ქადაგიშვილი პრაიდზე: ნუ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ამბიციებისთვის, რომელმაც შეიძლება უფრო მეტი ღვარძლი მოიტანოს
"ნუ გამოვიყენებთ ჩვენს უფლებებს ამბიციებისთვის, რომელმაც შეიძლება უფრო მეტი ღვარძლი მოიტანოს", — აცხადებს ქართული ოცნების დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი და ასე პასუხობს On.ge-ს კითხვას პრაიდის კვირეულის ჩატარებასთან დაკავშირებით.
"პირადად ჩემი პოზიცია არის ასეთი, რომ საქართველოში კანონმდებლობით გარანტირებული არის ყველა ადამიანის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, მიუხედავად მისი რელიგიური, სექსუალური თუ სხვა მიმდინარეობისა. მე ვფიქრობ, რომ დღეს საქართველოს სჭირდება უფრო მშვიდობის, სტაბილურობისა და ურთიერთგაგების ადგილების მოძებნა და არა ისეთი თემების წამოწევა წინ, რომელიც საზოგადოებაში ძალიან დიდ შფოთს იწვევს.
გამომდინარე აქედან, ეს ის საკითხია, რომელიც საზოგადოებაში ძალიან დიდი გაუგებრობის, ხშირ შემთხვევაში, დაპირისპირების საგანიც ხდება. ამიტომ, მიმაჩნია, რომ დღეს, მართლაც ყველა, მთელი კონტექსტის გათვალისწინებით, ჩვენ უნდა ვცეთ პატივი ერთმანეთს და შევინარჩუნოთ მშვიდობა, სიმშვიდე და ვეცადოთ, რომ ყველა ადამიანის უფლება დაცული იყოს ინკლუზიურად და ნუ გამოვიყენებთ ხშირ შემთხვევაში ჩვენს უფლებებს გარკვეული ამბიციებისათვის, რომელმაც შეიძლება საზოგადოებაში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უფრო მეტი გაუგებრობა, უფრო მეტი ღვარძლი და უფრო მეტი დაპირისპირება მოიტანოს", — აცხადებს ის.
- თუ რომელიმე ჯგუფის აქტივობის მიზანი პროვოკაციულია, ასეთი ქმედებისგან თავი ყველამ უნდა შეიკავოს — მდინარაძე პრაიდზე
- ერთი ხელით არ უნდა გასცე ნებართვა და მეორე ხელით არ უნდა უთხრა, ნუ ჩაატარებო — ხაზარაძე პრაიდზე
- მჯერა, რომ პოლიცია შეძლებს წესრიგის უზრუნველყოფას — ხვიჩია ღირსების მარშზე
- კარგი იქნება გაითვალისწინონ, რატომაა საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან აგრესია — მიქანაძე პრაიდზე
- თუ გრძნობ, რომ შეიძლება დაპირისპირება მოხდეს, მორალური ვალდებულება აქვთ, თავი შეიკავონ — მაჭარაშვილი პრაიდზე
- ნებისმიერი აქცია სახელმწიფოს მიერ დაცული უნდა იყოს ძალადობისგან — მეგრელიშვილი პრაიდზე
- იმის გათვალისწინებით, რა მოქმედებებიც უძღვის ხოლმე, მიზანშეწონილი არ იქნება, ჩატარდეს — ღუდუშაური პრაიდზე
- პაპუაშვილი პრაიდზე: თუ მათ რაიმე ქმედება სურთ, სურთ, მაგრამ ამავე დროს, ყველას აქვს უფლება, საკუთარი შეფასება ჰქონდეს
- მე თუ მკითხავთ, არ იყო ამის აუცილებლობა — ზარქუა პრაიდზე
- ხელისუფლების ვალდებულებაა, უსაფრთხოება იყოს დაცული, მწამს, ასეც იქნება — სარჯველაძე ღირსების მარშზე
28 ევროპარლამენტარმა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურს მოუწოდა, დაიცვას Tbilisi Pride-ის მონაწილეები და მათი გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უნივერსალური უფლების განხორციელება უზრუნველყოს.
წერილში საუბარია ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ბოლოდროინდელი კომენტარზე, რომელმაც თქვა, რომ ღირსების მარში უნდა გაუქმებულიყო. ევროპარლამენტარების შეფასებით, ეს განცხადება ადამიანის უნივერსალურ უფლებებს ეწინააღმდეგება.
პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას აზრით, ევროპარლამენტარების მიმართვა საჭირო იქნებოდა, "ამის საფუძველი რომ არსებობდეს".
Tbilisi Pride 5 ივლისს ღირსების მარშს გამართავს, რომელიც კვირეულის ფარგლებში ეწყობა. მარშის სლოგანია "გამოდი სოლიდარობისთვის".
ძალადობრივი და ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერი, ლევან ვასაძე ღირსების მარშის გაუქმებას მოითხოვს და ხელისუფლებას ამისთვის 10-დღიან ვადა მისცა, რომელიც 25 ივნისს გავიდა.
გარდა ამისა, ვასაძე ქართული ოცნებისგან ისეთი კანონმდებლობის მიღებას მოითხოვს, რომელიც ქვიარ თემის გამოხატვის თავისუფლებას შეზღუდვას.
თბილისი პრაიდის მარშის ჩატარებაზე ლევან ვასაძის ულტიმატუმს მმართველი პარტიიდან თავდაპირველად გია ვოლსკი გამოეხმაურა და თქვა, რომ "ამის პოპულარიზაციისა და რეკლამირების" წინააღმდეგია.
ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, "სრული კონტექსტის გათვალისწინებით", პრაიდის კვირეულის ჩატარებაზე უარი უნდა ეთქვათ.
ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა, დავით სერგეენკომ კი ჰომოფობიურ განცხადება გააკეთა. ამასთან, პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით მან "ზომიერებისა" და "ნაკლები ენთუზიაზმისკენ" მოუწოდა.
ღირსების მარში თბილისში პირველად 2019 წლის ივლისში გაიმართა. ჰომოფობიურმა და ძალადობრივმა ჯგუფებმა მისი ჩაშლა მაშინაც სცადეს, თუმცა მარში მაინც ჩატარდა.
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
-
გადახედვა2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი 2023 წელს ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა — საქსტატი
-
-
-
გადახედვადააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა დააკავეს პირი, რომელმაც 21 400 დოლარის და 600 ევროს ოდენობის ყალბი კუპიურები გაასაღა
-
გადახედვასომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ სომხეთმა და აზერბაიჯანმა, საზღვრის დელიმიტაციის შესახებ, შეთანხმებას მიაღწიეს — სომხეთში გადაწყვეტილებას პროტესტით შეხვდნენ
-
-
-
გადახედვასაქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს მალავს — TI
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაარსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს არსებობს საფრთხე, რომ თქვენი პერფორმანსი ოცნებამ წინასაარჩევნო კამპანიისთვის გამოიყენოს, გთხოვთ, გაეცნოთ საგანგაშო პოლიტიკურ ვითარებას — მიმართვა Massive Attack-ს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
კომენტარები