"სპექტაკლი მთლიანი ნამუშევრის აღქმაა და არა მიქელანჯელოს დავითის მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენება და დანარჩენის მიჩქმალვა" — ნიკა თავაძე "ლიბერტეზე"
მსახიობი და რეჟისორი ნიკა თავაძე სამეფო უბნის თეატრში მისი შვილის, რეჟისორ დათა თავაძის მიერ დადგმულ სპექტაკლ "ლიბერტეს" გარშემო ატეხილ ხმაურს ეხმაურება. მისი თქმით, "ის ქურდი, რომელიც შემოიჭრა სპექტაკლის დროს და მალულად როგორც ქურდმა გადაიღო და თქვენი მზერა იქ მიიტანა რასაც ზუსტად იცოდა რა რეაქციაც მოჰყვებოდა". მისივე თქმით, "სპექტაკლი ეს მაყურებელთა ერთ სივრცეში ყოფნის ხელოვნებაა და ნამუშევრის მთლიანი აღქმაა და არა მიქელანჯელოს დავითის მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენება და დანარჩენის მიჩქმალვა".
"ჩვენ არაფერი გვაქვს დაფარული.
ჩვენი სპექტაკლი მაყურებლისთვისაა და ეს თავიდანვე გაცხადებულია.
სპექტაკლი უკვე ნიშნავს, რომ ის ღია პროცესია და დამალვას და მიჩქმალვას კი არა ღია სანახაობას და უკეთეს შემთხვევაში დისკუსიასაც ემსახურება. დისკუსია, რომელიც ასე აკლია დღეს საზოგადოებას. ძალიან მახარებს ის პროცესი, როდესაც სპექტაკლის ნახვის შემდეგ სხვადასხვა აზრს ვისმენთ და ვთვლით, რომ ეს ჯანსაღი პროცესია და შესაძლებელია ამან მეტი სარგებელი მოუტანოს, როგორც თეატრს ასევე სამუშაო პროცესს.
სპექტაკლი ეს მაყურებელთა ერთ სივრცეში ყოფნის ხელოვნებაა და გარკვეული დროის განმავლობაში, ამ სივრცეში წარმოდგენილი ნამუშევრის მთლიანი აღქმა — და არა მიქელანჯელოს დავითის მხოლოდ სასქესო ორგანოს ჩვენება და დანარჩენის მიჩქმალვა.
ვინც ამ უნიჭო პროპაგანდას აჰყვა სწორედ ეს სასქესო ორგანო დაგანახათ — მთლიანი კონტექსტიდან ამოჭრილი და მასზე ფოკუსირებული. უყურებთ მას და ფიქრობთ, რომ სხვა კიდევ რისი დანახვა უნდა გვინდოდეს, ისედაც გასაგებია რა საზიზღრობაც იქნებაო.
დიახ, თუ ასე გსურთ ამაში ვერავინ შეგეცილებათ და მსოფლიო შედევრად მიჩნეულს სხვა ალტერნატივასაც არ დაუტოვებთ, რადგან ეს მისი ორგანული ნაწილია და მის გარეშე მის კლონირებულ რეალობას მიიღებთ, იმის მსგავსს, რომელიც სპორტის სასახლესთან ფოთოლ დამშვენებული დგას.
ფოთოლ მიფარულ რეალობაში არსებული სიმშვიდე, ეს არის დღევანდელი თუ წარსული სულისკვეთებით არსებული სიმშვიდის სიმბოლო. არ გაგონების, რეალობისთვის თვალის არ გასწორების.
და აი ის ქურდი, რომელიც შემოიჭრა სპექტაკლის დროს და მალულად როგორც ქურდმა გადაიღო და თქვენი მზერა იქ მიიტანა რაზეც ზუსტად იცოდა რა რეაქციაც მოჰყვებოდა, პირველ რიგში თქვენ არ გცემთ პატივს, გეუბნებათ რომ - მე გაჩვენებ რა არის დავითის სკულპტურა — სხვაგან ნურც გაიხედავო და გაჩვენებთ იმას რაც თვითონ უნდა. ამის უფლებას თქვენ აძლევთ, მეტი არავინ. და ეს სამწუხაროა. თქვენ მსხვერპლი ხართ, როგორც მიქელანჯელოს დავითი, რომლის საჩვენებლად მხოლოდ ქურდულად მოპოვებული ნაწილი გაიმეტეს თქვენთვის", — წერს ნიკა თავაძე.
დათა თავაძის სპექტაკლ "ლიბერტე"ს პრემიერა 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს გაიმართა. თეატრისა და მსახიობების ხუთთვიანი გაფიცვისა და პაუზის შემდეგ წარმოდგენები ანშლაგით განახლდა.
რამდენიმე დღის წინ, პროპაგანდისტულ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში სპექტაკლ "ლიბერტეზე" სიუჟეტი მომზადდა, სადაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზები და კადრები უჩვენეს მაყურებელს, რამაც საზოგადოების ნაწილის მღელვარება გამოიწვია. აღსანიშნავია, რომ კადრები ერთ-ერთმა მაყურებელმა მალულად გადაიღო, რადგან მისი გადაღება აკრძალულია და +18 ასაკობრივი ცენზიც აქვს სპექტაკლს.
გუშინ, 8 მაისს სამეფო უბნის თეატრთან პრიმაკოვის ქართულ-რუსული ცენტის ხელმძღვანელის, დიმიტრი ლორთქიფანიძის მიერ დაგეგმილი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები თეატრს "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში" ადანაშაულებდნენ და მერიას თეატრისთვის საბიუჯეტო დაფინანსების შეწყვეტას სთხოვდნენ. აქციაზე იმყოფებოდა ქართველი კომუნისტური პარტიის ლიდერი გრიშა ონიანიც.
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება თბილისის არქიტექტურის ფორუმი 2026 -ის თემა „Places in Transition" იქნება
გადახედვა
-
გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა გალილეოს "თავისუფალი ვარდნის" ექსპერიმენტმა პიზის კოშკიდან კოსმოსში გადაინაცვლა
გადახედვა
-
ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის ბათუმის ზღვაში ნაპოვნი ქალის ცხედარი აქტივისტ კესო დეკანოსიძეს ეკუთვნის
გადახედვა
-
ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა ევროსაბჭომ სომხეთთან დროებითი სავაჭრო ზომების შემოღებას მხარი დაუჭირა
გადახედვა
-
ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის ახალი დამატკბობელი შაქარზე 3500-ჯერ ტკბილია, 0 კალორია აქვს და ინსულინის დონეს არ ზრდის
გადახედვა
-
მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს მეთიუ პერის შესახებ Netflix დოკუმენტურ სერიალს გამოუშვებს
გადახედვა
-
მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას მიიღეთ 30%-იანი ქეშბექი მეტრომარტში საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდისას
-
მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა მიხეილ ყაველაშვილმა ჩინეთის ყოფილ ელჩს საქართველოში ოქროს საწმისის ორდენი გადასცა
გადახედვა
-
თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან თუ საზღვარგარეთ სწავლა გსურს: 5 რჩევა საქართველოს ბანკის Fulbright-ის სტიპენდიატისგან
-
ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი! ირაკლი ყანდაშვილი: ადვოკატის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლა და მის მიმართ ნებისმიერი სახის ძალადობა არის დაუშვებელი!
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
-
სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი სალომე ზურაბიშვილი: დღეს მთელი საქართველოა დაურ ბუავას ჭირისუფალი
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა თიბისის მხარდაჭერით ემიგრანტებისთვის ნიუ-იორკში ფესტივალი ZEIMI გაიმართა
-
ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო" ლევან მაჭავარიანი: "რომ არ გვცოდნოდა, რომ ღარიბაშვილის წერილი იყო, ვიფიქრებდით, ან სააკაშვილის, ან ელისო კილაძის დაწერილი იყო"
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ კვლევის თანახმად, ადამიანები კარგად ვპროგნოზირებთ, რამდენ ხანს ვიცოცხლებთ
გადახედვა
-
ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა ხატვის მანერით პარკინსონის დაავადების ამოცნობა 99%-იანი სიზუსტითაა შესაძლებელი — კვლევა
გადახედვა
-
Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა Anthropic-მა ხელოვნური ინტელექტის წვრთნა შეაჩერა — მიზეზი AI-ს თვითნებობაა
გადახედვა
-
თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია თიბისი ტექი Tester’s Day 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
-
Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია Amnesty International: შეწყალებული დენის კულანინის რუსეთში გაძევება დაუშვებელია
გადახედვა
-
ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა ლიბერთიმ მოსწავლის "პირველი ბარათი" წარადგინა
-
იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს იოსელიანი აცხადებს, რომ ღარიბაშვილს შვილებთან პაემანი რემონტის გამო გაუუქმეს
გადახედვა
კომენტარები