კათოლიკურ ეკლესიას პირველი ამერიკელი პაპი ჰყავს
ფოტო: Reuters
69 წლის ამერიკელი კარდინალი რობერტ პრევოსტი რომის კათოლიკური ეკლესიის ახალ მეთაურად აირჩიეს. ის ცნობილი იქნება, როგორც პაპი ლეო XIV.
კარდინალი დომინიკ მამბერტი ვატიკანში, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივანზე გამოვიდა და ლათინურად გამოაცხადა: Habemus Papam!, რაც ნიშნავს “ჩვენ გვყავს პაპი”. შემდეგ მან ახალი პაპი წარადგინა და ეკლესიის მეთაურად მისი ახალი სახელი გამოაცხადა.
რამდენიმე წუთის შემდეგ აივანზე თავად ახალი პაპი გამოჩნდა.
თავის გამოსვლაში ლეო XIV-მ მადლობა გადაუხადა წინა პაპ ფრანცისკეს და ისაუბრა ხალხებს შორის ხიდების აგების აუცილებლობაზე. მისი პირველი სიტყვები კი ასეთი იყო: "მშვიდობა თქვენდა!"
"ბოროტება ვერ გაიმარჯვებს. ყველანი ღვთის ხელში ვართ. უშიშრად, ერთად, ხელიხელჩაკიდებულები ღმერთთან და ერთმანეთთან, ჩვენ წინ წავალთ. ჩვენ ქრისტეს მოწაფეები ვართ, ქრისტე წინ მიგვიძღვის და სამყაროს მისი ნათელი სჭირდება. კაცობრიობას სჭირდება ქრისტე, როგორც ხიდი ღმერთთან და მის სიყვარულთან მისაღწევად. დაგვეხმარეთ და დავეხმაროთ ერთმანეთს ხიდების აგებაში", — განაცხადა პაპმა.
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ახალი პაპის არჩევის შესახებ ინფორმაციას მალევე გამოეხმაურა.
"ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან გახდა პაპი. დიდი პატივია იმის ცოდნა, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია, „ეს ძალიან სასიხარულოა და უდიდესი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშნველოვანი მომენტი იქნება!", — დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ზე.
ახალი პაპი კონკლავმა 8 მაისის, საღამოს, მეოთხე სესიაზე აირჩია.
გამარჯვებისთვის კანდიდატს უნდა მიეღო ხმების მინიმუმ ორი მესამედი, ანუ 89-დან 133-მდე ხმა. პაპის არჩევას საზოგადოება კვამლის ფერის მიხედვით იგებს, რომელიც თითოეული კონკლავის შემდეგ სპეციალურად დამონტაჟებული საკვამურიდან გამოდის: შავი კვამლი ნიშნავს, რომ პაპი ვერ აირჩიეს, ხოლო თეთრი კვამლი — რომ აირჩიეს.
კონკლავები, რომლებზეც წინა პაპები — ფრანცისკე, ბენედიქტე XVI და იოანე პავლე II — აირჩიეს, ორ-სამ დღეს გაგრძელდა. ყველაზე ხანგრძლივი კონკლავი თითქმის სამ წელს გაგრძელდა. ეს იყო XIII საუკუნის მეორე ნახევარში.
პირველი ამერიკელი პაპი
კარდინალი რობერტ ფრენსის პრევოსტი, რომელიც პაპი გახდა, წარმოშობით ჩიკაგოდანაა, თუმცა კარიერის უმეტესი ნაწილი მისიონერად პერუში გაატარა. შესაბამისად, ისიც ამ ქვეყნის მოქალაქეა.
ის კარდინალად მხოლოდ 2023 წელს აკურთხეს და კათოლიკური ეკლესიის ლიდერობის ყველაზე აშკარა კანდიდატი არ იყო. ამჟამინდელი პაპი ჟურნალისტებთან დიდად არ ურთიერთობდა და საჯაროდ იშვიათად გამოდიოდა.
Reuters-ის ცნობით, 2023 წელს პაპმა ფრანცისკემ კარდინალი პრევოსტი რომში დაიბარა და ის მთელ მსოფლიოში კათოლიკე მღვდლებისა და ეპისკოპოსების დანიშვნის ოფისის ხელმძღვანელად დანიშნა.
ვატიკანში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა: "ჩვენი საქმეა ჩვენი წრის გაფართოება, გვინდა, რომ ყველამ იცოდეს ჩვენი სურვილის შესახებ, ყველა მივიღოთ ეკლესიაში".
როგორც BBC-ის რელიგიის კორესპონდენტი იუწყება, კონკლავის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ კათოლიკურ ეკლესიას სჭირდებოდა ვინმე, ვინც პაპ ფრანცისკის მემკვიდრეობას გააგრძელებდა. წინა პაპი ცდილობდა ეკლესიის გარეგან ჯგუფებთან დაკავშირებას, თუმცა ასევე ცდილობდა ფართო სპექტრის ადამიანების ჩართვას, მათ შორის მათ, ვინც მას არ ეთანხმებოდა.
კონკლავამდე კარდინალი პრევოსტი სწორედ ამ ამოცანის შესრულების: სხვადასხვა სამყაროს შორის ხიდების აგების უნარის მქონე კანდიდატად ითვლებოდა. ჩვენი კორესპონდენტის თქმით, იმ ფაქტით თუ ვიმსჯელებთ, რომ კარდინალებს ხმის მიცემის მხოლოდ ოთხი რაუნდი დასჭირდათ, ისინი ამ მოსაზრებას დაეთანხმნენ.
-
საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა საბა სხვიტარიძის საქმე სტრასბურგის სასამართლოში გასაჩივრდა
გადახედვა
-
როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს როგორ ხედავს მარკუს აპენცელერი თბილისის ჩრდილოეთ უბნების განვითარების პოტენციალს
-
გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში გლობალური ტემპერატურის 1.5°C-იანი მატება შეიძლება გარდაუვალი იყოს — გაეროს ანგარიში
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ნიუ-იორკში eZo Festival გაიმართება
-
ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს 5 ფინალისტი გამოვლინდა — პროექტის მთავარი მხარდამჭერი ბაზისბანკია
-
თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს" თამაზ ელიზბარაშვილი: "თუ ჩემი იქ მისვლით ის 7 კაცი შევაშინე, საჯაროდ მოვუხდი ბოდიშს"
გადახედვა
-
ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა ხობში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 6 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
-
სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს სატურნის სამხრეთ პოლუსზე ღრუბლის გიგანტური ათკუთხა სტრუქტურა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება საქართველოს ბანკი x Emolas Corporation — ამერიკაში ქართული კულტურის ღონისძიებების ახალი სერია იწყება
-
თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება თიბისი ტექსკოლა — სწორი ადგილი განათლებისთვის, სადაც ტექნოლოგიური მომავალი დღეს იწყება
-
"გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე "გეგმაა, რომ საერთო რევოლუციურ სცენარში გარკვეული წვლილი შეიტანოს" — გია ვოლსკი ღარიბაშვილზე
გადახედვა
-
ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ" ჩატბოტები 3 სექტემბერს ბუნდოვანი მიზეზით გაითიშა — "ადამიანებს ტვინის გამოყენება ისევ მოუწიათ"
გადახედვა
-
როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით როგორი იქნება iPhone 18 Pro? — 3 მთავარი ცვლილება, რომლებსაც წლები ველოდით
გადახედვა
-
დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა დენის კულანინს რუსეთში არ გააძევებენ — სასამართლომ მას საქართველოს დასატოვებლად 7 დღე მისცა
გადახედვა
-
CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა CERN-ში შექმნეს მატერია, რომელიც უშუალოდ დიდი აფეთქების შემდეგ არსებობდა
გადახედვა
-
თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია თამაზ ელიზბარაშვილის საქმეში ერთ-ერთი დაზარალებული "ქართული ოცნების" მხარდამჭერი შაკო კუჭაშვილია
გადახედვა
-
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
-
ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია ზაზა შათირიშვილი: ბიძინა ივანიშვილი წლებია უმწიკვლოდ მუშაობს, მისთვის მთავარი გარანტია სუფთა წარსულია
გადახედვა
-
პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა პროკრედიტ ბიზნესი — თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs გაიხსნა
-
თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა თელავში პიტბულმა პატრონი დაგლიჯა
გადახედვა
-
ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა ბათუმში, ზღვაში, ორი კატერი ერთმანეთს შეეჯახა — 5 ადამიანი დაშავდა
გადახედვა
კომენტარები