პანდემიის გავლენა თეატრებსა და მუზეუმებზე — კულტურის სტატისტიკა
ფოტო: freepik.com
პანდემიამ კულტურის სფერო განსაკუთრებით დააზარალა — ამას ოფიციალური სტატისტიკაც მოწმობს. საქსტატის კვლევიდან ირკვევა, რომ 2020 წელს როგორც თეატრებში მისული მაყურებლების, ასევე მუზეუმების დამთვალიერებელთა რაოდენობაც საგრძნობლად შემცირდა. ეს მოსალოდნელიც იყო, რადგან ლოქდაუნის პერიოდში ამ დაწესებულებების მუშაობა პრაქტიკულად გაჩერებული იყო.
თეატრები
2020 წელს საქართველოში სულ 975 სპექტაკლი ჩატარდა, რაც 2019 წელთან შედარებით 80%-ით ნაკლებია. სპექტაკლების ამგვარი შემცირება, ბუნებრივია, აისახა მაყურებელთა რაოდენობაზეც — შესაბამისად, 2020 წელს ჩატარებულს სპექტაკლებს სულ 125,6 ათასი ადამიანი დაესწრო, რაც ნიშნავს იმას, რომ პანდემიის პერიოდში მაყურებელთა რაოდენობა წლიურად 79,6%-ით შემცირდა.
2020 წლის მონაცემებით, საქართველოში 52 პროფესიული თეატრი ფუნქციონირებდა, აქედან, 2 — ოპერისა და ბალეტის თეატრი, 41 — დრამის, მუსიკალური კომედიისა და მინიატურების თეატრი, 2 — ბავშვთა და მოზარდმაყურებელთა, ხოლო 7 — თოჯინების თეატრი იყო. თეატრების ნახევარზე მეტი, 51,9% თბილისშია, 15,4% — იმერეთში, ხოლო დანარჩენ რეგიონებში ჯამში 32,7%.
მუზეუმები
პანდემიამ მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა მუზეუმებსაც, სადაც 2020 წელს, 2019 წელთან შედარებით, დამთვალიერებელთა რაოდენობა 86,2%-ით შემცირდა და 309,9 ათასს გაუტოლდა. სტატისტიკის მიხედვით, ერთ მუზეუმზე საშუალოდ 1 245 სტუმარი მოდიოდა.
სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს 85,3%-ით, 9 849-მდე იყო იკლო ექსკურსიების რაოდენობამ, ხოლო გამოფენები 59,4%-ით შემცირდა და 436-ს გაუტოლდა.
2020 წელს საქართველოში 249 მუზეუმი და მუზეუმ-ნაკრძალი ფუნქციონირებდა, საიდანაც 100 — მემორიალური მუზეუმი, 70 — ისტორიული (მხარეთმცოდნეობის), 24 — ხელოვნების, 12 — მუზეუმ-ნაკრძალი, 2 — ლიტერატურული, ხოლო 41 — სხვა სახის მუზეუმი იყო.
თეატრებზე, მუზეუმებზე და მსგავს დაწესებულებებზე პანდემიის გავლენის შესაფასებლად, ეკონომიკური ზრდის მონაცემებიც საკმარისია, სადაც ნათლად ჩანს, რომ 2020 წელს, გასულ წელთან შედარებით, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორების მუშაობა 18,9%-ით შემცირდა.
-
თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაო ნებართვას მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს — ახალი კანონპროექტი თბილისში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მერიის სარეაბილიტაციო სამუშაო ნებართვას მთავრობის ნაცვლად საკრებულო გასცემს — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს Samsung-ის ჭკვიანი საათი გონების დაკარგვას 5 წუთით ადრე იწინასწარმეტყველებს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის — მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში საქართველოს ბანკის შეთავაზებები მოსწავლეებისთვის — მიიღეთ ქეშბექი საყვარელ ობიექტებში
-
კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით კროსვორდი: გამოიცანი ქართველი მომღერალი ჰიტით
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია შოთა ბერეკაშვილი: ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია
გადახედვა
-
საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის საირმეს რეკრეაციული ფერმა — გამორჩეული ადგილი ველური ბუნების ფოტოგრაფიისთვის
-
ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში ეშმაკს აცვია პრადა, პაპს აცვია ნაიკი — ნახეთ ლეო XIV კედებში
გადახედვა
-
როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე როცა გაქვს მიზანი და შენი საქმეც გიყვარს, ეს არ გაჩერებს — თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
-
შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს შესაძლოა, ადამიანებს რეგენერაციის დაფარული უნარები გვქონდეს
გადახედვა
-
გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა გაიარე მეტი Bridgestone-თან ერთად — თბილისში თეგეტა მოტორსის მასშტაბური ინსტალაციები გამოჩნდა
-
კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ კვლევის თანახმად, თუთიყუშები სახელებს პრაქტიკული დანიშნულებისთვის იყენებენ
გადახედვა
-
სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს სეიედ აბას არაღჩი შიო III-ს აღსაყდრებას ულოცავს
გადახედვა
-
Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა Game of Thrones-ის ფანმა AI-ის დახმარებით სცენარი შეცვალა
გადახედვა
-
როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში როგორ იზრდება ახალი თაობა ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში
-
Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს Google-ის განცხადებით, ჰაკერებმა პროგრამული ხარვეზის აღმოსაჩენად AI გამოიყენეს
გადახედვა
-
თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა თურქეთმა სომხეთთან ორმხრივი ვაჭრობის შეზღუდვები მოხსნა
გადახედვა
-
მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი მთავრობის წევრების მოადგილეები სახელფასო დანამატების მიღებას შეძლებენ — ახალი კანონპროექტი
გადახედვა
-
10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს 10 ცნობილი მსახიობი, რომლებმაც ფილმი გადაღებების პროცესში დატოვეს
გადახედვა
-
კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო კანიე ვესტმა ჩანაწერის უნებართვოდ გამოყენების გამო სასამართლო პროცესი წააგო
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე კვლევის თანახმად, ურანისა და ნეპტუნის ატმოსფეროები შეიძლება ქვებით იყოს სავსე
გადახედვა
-
სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში სამეგობრო წრის მითი — რამდენი მეგობარი გვჭირდება სინამდვილეში
გადახედვა
კომენტარები