7 ესპანელი მხატვარი, რომლის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდე
საზოგადოდ, ხელოვნების ისტორიის ხსენებისას, საკმაოდ რთულია ესპანელი მხატვრების მივიწყება და, პირიქით, შეუძლებელიც კია. ვინაიდან, მათ დიდი წვლილი მიუძღით დასავლური ხელოვნებისა და ავანგარდიზმის განვითარებაში.
ქვეყნის ისტორიისა და გეოგრაფიის გათვალისწინებით, ესპანეთი საუკუნეების განმავლობაში მრავალი განსხვავებული მხატვრული მიმდინარეობის გავლენის ქვეშ მოექცა. მათ შორის, ნეოკლასიციზმისა და ბაროკოს პერიოდებში ესპანელი მხატვრები შთაგონებას იტალიისა და საფრანგეთისგან იღებდნენ.
Guernica
ფოტო: Picasso Museum Barcelona
მიუხედავად იმისა, რომ ესპანელი ხელოვანები სხვადასხვა ქვეყნების გავლენების ქვეშ იქცეოდნენ, ისინი ყოველთვის ინარჩუნებდნენ თავიანთ გამორჩეულ და დამახასიათებელ სტილს, კერძოდ, ულამაზეს, შემაშფოთებელ და ზოგჯერ ყველაზე ეროტიკულ სურათებსაც კი ხატავდნენ.
წარმოგიდგენთ 7 ესპანელ მხატვარს, რომელთა გარეშეც ხელოვნება ნაკლებად საინტერესო იქნებოდა.
1. ელ გრეკო
ესპანური რენესანსის მთავარ ფიგურად მიჩნეული დომენიკოს თეოტოკოპულოსი, იგივე ელ გრეკო, ნამდვილი რევოლუციონერი იყო.
ფოტო: WikiArt
ელ გრეკო — "Assumption of the Virgin"
ფოტო: Wikipedia
ნატურალიზმის უარყოფითა და კონცეპტუალიზმის წინ წამოწევით, გრეკომ არაერთი ხელოვანი შთააგონა. ის ხშირად ხატავდა რელიგიურ ფიგურებსა და სცენებს წამების ელემენტებით.
აღსანიშნავია ისიც, რომ გრეკომ ესპანეთის მეფის, ფილიპე II-ის სამეფო კარზე მხატვრობაც სცადა, თუმცა მეფემ მისი ნახატები დაიწუნა.
2. ფრანსისკო დე სურბარანი
ბაროკოს მიმდინარეობაში მოღვაწე მხატვარი, ზურბარანი, უპირატესობას ანიჭებდა ნატურალიზმს და ხშირად ხატავდა რელიგიურ სურათებს. ნათქვამია, რომ ზურბარანს შთაგონებული იყო კარავაჯოთი, თუმცა ეს ინფორმაცია ოფიციალური წყაროების მიხედვით არ დასტურდება.
ფრანსისკო დე სურბარანი— "The Death of Hercules"
ფოტო: WikiArt
ზურბარანის რამდენიმე ნახატი, კარავაჯოს მსგავსად, ტენებრიზმის (ბაროკოს პერიოდში არსებული სტილი, რომელიც გამორჩეულია მძიმე კონტრასტებითა და ძალადობის ელემენტებით) ტექნიკას იყენებს.
3. ფრანსისკო გოია
XVIII საუკუნის მიწურულსა და XIX საუკუნის დასაწყისში მოღვაწე მხატვარი, ფრანცისკო გოია, ესპანური ხელოვნების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ფიგურად არის მიჩნეული.
ფრანსისკო გოია — "Witches Sabbath"
ფოტო: Wikipedia
კარიერის დასაწყისში, გოია განთქმული იყო სამეფო პორტრეტებით, თუმცა მას შემდეგ, რაც მან სუსაკის სინდომთან დაიწყო ბრძოლა და სმენა დაკარგა, მისი ნახატები ნელ-ნელა პესიმისტური და ბნელი გახდა.
4. პაბლო პიკასო
კუბიზმის "მამამ", პაბლო პიკასომ, თავისი საუცხოო ფერებით, ფორმებითა და სიმარტივით მსოფლიო ხელოვნებაში ნამდვილად დიდი კვალი დატოვა.
პაბლო პიკასო — "Jacqueline with Flowers"
ფოტო: 2024 Estate of Pablo Picasso
აღსანიშნავია ისიც, რომ პიკასომ, თავისი მოღვაწეობის პერიოდში, არაერთ სახელოვნებო მიმართულებას დაუთმო დრო, მათ შორის — ლურჯ პერიოდს. ცნობილია, რომ ის კონკრეტული ფერები, რომლებსაც პიკასო ამ პერიოდში იყენებდა (ლურჯის ღია და მუქი ტონები), ასახავდა მხატვრის მენტალურ მდგომარეობას.
პიკასო ლურჯი ფერის პერიოდში ხშირად ხატავდა მეძავებსა და მოწყალების მთხოვნელ ადამიანებს.
5. ჟოან მირო
ადამიანის გონების შთაგონებით შექმნილი ნახატებითა და სკულპტურებით, მირომ უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა როგორც სიურრეალისტურ, ისე ესპანურ ხელოვნებაში.
ფოტო: Wikipedia
ჟოან მირო — "The Tilled Field"
ფოტო: WikiArt
მიროს აბსტრაქტული ფიგურები ეწინააღმდეგებოდა ტრადიციული ხატვის მეთოდებს, ეს კი სხვა ხელოვანებმა შეაფასეს, როგორც "მიროს წინააღმდეგობა ბურჟუაზიის მიმართ". მოგვიანებით, მისი სტილი შეიცვალა, მირომ აქცენტი გააკეთა პოეზიასა და თავისი ცხოვრების გამოხატვაზე.
ხატვის გარდა, ის ქმნიდა როგორც სკულპტურებს, ისე ლითოგრაფულ ნამუშევრებს.
6. სალვადორ დალი
ესპანელი მხატვარი, სალვადორ დალი, სიურრეალიზმის მიმდინარეობის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ზიგმუნდ ფროიდის სიზმრების ინტერპრეტაციისა და მასში ახსნილი სიზმრის თეორიის წყალობით, დალიმ არაერთი საუცხოო ნამუშევარი შექმნა.
ფოტო: Brittanica
სალვადორ დალი — "The Burning Giraffe"
ფოტო: WikiArt
თემები, რომლებსაც დალი ხშირად ხატავდა იყო სიკვდილი, ეროტიზმი და გახრწნა. მისი სიურრეალისტური ნამუშევრები მოიცავს როგორც ნახატებს, ისე ფოტოებს, სკულპტურებსა და ფილმებს.
7. ანტონი ტაპიესი
XX საუკუნის დასაწყისსა და XXI მიწურულს მოღვაწე ესპანელმა ხელოვანმა, ანტონი ტაპიესმა, თავისი ტექსტურებითა და სკულპტურებით დიდი გავლენა იქონია მომავალი თაობის ხელოვანებზე. ტაპიესის აბსტრაქტული ფიგურების შთაგონება გრაფიტიდან და ვანდალიზმიდან მოდის.
ფოტო: Uppsala Auktionskammare
ანტონი ტაპიესი — "Personage"
ფოტო: WikiArt
ტაპიესი ესპანეთის სამოქალაქო ომის შთაგონებით ნახატებს ხშირად ქმნიდა. აღსანიშნავია, რომ მას შთაგონება ჰქონდა ისეთი მხატვრებისგან, როგორებიც არიან: ჯოან მირო, პოლ კლე და მაქს ერნსტი.
კომენტარები