. მათი მტკიცებით, აქციის მონაწილეები შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების კანონით დასაშვებ ფაქტებს გასცდნენ. სავარაუდოდ, აქ იგულისხმება კვერცხების სროლა ქართული ოცნების მიმართულებით და ასევე, წითელი საღებავების შესხმა პოლიციელებისთვის.
აღსანიშნავია, რომ 5 ივლისის საღამოს, როცა რუსთაველის გამზირზე ძალადობრივი ჯგუფები ფიზიკურად ესხმოდა თავს ჟურნალისტებს და მათ სიცოცხლეს უქმნიდა საფრთხეს, პოლიციამ მხოლოდ 8 ადამიანი დააკავა. სისხლის სამართლებრივი წესით დაკავებების შესახებ მხოლოდ მეორე დილას გავიგეთ, თუმცა ყველა დამნაშავე ჯერ კიდევ არ არის დაკავებული.
ქართული ოცნების ოფისთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც აქიტივსტებმა "ოცნების" შენობას კვერცხები ესროლეს და სტენსილების გაკეთბა სცადეს. ადგილზე მყოფი On.ge-ს ჟურნალისტების თქმით, პოლიცია მედიასა და აქტივისტებს მიაწვა და ტერიტორია ასე გაათავისუფლა.
პარლამენტიდან ქართული ოცების ოფისთან აქციამ მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრიფინგი გამართა 5 ივლისს ნაცემი ოპერატორის საქმეზე. უწყება შუალედურ ექსპერტიზაზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ ლექსო ლაშქარავა შესაძლოა ზედოზირებით გარდაიცვალა.
ამ დროისთვის ქართულ ოცნებასთან აქცია დასრულებულია.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები