ახალი კვლევის მიხედვით, კაცობრიობას ოკეანეების ფსკერის მხოლოდ 0.001% აქვს შესწავლილი

ფოტო: Bell et al., Sci. Adv.
დედამიწის ზედაპირი ძირითადად ღრმა ოკეანეა. ახალი კვლევის მიხედვით კი, ჩვენი პლანეტის ამ ეკოსისტემის ძალიან მცირე ნაწილი გვაქვს შესწავლილი.
სკრიპსის ოკეანოგრაფიის ინსტიტუტისა და ბოსტონის უნივერსიტეტის მკვლევრებმა საჯაროდ ხელმისაწვდომი მონაცემების საფუძველზე გამოთვალეს, თუ რამდენი ფოტო გვაქვს ოკეანეების სიღრმეში გადაღებული.
67 წელია რაც ადამიანებს ოკეანეების ფსკერში ღრმად ჩაყვინთვა შეუძლიათ. ახალი კვლევის თანახმად, ამ დროის განმავლობაში ოკეანეების ფსკერის 0,0006-დან 0,001%-მდე გვაქვს შესწავლილი.
რაც შეეხება იმას, თუ კონკრეტულად რა მასშტაბები გვაქვს შესწავლილი ეს დაახლოებით 3,823 კვადრატული კილომეტრია. ეს ოდნავ აღემატება აშშ-ს ყველაზე პატარა შტატ როდ-აილენდსა და ბელგიის ზომის დაახლოებით მეათედს.
რაც შეეხება წყლის ფსკერს კვლევის წამყვანმა ავტორმა, კეტრინ ბელმა და მისმა გუნდმა შეფასებებისთვის რამდენიმე მოსახერხებელი ვიზუალური მასალა შექმნეს.
მაგალითად, ქვემოთ მოცემული სურათი გვიჩვენებს, თუ რა მოცულობის წყლების ფსკერი გვაქვს შესწავლილი, თუ მას გავაერთიანებთ და შეერთებული შტატების ნაწილობრივ რუკაზე გადავიტანეთ.

ადამიანების მიერ შესწავლილი წყლის ფსკერის პროცენტული მაჩვენებელი აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსთან შედარებით.
ფოტო: Bell et al
ქვემოთ შეგიძლიათ იგივე ევროპის მასშტაბებზეც ნახოთ:

ფოტო: Adv
"ჩვენ ღრმა წყლების უმცირესი პროცენტის ვიზუალური ჩანაწერები გვაქვს. მეორე მხრივ, ეს ეკოსისტემა პლანეტის ზედაპირის 66 პროცენტს მოიცავს", — აღნიშნულია კვლევაში.
ყველაფერს უფრო ბუნდოვანს ხდის ის ფაქტი, რომ ამ ვიზუალების თითქმის 30%-ს მოიცავს შავ-თეთრ, დაბალი გარჩევადობის სურათებს, რომლებიც 1980 წლამდეა გადაღებული.
თავიანთი შეფასებების დასადასტურებლად, ბელმა და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს 43 000-ზე მეტი ჩანაწერი, რომლებიც 200 მეტრის ქვემოთ არსებულ სამყაროსთან არის დაკავშირებული.
მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ 1960-იანი წლებიდან 2010-იან წლებამდე ღრმად ჩაყვინთვის რაოდენობა ოთხჯერ გაიზარდა. ეს დიდ პროგრესზე მიუთითებს; თუმცა, დროთა განმავლობაში ტემპი შეჩერდა.

ფოტო: Sci. Adv
1960-იან წლებში ჩაყვინთვების თითქმის 60% 2000 მეტრზე ღრმად იყო, მაგრამ ოთხი ათწლეულის შემდეგ მხოლოდ მეოთხედი იყო ასეთი.
ასევე არსებობს სხვა ფაქტორებიც, რომლებიც გავლენას ახდენს ღრმა ოკეანის შესახებ ჩვენს წარმოდგენაზე. 1960-იან წლებში ყვინთვის აქტივობების ნახევარი მიმდინარეობდა დღევანდელი ღია ზღვის ტერიტორიაზე, მაგრამ 2010-იანი წლებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 15%-მდე შემცირდა.
რეალურად 35 000-ზე მეტი ჩაყვინთვიდან 70-პროცენტზე მეტი მხოლოდ სამი მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნის: აშშ-ის, იაპონიისა და ახალი ზელანდიის წყლებში მოხდა.
გასათვალისწინებელია, რომ 1958 წლიდან მოყოლებული ყველა ჩაყვინთვის 97% მხოლოდ ხუთმა ქვეყანამ ჩაატარა: აშშ-მ, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ.
"ეს აჩვენებს, რომ ჩვენ გვჭირდება ფუნდამენტური ცვლილება იმაში, თუ როგორ ვიკვლევთ და ვსწავლობთ გლობალურ ღრმა ოკეანეებს", — აღნიშნულია კვლევაში.
კვლევა ჟურნალში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები