ხონში ახალგაზრდის ცემაში პოლიციას ადანაშაულებენ, საქმეს სახელმწიფო ინსპექტორი სწავლობს
ხონში ახალგაზრდა კაცის ცემაში პოლიციას ადანაშაულებენ. შსს-ში კი აცხადებენ, რომ კაცი ნასვამი იყო და პოლიციელს თავს დაესხა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსხურმა გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების საქმეზე დაიწყო.
პოლიციას დაკავებული თორნიკე კაკაურიძის ახლობლები ადანაშაულებენ. მათი ინფორმაციით, შემთხვევა 21 ივნისს, კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა პოლიციის თანამშრომლებმა კაკაურიძეს ჯერ შენიშვნა მისცეს, შემდეგ კი სცემეს. მათივე თქმით, კაკაურიძეს პოლიციისთვის წინააღმდეგობა არ გაუწევია, მას ტვინის შერყევა და მოტეხილობები აქვს.
"ჩვენ რა ინფორმაციაც გვაქვს, პოლიციამ კომენდატიის დროს გააჩერა და ყოველგვარი ზედმეტობების გარეშე დაემორჩილა ჩემი მეგობარი. თუმცა, პოლიცია მისვლისთანავე გადავიდა ფიზიკურ შეურაცხყოფაზე. გვაქვს ასევე დადასტურებული ინფორმაცია, რომ ორივე პოლიციელი ნასვამი იყო", — ამბობს თორნიკე კაკაურიძის მეგობარი.
მისი დეიდა კი თვითმხილველებზე დაყრდნობით შემთხვევის დეტალებს ყვება. მისი თქმით, პოლიციელი იარაღით იმ მოქალაქეებს დაემუქრა, რომლებიც კაკაურიძეს გამოესარჩლენ.
"საავადმყოფოში ვიყავი და ვნახე, რომ ფეხი აქვს მოტეხილი, ცხვირი აქვს დაჟეჟილი, თავი სტკიოდა ძალიან. მითხრეს, გადავუღეთო და არა მგონია, თავზე არაფერი არ სჭირდეს, შერყევის გარდა. ვიყავი იმ ადგილზე, იქ მთელი ქუჩა შეიკრიბა, როდესაც ასეთი ამბავი ატყდა და ვინც იქ იყო, მითხრეს, ვუყვიროდით, ნუ კლავთო. ის, ვინც ამბობს, რომ თორნიკე ხელით შემეხოო, ის თორნიკესთან ახლოს საერთოდ არ მისულა. მისთვის არც თორნიკეს დაურტყამს და არც მას თორნიკესთვის. რომ დაინახა, ხალხი შეიკრიბა და უყვიროდნენ, ნუ კლავთო, ამოიღო იარაღი და ხალხი დააყენა კუთხეში, არ გაინძრეთო", — ამბობს თორნიკე კაკაურიძის მამიდა.
შსს-ს მტკიცებით, 27 წლის კაცი ნასვამი იყო, რომელიც 23:00 სთ-ის შემდეგ გადაადგილების შეზღუდვის წესებს არღვევდა. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც ის პოლიციამ შეაჩერა, სამართალდამცველებს წინააღმდეგობა გაუწია და სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც დააკავეს.
"დაკავების დროს დაზიანებები მიიღო როგორც ბრალდებულმა, ასევე, პოლიციის ერთმა თანამშრომელმა. დაშავებულები მოთავსებული არიან კლინიკაში", — ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის მიმართ წინააღმდეგობის საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები