მარკვეინ მალინი, რომელიც სენატში "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავდა, ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად დაასახელა
სენატორი მარკვეინ მალინი, რომელიც სენატში "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავდა, ტრამპმა შიდა უსაფრთხოების მდივნად დაასახელა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.
აშშ-ის პრეზიდენტმა ქვეყნის შიდა უსაფრთხოების მდივანი შეცვალა, მან კრისტი ნოემი დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის თავდაცვის ინიციატივის, "ამერიკის ფარის" სპეციალურ წარმომადგენლად დანიშნა. შიდა უსაფრთხოების მდივნის პოსტზე ოკლაჰომის რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი დაასახელა.
დონალდ ტრამპმა დასძინა, რომ კრისტი ნოემი დასავლეთ ნახევარსფეროში აშშ-ის თავდაცვის ინიციატივის, "ამერიკის ფარის" სპეციალურ წარმომადგენლად იმუშავებს. "მარკვეინ დაუღალავად იმუშავებს ჩვენი საზღვრების უსაფრთხოებისთვის, მიგრანტების, მკვლელების და სხვა დამნაშავეების ჩვენს ქვეყანაში უკანონო შემოსვლის შესაჩერებლად, ნარკოტიკებით ვაჭრობის დასასრულებლად და ამერიკის უსაფრთხოების აღსადგენად", — დაწერა ტრამპმა სოციალურ მედია პლატფორმა Truth Social-ზე.
Bloomberg-ის ცნობით, ამ კვირაში კონგრესის მოსმენის დროს კრისტი ნოემი რესპუბლიკელი და დემოკრატი წარმომადგენლების კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვა. სააგენტოს ცნობით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილო იყო ქალბატონი ნოემის კომენტარებით, რომლებიც პრეზიდენტის მიერ დაახლოებით 200 მილიონი დოლარის ღირებულების სარეკლამო კამპანიის დამტკიცებას ეხებოდა, რომლის ფარგლებშიც მდივანი მიგრანტებს ნებაყოფლობით დეპორტაციისკენ მოუწოდებდა.
რაც შეეხება მალინს, როგორც გამოცემა The Hill წერდა, რესპუბლიკელი სენატორი მარკვეინ მალინი სენატში "MEGOBARI აქტის" მიღებას ბლოკავდა. წყაროების ცნობით, მან ორჯერ მოახერხა კანონპროექტის შეფერხება, მათ შორის 2025 წლის აგვისტოს ბოლოს, როდესაც სენატის უმრავლესობის ლიდერი ჯონ თუნი დაარწმუნა, რომ "MEGOBARI აქტი" ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტიდან (NDAA) ამოეღო.
"მრავალი კონგრესმენი მხარს უჭერს ამ კანონპროექტს. ის შარშან თითქმის შევიდა NDAA-ში. უკვე გაიარა წარმომადგენელთა პალატამ და კომიტეტმა. ასე რომ, ის ფაქტი, რომ ერთ სენატორს შეუძლია მთელი ინიციატივის ჩაშლა, საკმაოდ იმედის გამაცრუებელია," — განუცხადა The Hill-ს კონგრესის ერთ-ერთმა ანონიმურმა წყარომ.
მალინმა თავად უთხრა The Hill-ს, რომ მისი ერთ-ერთი მთავარი არგუმენტი კანონპროექტის წინააღმდეგ არის "კარგი ურთიერთობა" პრემიერმინისტრ ირაკლი კობახიძესთან.
"მე გარკვეულწილად მესმის, სად სურს [ქართული ოცნებას] მისვლა. მესმის ისიც, თუ როგორ ახდენს პირდაპირ გავლენას რუსეთი და როგორ აღვივებს უკმაყოფილებას მთავრობაში. ამიტომაც მინდა, რომ სანქციების დაწესებამდე მათთან თანამშრომლობა ვცადო. მინდა დავინახო, როგორ შეძლებენ ისინი ნამდვილ სუვერენიტეტის შენარჩუნებას და რუსეთის გადაჭარბებული გავლენისგან გათავისუფლებას," — განაცხადა მალინმა.
მალინის საქართველოსთან კავშირი სენატში მოხვედრამდე პერიოდსაც მოიცავს. 2020 წელს მან The Hill-ში გამოაქვეყნა სტატია სათაურით "აშშ-მა საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში მხარი უნდა დაუჭიროს". სტატიაში მან ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი "რუსეთში გაზრდილ ოლიგარქად" მოიხსენია, რომელმაც მილიარდები იშოვა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსულ ინდუსტრიებში შექმნილი ქაოსის ფონზე.
მან ასევე გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა ორი ამერიკული კომპანიისთვის — Conti Group-ისა და Frontera Resources-ისთვის ხელის შეშლის გამო. Frontera Resources-ის მფლობელმა მალინის საარჩევნო კამპანიებს შემოწირულება გადასცა, თუმცა თანხები შედარებით მცირე იყო.
მოგვიანებით საქართველოს ურთიერთობები Frontera Resources-თან გაუმჯობესდა. მიუხედავად ამისა, მალინი ამბობდა, რომ მისი ოპონირება "MEGOBARI აქტის" მიმართ ამ საკითხთან კავშირში არ არის.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას? ქვიზი: როგორ იცნობ ქართულ კინომუსიკას?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა უზენაესმა სასამართლომ "რძის სკანდალის" საქმეზე კომპანია "ჩირინას" ლაშა პაპაშვილისთვის ₾1.6 მლნ-ის გადახდა დააკისრა
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა რომში კოლიზეუმი მუშის გარდაცვალების გამო დაიკეტა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია? ვის ეხება საპენსიო შენატანების ამნისტია?
გადახედვა
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები