პაველ ჰერჩინსკი

9 May. 2025, 14:28

"ის, რაც ვნახეთ თბილისისა და საქართველოს სხვა ქალაქების ქუჩებში ახლა, მიუღებელია. ჩვენ გვაქვს სიტუაცია, როდესაც ბევრი ადამიანი უსამართლოდ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ ვცდილობთ სანქციების დაწესებას იმ ქართველი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობაზე. სანქციების მიღებას ამ ეტაზე ერთსულოვნება სჭირდება. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა რამდენიმე წევრმა სახელმწიფომ ეროვნული სანქციების დაწესება და ეს რიცხვი იზრდება. ვფიქრობ, პოლონეთი იყო ბოლო, რომელიც ორი კვირის წინ ეროვნული სანქციებით შემოიფარგლებოდა და ჩემი უფროსები ბრიუსელში გააგრძელებენ მცდელობას, რომ სანქციები შეთანხმებული იყოს ევროკავშირის 27 წევრის დონეზე. [...]

ახლა წევრი სახელმწიფოები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან თავიანთ საზღვრებზე ახორციელებენ ამ ერთობლივ გადაწყვეტილებას დიპლომატიური პასპორტების შეზღუდვაზე.

რატომ ვაკეთებთ ამას? რას აკეთებდა საქართველოს ხელისუფლება ბოლო 1 წლის განმავლობაში? ის საქართველოს ევროკავშირის წევრობასთან კი არ აახლოებდა, არამედ ევროკავშირის წევრობისგან დააშორა.

ჩვენ არ გვინდა, რომ ეს [შეზღუდვა] მოსახლეობაზე იყოს ორიენტირებული, სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი ქართული პასპორტების მფლობელებს შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირში, მაგრამ მათ, ვინც წარმოადგენენ სახელმწიფოს, დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს მოუწევთ განაცხადის შეტანა ვიზაზე.

ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინკიმ "ექსპოჯორჯიაშია" ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კომენტარს "ტაბულა" ავრცელებს.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. მოსკოვში ბიზნესმენ მამუკა წერეთლის ყოფილი მეუღლის დანაწევრებული ცხედარი იპოვეს, 19 წლის შვილის გვამი კი — ეჭვმიტანილის ავტოფარეხში
  2. კახა კახიშვილი: პენსია 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს, დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?
  3. თბილისის სამ უბანს წყალი 24 საათით შეუწყდება — ქუჩების ჩამონათვალი
  4. "სასურველია, პენსია 20-ის ნაცვლად 30 ლარით გაიზარდოს“ — ზაზა ლომინაძე
  5. ვალერი გელაშვილი საგადასახადო ჯარიმის გამო ბიზნესს ყიდის და ვენესუელაში გადადის საცხოვრებლად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

გია ხუხაშვილი: პრემიერობის დაისი მოახლოებულია, დასაშვებია, რომ ახალი პრემიერი მარიამ ქვრივიშვილი იყოს

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის განცხადებით, პრემიერის გადადგომისთვის სიტუაცია უკვე მომზადებულია. მისი ვარაუდით, ამის ერთ-ერთი…