ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა, მნიშვნელობა არ აქვს, რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან — ღარიბაშვილი
ფოტო: საქართველოს მთავრობა
პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება ტრაგედიაა და მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან.
"რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება არის ტრაგედია, მნიშვნელობა არ აქვს რა მიზეზი შეიძლება იყოს ამის უკან. მე მინდა მოსახელობას ვუთხრა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, გუშინვე ჩაატარა ძალიან ოპერატიულად შესაბამისი სამუშაოები", — ამბობს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ამ საქმეზე ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცემა
"ამას გარდა, მოგახსენებთ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა თვითონ გარდაცვლილის ოჯახისა და ტელევიზიის ჩართულობით, მოთხოვნით, ასევე ჩართულია პროცესში დამოუკიდებელი ექსპერტი. ყველა კითხვას გაეცემა ძალიან ამომწურავი, სრულყოფილი პასუხი უმოკლეს ვადებში. ამას გარდა, მოგეხსენებათ, რომ ბატონი ვახტანგის უწყებამ გუშინვე გააკეთა მიმართვა და განაცხადა იმის თაობაზე, რომ დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტი ჩაერთვება აღნიშნულ პროცესში იმისთვის, რომ არცერთ კითხვაზე არ დარჩეს გაუცემელი პასუხი", — აცხადებს პრემიერმინისტრი.
ალექსანდრე ლაშქარავა, 11 ივლისს, დედამ სახლში გარდაცვლილი იპოვა. იგი ერთ-ერთია იმ ათობით მედიის წარმომადგენელს შორის, რომელსაც 5 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ცემის შედეგად მას ჰქონდა სახის ძვლების მოტეხილობა თვალის გარშემო, ტვინის შერყევა და დაჟეჟილობები. იგი რამდენიმე დღე საავადმყოფოში იმყოფებოდა და 10 ივლისს სახლში გაეწერა.
ალექსანდრე ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები თავს მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრის მცდელობისას დაესხნენ. ლაშქარავა ჯერ კიდევ საავადმყოფოში იმყოფებოდა, როცა On.ge-ს შემთხვევის დეტალები მოუყვა.
"უბრალოდ კიბეზე შეგვეფეთნენ, ჟურნალისტზე გაიწიეს ჯერ და შემდეგ ჩამქოლეს. არ ვიცი, 50 კაცი მირტყამდა, მთელი კიბის საფეხური, ზედა ნაწილი, ქვედა ნაწილი. რაღაც ნაწილი ავიდა ზევით, დავიწყე გაყოლა. რამდენიმე სართულზე იყვნენ ესენი, რამდენიმე სართულმა მცემა. ჩამაგდეს, ქვევით გადამაგდეს და ისე მცემეს, ტექნიკა დააქუცმაცეს, არ ვიცი, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდოდათ მედია გამოეყვანათ მწყობრიდან [...]
ახლა მე მეძახიან ამოცნობაზე მოდიო, მაგრამ ორი დღე კიდევ აქ უნდა ვიყო, ვერ გავდივარ და იდენტიფიცირება წარმოუდგენელია მოვახდინო, იმიტომ, რომ 50-60 ადამიანი იყო", — ყვებოდა ლაშქარავა 6 ივლისს, თავდასხმიდან მეორე დღეს.
იმ ათობით ადამიანიდან, რომლებიც მოძრაობა სირცხვილიას ოფისში შეჭრას ცდილობდნენ და TV პირველის გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ, ჯერჯერობით მხოლოდ ორია დაკავებული. აკაკი ნაკაშიძისა და თორნიკე დავლაშელიძის სასამართლო პროცესი 9 ივლისს გაიმართა და მათ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. დაცვის მხარე ითხოვდა მათ გათავისუფლებას 2 000-2 000 ლარიანი გირაოთი.
"ჩემი აზრი მინდოდა დამეფიქსირებინა, როგორც მართლმადიდბელი კაცის და მერე ქაოსმა მოიცვა ყველაფერი [...] ემოციებიდან გამომდინარე მოხდა", — განაცხადა აკაკი ნაკაშიძემ სასამართლო პროცესზე.
"ჩემი ცხოვრებისეული წესიდან გამომდინარე, სადაც ვყოფილვარ საზოგადოებაში, ვერავინ იტყვის რომ მკვლელი ვარ, ქურდი ვარ, ყაჩაღი ვარ, საერთოდ არ მახასიათებს ასეთი რაღაცები... რაც შეეხება ძალადობას, არავის მომართ განმიხორციელებია", — უთხრა მოსამართლეს თორნიკე დავლაშელიძემ.
პროკურატურამ ნაკაშიძესა და დავლაშელიძეს, ასევე მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულებს, თემურ ხარაულსა და ილია ქებაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის ა ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარუდგინა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ 4 წლიდან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
აღანიშნავია, რომ ამ დრომდე დაკავებულები არ არიან ძალადობრივი აქციის ორგანიზატორები.
11 ივლისს მედიის წარმომადგენლება მთავრობის პასუხისმგებლობის დაყენებისა და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის მოთხოვნით რუსთაველზე აქცია გამართეს. მათ მთავრობას დრო 12 ივლისის 12:00 საათამდე მისცეს და წინააღმდეგ შემთხვევაში 18:00 საათზე რუსთაველის გამზირზე აქცია დააანონსეს.
გაიგე მეტი:
-
ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა ნარკოტიკებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი მიტროპოლიტი ილარიონი პატრიარქმა კირილმა ბრაზილიაში გააწესა
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა 6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ "შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
გადახედვა
-
ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა ახალმა პრეპარატმა პანკრეასის სიმსივნის მქონე პაციენტთა გადარჩენის პერიოდი გააორმაგა
გადახედვა
-
ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ ზენდეია 2026 წელს $40 მილიონზე მეტს გამოიმუშავებს — აი, როგორ
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება გაერო გვაფრთხილებს, რომ ეს ზაფხული განსაკუთრებულად ცხელი იქნება — ელ-ნინიო აქტიურდება
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
-
TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს TI: აღრიცხულია ელიტური კორუფციის 315 სავარაუდო შემთხვევა, სადაც "ოცნების" 257-ზე მეტი მოქმედი თუ ყოფილი თანამდებობის პირი ფიგურირებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები საქართველოს ბანკის ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სტიპენდიაზე განაცხადების მიღება მიმდინარეობს — გაიცანი ჟიურის წევრები
კომენტარები