ევროკავშირი ფერმებში ცხოველების დამწყვდევის აკრძალვას გეგმავს
ფოტო: Jordan Gale / Reuters
30 ივნისს ევროკომისიამ განაცხადა, რომ მოქალაქეების პეტიციის საფუძველზე მათ ახალ კანონპროექტზე მუშაობა დაიწყეს, რომლის მიზანიც ფერმერულ მეურნეობაში ცხოველების დამწყვდევის აკრძალვაა.
კომისიის თქმით, კანონპროექტი, რომელიც სავარაუდოდ 2023 წელს შევა ძალაში, 2027 წლისთვის დატყვევებული ცხოველების ფერმის პრაქტიკის აღმოფხვრასა და, საბოლოოდ, აკრძალვას ითვალისწინებს. აღნიშნულ ინიციატივას მილიონზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი.
პრაქტიკის აკრძალვა ფერმერულ მეურნეობაში ჩართულ ყველანაირ ცხოველს მოიაზრებს, მათ შორის ბოცვრებს, ვარიებს, იხვებსა და ბატებს. კვერცხისმდებელი ქათმები, ღორები, რომლებსაც გოჭები ჰყავთ და ხბოები დამწყვდევისგან უკვე დაცულები არიან ევროკავშირის კანონმდებლობით (მიუხედავად იმისა, რომ კვერცხისმდებელი ქათმებისთვის დასაშვებია "მოწყობილი" გალიები, სადაც იმაზე ცოტათი მეტი სივრცეა, ვიდრე ქათმებისთვის ჩვეულებრივაა ხოლმე განკუთვნილი).
კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ მის აღსრულებასა და გათვალისწინებული წესების დაცვაზე ევროპარლამენტი და ორგანიზაციის 27 ქვეყნის მთავრობები იქნებიან პასუხისმგებელნი.
"ცხოველები მგრძნობიარე არსებები არიან და ჩვენ, როგორც საზოგადოებას, გვაქვს მორალური პასუხისმგებლობა, რომ ეს ფერმებში მყოფი ცხოველების პირობებზე აისახოს", — განაცხადა ევროკავშირის ჯანდაცვის კომისარმა, სტელა კირიაკიდესმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ცხოველთა საარსებო პირობების სტანდარტები მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა, მიუხედავად იმისა, რომ ფერმებში ბოცვრების 90 პროცენტი გალიებში ცხოვრობს, 2019 წლის მონაცემებით კი კვერცხისმდებელი ქათმების ნახევარიც დამწყვდეულია.
"ის ისტორიული მომენტია, როცა სიტუაცია უკეთესობისაკენ იცვლება. ცხოველთა უფლებადამცველმა მოძრაობამ ნამდვილად მოახერხა, საფუძველი ჩაეყარა ახალი ეპოქისათვის", — ამბობს ოლგა კიკუ, კამპანიის ხელმძღვანელი და პეტიციის ერთ-ერთი ინიციატორი.
ინიციატივას მხარი დაუჭირა და ფერმებში არსებულ პირობებზე ყურადღება გაამახვილა ევროპარლამენტმაც.
კომისიის განცხადებით კი, ფერმერები ევროკავშირისგან სუბსიდიებს მიიღებენ, რათა საქმიანობის ახალ სისტემაზე გადაეწყონ. ორგანიზაციის წევრ ქვეყნებს ასევე შეუძლიათ, ევროკავშირს კოვიდპანდემიიდან აღსადგენად განკუთვნილი $951 მილიარდიდან წილის გამოყოფის თხოვნით მიმართონ.
სამომავლოდ ბრიუსელში ევროკავშირის ცხოველთა პირობების გასაუმჯობესებლად მიღებული კანონპროექტების გაფართოებასაც აპირებენ.
-
OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2 OpenAI-მ ახალი მოდელი გამოუშვა — როგორია და რას გვთავაზობს GPT-5.2
გადახედვა
-
რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი რა გვხდის სხვა ცხოველებზე აღმატებულს? — კაცობრიობის პარადოქსი
გადახედვა
-
სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს სუპერდედამიწაზე, სადაც წელიწადი 10 საათს გრძელდება, მკვლევრებმა უჩვეულო რამ შენიშნეს
გადახედვა
-
TI: სექტემბერში ყველა პარტიამ ₾7მლნ-მდე შემოწირულება მიიღო, აქედან 59%, ₾4 მლნ-ზე მეტი — "ქართულმა ოცნებამ" TI: სექტემბერში ყველა პარტიამ ₾7მლნ-მდე შემოწირულება მიიღო, აქედან 59%, ₾4 მლნ-ზე მეტი — "ქართულმა ოცნებამ"
გადახედვა
-
შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო შპს "თბილსერვის ჯგუფიდან" გათავისუფლებულმა თანამშრომელმა სასამართლო დავა მოიგო
გადახედვა
-
ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა? ქვიზი: შენ უფრო მეტი იცი საქართველოზე თუ მეცხრეკლასელმა?
-
წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან ნაწილ-ნაწილით გადახდისას წინასაახალწლო შეთავაზებები საქართველოს ბანკისგან ნაწილ-ნაწილით გადახდისას
-
ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება ალდაგის ავტოდაზღვევას საჩუქრები მოყვება
-
ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს ფერმერები, რომლებმაც 2025 წელს სიმინდის ყველაზე დიდი მოსავალი აიღეს
-
2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა 2 000-მდე მეორადი საბურავი — თეგეტამ გიორგიწმინდას დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა
-
შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან შალვა პაპუაშვილის თქმით, "არანაირი პრობლემა არ არის" იმაში, რომ ირაკლი კობახიძე და პუტინი თურქმენეთში ფორუმს ესწრებიან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს ირაკლი კობახიძე: მიმდინარე ოკუპაციის რეალობასთან ერთად, საქართველო მშვიდობას არა მხოლოდ პოლიტიკურ არჩევანად, არამედ ეგზისტენციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს
გადახედვა
-
შალვა პაპუაშვილი: ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა შალვა პაპუაშვილი: ქართული დემოკრატიის სტანდარტი დღეს გაცილებით მაღალი არის ვიდრე ზოგიერთი ევროპული დემოკრატიისა
გადახედვა
-
ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული — შალვა პაპუაშვილი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე ყველგან საწამლავი და არსად მოწამლული — შალვა პაპუაშვილი ქიმიური იარაღის გამოყენებაზე
გადახედვა
-
მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard მეფე ლომის საახალწლო კინოჩვენება — ღონისძიების წარმდგენია SOLO და Mastercard
-
ჯანა ჯავახიშვილი: ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუა საუკუნეებში კეთროვნების, სიას ჯანა ჯავახიშვილი: ვქმნით ფსიქიკური აშლილობების მქონე ადამიანების, როგორც შუა საუკუნეებში კეთროვნების, სიას
გადახედვა
-
გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები გახსენი 13-14 დეკემბრის თიბისის საახალწლო შეთავაზებები
-
Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს Cryptal-ის აპლიკაციის დიდი განახლება წლის ბოლოს
-
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა იქმნება — რა წერია კანონში? ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე და ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირთა ერთიან საინფორმაციო ბაზა იქმნება — რა წერია კანონში?
გადახედვა
-
საქართველო ვალდებულია კონკრეტულ დაზარალებულებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს და სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები დაადგინოს. — ნონა ქურდოვანიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე საქართველო ვალდებულია კონკრეტულ დაზარალებულებს დაკისრებული კომპენსაცია გადაუხადოს და სპეციალური საშუალებების გამოყენების დეტალური რეგულაციები დაადგინოს. — ნონა ქურდოვანიძე სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა მიხეილ ყაველაშვილმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს ხელი მოაწერა
გადახედვა
კომენტარები