AI-ით გენერირებულ "ხელოვნებაზე" საავტორო უფლებები ვერ იარსებებს — აშშ-ის უზენაესი სასამართლოს უარი მოსარჩელეს
ფოტო: Katelyn Sliwinski
აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო სარჩელი, რომელიც მოითხოვდა, საავტორო უფლებები ხელოვნური ინტელექტით (AI) გენერირებულ "ხელოვნებაზეც" გავრცელებულიყო.
მისურის შტატში მცხოვრებმა მოსარჩელემ, კომპიუტერულმა მეცნიერმა სტივენ თალერმა, აშშ-ის საავტორო უფლებების დაცვის ბიუროს 2018 წელს მიმართა და მოითხოვა, თავისი AI ტექნოლოგიით შექმნილ სურათზე საავტორო უფლებები დაეცვა. ბიურომ მის მოთხოვნას უარით უპასუხა და განუმარტა, რომ შემოქმედებითი ნამუშევარი ადამიანის შექმნილი უნდა იყოს, რათა მასზე საავტორო უფლებები გავრცელდეს. თალერმა გადაწყვიტა, საქმე სასამართლოში წაეღო, მაგრამ ბიუროს პოზიცია ჯერ ფედერალურმა მოსამართლემ გაიზიარა, მერე კი სააპელაციო ინსტანციამაც. იმ იმედით, რომ მოთხოვნას ბოლო ინსტანციაში მაინც დაუკმაყოფილებდნენ, თალერმა უზენაეს სასამართლოს მიმართა, მაგრამ ამ უკანასკნელმა საერთოდ საქმის განსახილველად მიღებაზე თქვა უარი, რითაც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
ადვოკატები სარჩელში აპელირებდნენ, რომ ბოლო წლებში გენერაციული AI-ის პოპულარობის ზრდის გათვალისწინებით, საქმე "უმნიშვნელოვანესი" იყო. საქმის მნიშვნელობას ისიც უსვამს ხაზს, რომ უზენაეს სასამართლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამაც კი მოუწოდა, თალერის სარჩელი წარმოებაში არ მიეღო.
"მაშინაც კი, თუ სხვა შემთხვევაში საავტორო უფლებების დაცვის ბიურო პოზიციას შეიცვლის, უკვე გვიანი იქნება", — განაცხადეს მოსარჩელის ადვოკატებმა უზენაესი სასამართლოს უარის შემდეგ, — "იმ დროისთვის ბიუროს უკვე გამოუსწორებელი ზიანი ექნება მიყენებული კრიტიკულად მნიშვნელოვან წლებში AI ტექნოლოგიის განვითარებისა და შემოქმედებით ინდუსტრიაში მისი გამოყენებისათვის".
ამასწინანდელი ვიზიტი სამოთხეში — ხელოვნური ინტელექტით გენერირებული სურათი, რომელზეც მოსარჩელე სტივენ თალერი საავტორო უფლებების დაცვას მოითხოვდა.
ფოტო: უავტორო
თალერის გარდა, ბიურომ უარით უპასუხა სხვა "ხელოვანებსაც", რომლებიც მოითხოვდნენ, AI პლატფორმა Midjourney-ით გენერირებულ სურათებზე საავტორო უფლებები მიეღოთ. თუმცა, მათგან განსხვავებით, თალერი ამტკიცებდა, რომ მისი სურათი სისტემამ დამოუკიდებლად შექმნა.
"იმის მიუხედავად, რომ თავად კანონი საავტორო უფლებების შესახებ 'ავტორის' დაზუსტებულ განმარტებას არ გვთავაზობს, მის არაერთ მუხლში ცხადად ჩანს, რომ ტერმინი ადამიანს მიემართება და არა მანქანას", — ხსნის აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი.
აღსანიშნავია, რომ თალერმა თავისი AI ტექნოლოგიით შექმნილი გამოგონებების დაპატენტებაც სცადა, მაგრამ მის ამ მოთხოვნასაც უარით უპასუხეს — ჯერ პატენტისა და სავაჭრო ნიშნების ბიურომ, შემდეგ კი საოლქო სასამართლომაც.
ხელოვნური ინტელექტი და ხელოვნება
ფოტო: Adobe Stock
ბოლო პერიოდში ხელოვნური ინტელექტის შემოქმედებით ინდუსტრიასთან დაკავშირებამ ცხარე კამათი გამოიწვია. მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში იაპონიაში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული კონკურსის, აკუტაგავას პრემიის, გამარჯვებულმა განაცხადა, რომ წიგნი ხელოვნური ინტელექტის დახმარებით დაწერა, რასაც ინტერნეტში არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა. ბერლინელმა ფოტოგრაფმა ბორის ელდაგსენმა 2023 წელს Sony-ის ფოტოკონკურსში ხელოვნური ინტელექტის გენერირებული სურათით გაიმარჯვა, მაგრამ პრიზზე უარი თქვა. ელდაგსენის თქმით, ამ ქმედებით მას საკითხზე დისკუსიის გამოწვევა სურდა.
- კომპანია Lionsgate კინოწარმოებაში ხელოვნური ინტელექტის დანერგვას იწყებს
- ოქროს გლობუსის მფლობელი ფილმი AI-ის გამოყენების გამო კრიტიკის ქარცეცხლში ეხვევა
- ABBA-ის წევრი ახალ მიუზიკლს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით წერს
- ნეტფლიქსმა სერიალის შესაქმნელად გენერაციული ხელოვნური ინტელექტი პირველად გამოიყენა
ხელოვნური ინტელექტის მიერ ხელოვნების სფეროსთვის საფრთხის შექმნის პოტენციალით მწერლებმა ადრეც გამოთქვეს შეშფოთება. რამდენიმე მათგანმა, მათ შორის, ჯორჯ რ.რ. მარტინმა და ჯოდი პიკომ, 2023 წელს ერთობლივი დავაც წამოიწყო ChatGPT-ის შემქმნელი კომპანიის, OpenAI-ის, წინააღმდეგ.
მწერლების თქმით, კომპანია ენის მასშტაბური მოდელების შესაქმნელად უნებართვოდ იყენებს საავტორო მასალებს. ამასთან, 10 ათასზე მეტმა მწერალმა, მათ შორის ჯეიმზ პეტერსონმა და მარგარეტ ეტვუდმა, ხელი მოაწერა ღია წერილს, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ინდუსტრიას მოუწოდებს, სისტემების გასაწვრთნელად მათი ტექსტების გამოყენებამდე ნებართვა აიღონ და სათანადო კომპენსაციაც გადაუხადონ.
ცნობილმა მწერლებმა გამომცემლებს გასულ წელსაც მიმართეს ღია წერილით და თავიანთი უფლებების დაცვა მოითხოვეს. მათ მოთხოვნებს შორისაა, არ გამოიცეს AI-ხელსაწყოებით დაწერილი წიგნები (თუნდაც მალულად, გამოგონილი მწერლის ფსევდონიმით), არ გამოიყენონ AI წიგნებისთვის ყდის თუ სხვა დიზაინის შესაქმნელად, არ ჩაანაცვლონ სრულად ან ნაწილობრივ თანამშრომლები AI-ით და დაიქირაონ მხოლოდ ადამიანები აუდიოწიგნების გასახმოვანებლად. ავტორების თქმით, სამომავლოდ მათი ხელშეკრულებები ამ მოთხოვნებს ასახავს.
"მივექანებით მომავლისკენ, სადაც ჩვენს რომანებს, ბიოგრაფიებს, ლექსებსა თუ მემუარებს — ადამიანური გამოცდილების ამსახველ ტექსტებს — "დაწერს" ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც, თავისთავად, არ შეუძლია, იცოდეს, რას ნიშნავს ადამიანური გამოცდილება: ტკივილი, შიმშილი ან სიყვარული", — ნათქვამია წერილში, — "AI ისეთ შთაბეჭდილებას კი ტოვებს, რომ ადამიანურობა ესმის, მაგრამ, სინამდვილეში, მხოლოდ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანთან დალაპარაკება და მისი გაგება. ყოველ ჯერზე, როცა AI-ს სწერენ, ბოტი საპასუხოდ გამოიყენებს ენას, რომელიც ჩვენ მიერ შექმნილი ხელოვნების სინთეზით შეიქმნა. ისე, რომ ჩვენგან არც ნებართვა არ აუღიათ, არც კომპენსაცია არ გადაუხდიათ და არც თავაზიანობისთვის არ გამოუჩენიათ მადლიერება".
ხელმომწერი მწერლების თქმით, მათი ამბები მოიპარეს ხელოვნური ინტელექტის მოდელების გასაწვრთნელად, ეს მოდელები კი, "კაპიტალისტური წინდაუხედავი სიხარბის გამარჯვების შემთხვევაში, მალე დააგენერირებს წიგნებს, რომლებიც წიგნის მაღაზიებში გამოჩნდება".
-
3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით 3 წლის ბიჭის მეტასტაზური სიმსივნე ექსპერიმენტული თერაპიის ორმა დოზამ გააქრო — რა ვიცით
გადახედვა
-
CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს CERN-ში ჰიგსის ბოზონისგან წარმოქმნილი ნაწილაკების კვანტური გადახლართულობა დააფიქსირეს
გადახედვა
-
"გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა "გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ კულტურის სფეროში" — კობახიძემ მაია ბითაძე თანამშრომლებს წარუდგინა
გადახედვა
-
რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა რუსეთიდან ფულადი გზავნილები თითქმის 88%-ით შემცირდა — სტატისტიკა
გადახედვა
-
საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება საქართველოში ხელფასების რეალური ზრდა ფაქტობრივად გაჩერდა — ეკონომისტის განმარტება
გადახედვა
-
მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს მეცნიერებმა ზრდასრული ტირანოზავრის უწყვეტი ნაკვალევი პირველად აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ ALDE: ჩვენ ელენე ხოშტარიას დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოვითხოვთ
გადახედვა
-
რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა რიმა ბერაძე: მთავრობის გუნდმა კოლოსალური სამუშაო გასწია, რათა სახელმძღვანელოები ბავშვების საჭიროებებს მორგებოდა
გადახედვა
-
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დავით მამისეიშვილი აირჩია
გადახედვა
-
დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე დემოკრატიაში პოლიტიკური რეპრესიების ადგილი არ არის — ევჰენია კრავჩუკი ხოშტარიაზე
გადახედვა
-
პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს პალესტინის გათავისუფლების მოთხოვნის გამო Macklemore ედ შირანის ტურნედან მოხსნეს
გადახედვა
-
რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას? რატომ კრძალავს "ქართული ოცნება" ექსპრემიერ გიორგი გახარიას პარტიას?
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026-ის ვორქშოფებზე რეგისტრაცია დაიწყო
გადახედვა
-
POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა POG: რუსთავში განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვანს ბრალდება შეუმსუბუქდა
გადახედვა
-
რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას რეზო გიგინეიშილი: თავს ვალდებულად ვთვლი, მხარი დავუჭირო ანდრო ჭიჭინაძეს, მის ტკივილს და ოჯახთან განშორებას
გადახედვა
-
ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს ბერნი სანდერსი ხელოვნური ზეინტელექტის აკრძალვასა და დეველოპერებისთვის 20-წლიან პატიმრობას ითხოვს
გადახედვა
-
პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე პეკინი არ იზიარებს დასავლელი მილიარდერების მოწოდებას AI-ს განვითარების შენელებაზე
გადახედვა
-
პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო პარლამენტმა შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებით გახარიას პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა ჩააგდო
გადახედვა
-
განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე განათლების მხარდაჭერა უკეთესი გარემოს შექმნას ნიშნავს | Forbes Under 30-ის 2024 წლის გამარჯვებული, მარიამ მაღლაკელიძე
-
ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ ტესტი: გამოიცანი, რომელი რეგიონი უფრო დიდია და გეტყვი, მოგატყუა თუ არა რუკამ
-
ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა ქოლცენტრების საქმეზე უკრაინის გენპროკურორი თანამდებობიდან მოხსნეს — მან ქვეყანა დატოვა
გადახედვა
კომენტარები