როგორ აირჩევენ ცესკოს ახალ თავმჯდომარეს
ფოტო: On.ge
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. როგორც თამარ ჟვანიამ განმარტა, მისი წასვლა პოლიტიკურ მხარეებს საშუალებას მისცემს ცესკოს თავმჯდომარე განახლებული საარჩევნო კოდექსის საფუძველზე აირჩიონ.
თამარ ჟვანიას თანამდებობიდან გადადგომას ოპოზიცია 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ითხოვდა. მას არჩევნების გაყალბების ხელშეწყობაში ადანაშაულებდნენ. ჟვანიას გადადგომის მოთხოვნა ჟღერდებოდა ელჩების ფასილიტაციით გამართულ შეხვედრების პერიოდში. ქართულ ოცნებაში კი აცხადებენ, რომ არჩევნები არ გაყალბებულა და შესაბამისად, თამარ ჟვანიას მიმართ ბრალდებებიც უსაფუძვლოა.
საარჩევნო კოდექსში ცვლილებები პარლამენტმა 28 ივნისს დაამტკიცა, სადაც თავმჯდომარის არჩევის ახალი პროცედურებია აღწერილი.
პრეზიდენტს ჯერ ცვლილებებისთვის ხელი მოწერილი არ აქვს, თუმცა არაა მოსალოდნელი, რომ ის კანონპროექტს ვეტოს დაადებს. მას შემდეგ, რაც ცვლილებები ძალაში შევა, ახალი თავმჯდომარე განახლებული საარჩევნო კოდექსით აირჩევა.
შერჩევის პროცედურები
ცესკოს თავმჯდომარე იმავდროულად არის ცესკოს წევრი და მისი უფლებამოსილების შეწყვეტა წევრობის შეწყვეტასაც იწვევს. თავმჯდომარეს პრეზიდენტის წარდგინებით პარლამენტი ირჩევს.
ჯერ კიდევ არსებული რედაქციით, თავმჯდომარეს ირჩევს ცესკო სრული შემადგენლობის ორი მესამედით, ფარული კენჭისყრით, ან საქართველოს პარლამენტი. რაც ნიშნავს იმას, რომ ჯერ ცესკოში ხდებოდა არჩევა თუ ეს უკანასკნელი ვერ შეთანხმდებოდა, პროცესი პარლამენტში გადადიოდა.
განახლებული კოდექსის თანახმად, ცესკოს თავმჯდომარეს ირჩევს პარლამენტი. პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოს ორი კანდიდატურა უნდა წარუდგინოს. ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად ერთი და იმავე კანდიდატურის წარდგენა კი შეიძლება მხოლოდ ორჯერ.
თუ თავმჯდომარე არჩეულია დეპუტატების სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის (100 დეპუტატის) უმრავლესობით, მისი უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო სხვა შემთხვევაში — 6 თვე. პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს ირჩევს შესაბამისი კანდიდატურის წარდგენიდან 2 კვირის ვადაში, თუ საქართველოს საკანონმდებლო აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი შეიძლება იყოს საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 25 წლის ასაკიდან, რომელიც არის უპარტიო, აქვს უმაღლესი განათლება, თავისუფლად ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას. ამასთან, აქვს არანაკლებ 5 წლის შრომითი გამოცდილება. გარდა ამისა, ცვლილებების შესაბამისად, კანდიდატისთვის აღარაა საჭირო, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის ქონა, რითაც თავმჯდომარეობის მსურველთა წრე ფართოვდება.
თავმჯდომარე ვერ გახდება პირი, რომელიც საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო საარჩევნო კომისიამ ან სასამართლომ გაათავისუფლა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში დაკავებული თანამდებობიდან. ეს შეზღუდვა ვრცელდება თანამდებობიდან გათავისუფლების დღიდან 4 წლის განმავლობაში. გარდა ამისა, ამ პოსტს ვერ დაიკავებს ის, ვინც საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევის გამო სასამართლომ ცნო ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად. ამ შეზღუდვის ვადაც სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 4 წელია.
გარდა ამისა, ცესკოს თავმჯდომარე ვერ იქნება ნასამართლევი პირი, საარჩევნო სუბიექტი/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი, მისი წარმომადგენელი და დამკვირვებელი.
როგორ შეირჩევა თავმჯდომარის კანდიდატურა
კანდიდატი შეირჩევა ღია კონკურსის წესით. უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუგვიანეს 30 დღისა, ხოლო ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემთხვევაში 15 დღის ვადაში პრეზიდენტი გამოსცემს განკარგულებას კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ.
საკონკურსო კომისიაში 9-დან 11-მდე წევრი უნდა იყოს. კომისიაში შეიძლება შედიოდნენ მხოლოდ საქართველოში რეგისტრირებული იმ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების წარმომადგენლები, რომლებსაც აქვთ საარჩევნო საკითხებში, დემოკრატიის ან ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში საქმიანობის არანაკლებ 7 წლის გამოცდილება და რომელთა საქმიანობა, როგორც ფინანსური, ისე შინაარსობრივი, საჯაროდ ხელმისაწვდომია, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლები, რომლებსაც უკავიათ არჩევითი აკადემიური თანამდებობა.
საბუთების წარდგენა ხდება კონკურსის გამოცხადებიდან 14 დღის ვადაში. საკონკურსო კომისია გადაწყვეტილებას იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.
წარდგენის ვადის ამოწურვიდან არაუგვიანეს 5 დღისა საკონკურსო კომისია შერჩეულ კანდიდატების სიას პრეზიდენტს უგზავნის. კანდიდატების შერჩევიდან არაუგვიანეს 7 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას კანდიდატთა შერჩევის ან მათ შერჩევაზე უარის თქმის შესახებ. თუ კანდიდატები შეირჩევა კანდიდატურები პარლამენტს წარედგინა, სხვა შემთხვევაში ხელახალი კონკურსი ცხადდება.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა მიხეილ სარჯველაძე: დიუშენის სამკურნალო მედიკამენტი "ჯივინოსტატი" თბილისში მომდევნო კვირაში ჩამოვა
გადახედვა
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა მცხეთაში "სამხედროს ქუჩას" ილია მეორის სახელი ეწოდა
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები