ფერადთმიანები გვიზიარებენ, რა აბსურდულ სტერეოტიპებს აწყდებიან ყოველდღიურად
სამუშაო სივრცეებსა და პირად ცხოვრებაშიც ქალებს, რომელთა თმაც გამორჩეულ ფერადაა შეღებილი, ხშირად განსჯიან და კიცხავენ კიდეც.
ფოტო: Matheus Costa
ზედმეტად განსხვავებულია! ზედმეტად არაბუნებრივია! უამრავ ქალს გამოუცდია ვარცხნილობის გამო კრიტიკა — განსაკუთრებით, როცა საქმე თმის ფერს ეხება. იმ ქალის პირადი და პროფესიული ღირებულება, რომელსაც თმა მწვანედ ან იისფრად აქვს შეღებილი, რატომღაც, ამ უკანასკნელი მახასიათებლით განისაზღვრება.
და თითქოს ეს საკმარისი არ ყოფილიყოს, კულტურაში გამჯდარი დოგმატური ნორმები სიტუაციას კიდევ უფრო აუარესებს. ეს არაა ჩვენი კულტურის ნაწილი; რას იტყვის შენი ქმრის ოჯახი? ჩვენი საზოგადოებისთვის მიუღებელია; ხალხს შენზე კითხვები გაუჩნდება; ამას მხოლოდ გაუწონასწორებელი ადამიანები აკეთებენ... აქედან რომელიმე წინადადება ხომ არ გეცნობათ?
საკუთარი გარეგნობის ესთეტიკა პირადი გადაწყვეტილებაა, თუმცა ფაქტია, რომ დადგენილ ნორმებს თუ გადაუხვევ, შენს პიროვნებას მავნე სტერეოტიპებზე დაყრდნობით ხშირად შეაფასებენ.
განსხვავებული თმის ფერის მქონე ქალები ყოველდღიურად ხდებიან საზოგადოების მხრიდან განსჯის ობიექტები. აბსურდულ სტერეოტიპებს ისინი ნებისმიერ სიტუაციაში შეიძლება გადააწყდნენ — იქნება ეს საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში მოშტერებული გაოცებული თვალები თუ ზურგს უკან წამოძახებული სარკაზმნარევი ფრაზები. ისინი მრავალი გასაუბრებიდანაც იმედგაცრუებული გამოსულან, რადგან "ფერადი თმა არაპროფესიონალურია და თუ შეიღებავთ... მერე დაფიქრდებიან".
Huffpost-თან ინტერვიუში განსხვავებული ფერის თმის მქონე რამდენიმე ქალმა ისაუბრა საკუთარი გამოცდილების შესახებ.
ერინ ტაკერი
"დაახლოებით ოთხი წლის წინ თმა (იმ დროს ვერცხლისფერი) პასტელურ ფერად შევიღებე ჰელოუინისთვის. ძალიან ლამაზი გამოვიდა და ამიტომ დავიტოვე. მას შემდეგ ტატუები გავიკეთე და ფერადი მაკიაჟის ტარება დავიწყე. ხალხი ფიქრობს, რომ ხმაურიანი წვეულებების მოყვარული გოგო ვარ. ჭეშმარიტებისგან ამაზე შორს ვერაფერი იქნებოდა! საერთოდ არ ვსვამ და პარასკევს საღამოობით ყველაზე ხშირად სახლში ვარ ჩემს კატებთან ერთად და ვქარგავ. და ჰო... ისიც უნდა გავიხსენო, რომ ერთხელ თავაზიანი მოხუცი კაცი მარკეტში ყოფნისას მომიახლოვდა... მხოლოდ იმისთვის, რომ ჩემთვის რელიგიური ბროშურა მოეცა ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან განკურნების შესახებ".
ვრიტი გოელი
ფოტო: Vritti Goel
"თმას 2015 წლიდან ვიღებავ. იმ დროს სიახლეს ვეძებდი — ცხოვრებაში, გარეგნობაში, გამოცდილებაში! ახლა იმ ასაკში ვარ, როცა მშობლები ცდილობენ, დაოჯახებაში დამეხმარონ. რას იფიქრებენ მისი მშობლები? ჩვენი ოჯახი ამას არ აკეთებს; დიდ ყურადღებას ნუ მიიქცევ — ინდური კულტურის განმსჯელი ბუნება ახალი არაა. თუმცა ოჯახს გარეთ დამოკიდებულებებმა კი ნამდვილად გამაოცა. სამსახურში ჰგონიათ, რომ თავქარიანი და ჩემს რეალურ ასაკზე უფრო ახალგაზრდა ვარ; მეგობრების აზრით კი, ფაზას გავდივარ. ბევრს ჰგონია, რომ დედობისა და ცოლობისთვის მზად არ ვარ. და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ თვითგამოხატვის მიზნით თმა შევიღებე".
სტეისი ბერნელი
ფოტო: Stacy Bernel
"40 წელს ვუახლოვდებოდი, თმაში წითელი ფერის გარევა რომ დავიწყე — ხან უბრალოდ ჰაილაითები იყო და ხანაც ომბრე. ვგრძნობდი, რომ ვიცვლებოდი, განსხვავებული ხდებოდა ჩემი პირადი და პროფესიული ცხოვრება და მინდოდა, ჩემი თმა ამ ყველაფრის ანარეკლი ყოფილიყო. საკუთარ თავზე გამოვცადე ისეთი ფრაზები, როგორიცაა თავი ვინ ჰგონია? საკმაოდ კონსერვატიულ სოციუმში ვცხოვრობ და მრავალი მიზეზით მივიჩნევი ნორმებიდან ამოვარდნილად".
ჯეიმი ქოსი
ფოტო: Jamie Causey
"ვარდისფერი თმა მაქვს და ეს არასდროს მინანია. ყოველთვის მესმოდა სტერეოტიპი, რომ თმის არაბუნებრივი ფერი მიუღებელია. იმის მიხედვით, თუ სად ვიმყოფები, ჩემი გარეგნობა მეტ ან ნაკლებ საეჭვო მზერას იმსახურებს. ტეხასიდან ვარ და ძალიან პატარა, კონსერვატიულ ქალაქში გავიზარდე. ისეთ ფრაზებთან გამკლავება მომიწია, როგორიცაა რანაირი დედაა? ან ჯანდაბა, მისი ცოლი მისგან ძალიან განსხვავდება... არიან უფრო კონსერვატიულებიც, რომლებსაც ვერ გაურკვევიათ, ნარკომოვაჭრე ვარ, ნარკოტიკებზე დამოკიდებული, მეძავი თუ ამ სამივეს ნაზავი".
მიშელ ფამი
ფოტო: Michelle Pham
"თმა იმიტომ შევიღებე, რომ მაკიაჟის გაკეთება არასდროს გამომდიოდა და მოდის შეგრძნებაც არ გამაჩნია. როცა მკვეთრი ფერის თმა გაქვს, ხალხი ფიქრობს, რომ პანკი ან, უბრალოდ, გაუზრდელი ხარ. ამას გარდა, ბევრის აზრით, ეს არაპროფესიონალურია და ხშირად ამის გამო სამსახურში არ აჰყავხარ. სიტუაციას ისიც ართულებს, რომ აზიელი ვარ, ჰოდა, რა თქმა უნდა, ტრადიციული ღირებულებების მქონენი ფიქრობენ, რომ ეს შეურაცხმყოფელი და უცნაურია. ვერ წარმოიდგენთ, რამდენად ხშირად მაშტერდებიან აზიურ მაღაზიებში და რესტორნებში... თუმცა საბოლოოდ ხალხი მაინც გაიაზრებს, ვარდისფერი თმა ხელს სულაც არ გიშლის, რომ კარგი ექიმი იყო და სხვების სიცოცხლე იხსნა".
შეირა ერგოთი
ფოტო: Sheira Argote
"როცა 14 წლის ასაკში მშობლების სახლიდან წამოვედი, თმა გავიღიავე და წითლად შევიღებე. როგორც ახალგაზრდა ესპანელმა გოგომ, უამრავი რეპლიკა მოვისმინე — გეტოდან დაწყებული, ნარკომანით დასრულებული. მაშინ კაშკაშა წითელი თმა მქონდა. რაც გავიზარდე და თმის სხვადასხვაფრად შეღებვა გავაგრძელე, სიტუაცია ჩემთვის უფრო ნათელი გახდა — პროფესიულ დონეზე ეს ჯერ კიდევ არ არის მიღებული. ერთ-ერთი დამსაქმებელი დამემუქრა კიდეც, რომ თუ თმას იასამნისფრად შევიღებავდი, სამსახურიდან გამათავისუფლებდა, რადგან ამით მათი პროფესიული პოლიტიკის წინააღმდეგ მივდიოდი. რა თქმა უნდა, იმ ადგილიდან მე თვითონ წამოვედი და თმა მაინც შევიღებე".
ჯულიანა პერეცი
ფოტო: Julianna Perez
"თავიდან თმა იმიტომ შევიღებე, რომ ღრმა დეპრესიაში ვიყავი და საკუთარ თავს ვაიძულებდი,რამე შემეცვალა. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, საზოგადოებაში არსებობს რწმენა, თითქოს კაშკაშა ფერის თმის მქონე ადამიანები უდარდელები და ნაკლებად პროფესიონალები არიან. არავინ უყურებს სერიოზულად მუქი ფერის კანის მქონე იისფერთმიან გოგოს. ნელ-ნელა ვამჩნევდი, რამდენად ხშირად ეკიდებოდნენ არასერიოზულად და უგულებელყოფდნენ ჩემს აზრებს. კოლეგები ჩემს ცხოვრებასთან დაკავშირებით ხშირად გამოთქვამენ ვარაუდებს: ჯული უქმეებზე ჩვენთან ერთად ვერ წამოვა, ალბათ წვეულებაზე იქნება. ახალი კონტაქტების დასამყარებლად გამართული ღონისძიებები ჩემი რეზიუმეს ხმამაღლა წაკითხვის შანსად გადაიქცა — წინააღმდეგ შემთხვევაში, ხშირად მეკითხებოდნენ, საერთოდ როგორ ამოვყავი თავი ამ სფეროში. ვაღიარებ, რომ მსგავსი ფრაზები ჩემზე მაინც მოქმედებენ. მართლაც, რამდენჯერაა შესაძლებელი ისეთი კომენტარების წყნარად სმენა, როგორიცაა გახსოვდეს, რომ ამ კლიენტთან პროფესიონალი უნდა იყო.
ჯენის ავილესი
ფოტო: Jeanise Aviles
"პუერტორიკოელი ქვიარი ვარ, ყოველთვის ფერადი ტანსაცმელი მაცვია და თითქმის არცერთი სტერეოტიპია ჩემთვის უცხო. ბოლო რამდენიმე წელია, ნეონისფერი მწვანე თმა მაქვს, რადგან ახლა ჩემი სიყვარულის ჩაკრას დაბალანსებაზე ვმუშაობ. ერთ-ერთი მტკივნეული სტერეოტიპი ისაა, რომ რადგან კაშკაშა, ფერადი თმა მაქვს, ხალხს გიჟი ვგონივარ. ამბობენ: ასეთ გიჟურ ფერად თმას არასდროს შევიღებავდი... ნამდვილად გიჟი ხარ. იმის მოსმენა, როგორ მოგიხსენიებს ვიღაც გიჟად, მართლა მტკივნეული და დამამცირებელია. არავინ იცის, იქნებ ადამიანმა მართლა გადაიტანა ისეთი ტრავმა, რომლის გამოც ფსიქიატრიული დახმარების აღმოჩენა დასჭირდა... ხალხისთვის გიჟის დაძახება ძალიან ცუდი საქციელია".
რა ხდება საქართველოში
ფოტო: ნათია ჩიტიშვილი
ფერად თმებზე სტერეოტიპული დამოკიდებულების მხრივ საქართველოშიც არაა განსხვავებული მდგომარეობა. როცა ვარდისფერი ან ლურჯი თმა გაქვს, ხშირად გრძნობ ქუჩაში უცნობების მხრიდან დაჟინებულ მზერას; ისმენ უხამს და უტაქტო რეპლიკებს; ხედავ დამცინავ, სარკასტულ ჩაღიმებებს. თუმცა საქმე დამსაქმებლებთან უფრო რთულადაა, ვიდრე ჩვეულებრივ გამვლელებთან. ბევრი ხშირად თავს იკავებს ფერადი თმის მქონე ადამიანის სამსახურში აყვანისგან, რადგან ფიქრობს, ეს მათი კომპანიის რეპუტაციაზე ცუდად აისახება ან, სულაც, ეჭვი ეპარება პოტენციური დასაქმებულის პროფესიულ შესაძლებლობებში და საქმისადმი სერიოზულ დამოკიდებულებაში.
სამართლიანობისთვის ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია დადებითისკენ იცვლება. ეს, შესაძლოა, იმითაც იყოს განპირობებული, რომ მრავალ კომპანიაში გამოჩნდნენ ფერადთმიანი თანამშრომლები, რომლებიც პროფესიონალიზმითა და პასუხისმგებლობის გრძნობით ბუნებრივი ფერის თმის მქონე არცერთ თანამშრომელს არ ჩამოუვარდებიან. ამასთან, უხამს რეპლიკებთან ერთად ქუჩაში კომპლიმენტებმა და გულწრფელმა გაღიმებებმაც იმატა, რაც იმის მანიშნებელია, რომ საზოგადოება განსხვავებული გარეგნობის მქონე ადამიანებისადმი მეტად მიმღები ხდება.
-
ფსიქოდელიური მედიცინა დეპრესიის წინააღმდეგ კარგ შედეგებს აჩვენებს ფსიქოდელიური მედიცინა დეპრესიის წინააღმდეგ კარგ შედეგებს აჩვენებს
გადახედვა
-
ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა ტეილორ სვიფტის მუსიკა ბავშვებს მეცადინეობაში ეხმარება? — რას ამბობს ახალი კვლევა
გადახედვა
-
მუქარის შეტყობინებები ირანელებს: გუშაგთა კორპუსი ქუჩაში გასვლას კრძალავს მუქარის შეტყობინებები ირანელებს: გუშაგთა კორპუსი ქუჩაში გასვლას კრძალავს
გადახედვა
-
ხამენეის ჭირისუფლები მსოფლიოს გარშემო — ფოტოები ხამენეის ჭირისუფლები მსოფლიოს გარშემო — ფოტოები
გადახედვა
-
მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს მეცნიერებმა ბაქტერია ისე შეცვალეს, რომ მან სიმსივნის შიგნიდან შეჭმა შეძლოს
გადახედვა
-
აშშ-ის სახდეპი და სპარსეთის ყურის ქვეყნები: ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას აშშ-ის სახდეპი და სპარსეთის ყურის ქვეყნები: ისლამური რესპუბლიკის ქმედებები წარმოადგენს სახიფათო ესკალაციას, რომელიც არღვევს მრავალი სახელმწიფოს სუვერენიტეტს და საფრთხეს უქმნის რეგიონულ სტაბილურობას
გადახედვა
-
ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი ისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
-
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებიდან ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით ფრენები დღესაც გაუქმდა
გადახედვა
-
კაია კალასი: ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში, რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ კაია კალასი: ალი ხამენეის გარდაცვალება გარდამტეხი მომენტია ირანის ისტორიაში, რა მოხდება შემდეგ, გაურკვეველია. თუმცა, ახლა იხსნება გზა სხვაგვარი ირანისკენ
გადახედვა
-
რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო რეჯეფ თაიფ ერდოღანი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ თავდასხმების შედეგად ჩვენი მეზობელი ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გარდაცვალების გამო
გადახედვა
-
Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს Wizz Air, 7 მარტის ჩათვლით, ისრაელის, დუბაის, აბუ-დაბის, ამანისა და საუდის არაბეთის მიმართულებით ყველა ფრენას აჩერებს
გადახედვა
-
ოცნების ხელისუფლების მთავრობა ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს ოცნების ხელისუფლების მთავრობა ირანელ და ებრაელ ხალხს სამძიმარს უცხადებს
გადახედვა
-
5 საბედისწერო შეცდომა, რომლებსაც დამწყები ინვესტორები უშვებენ — და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან? 5 საბედისწერო შეცდომა, რომლებსაც დამწყები ინვესტორები უშვებენ — და როგორ ავირიდოთ ისინი თავიდან?
-
არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს არაბთა გაერთიანებული საამიროები თეირანში საელჩოს ხურავს
გადახედვა
-
კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს კახა კალაძე შაბათს და კვირას აბუ-დაბიში იმყოფებოდა და შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯერ-ჯერობით გამოფრენას ვერ ახერხებს
გადახედვა
-
მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან მისია Artemis 3-ის ფარგლებში ასტრონავტები მთვარეზე აღარ დაეშვებიან
გადახედვა
-
კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან
გადახედვა
-
ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან ტრამპი აცხადებს, რომ ირანს მოლაპარაკებების დაწყება სურს — ბოლო ცნობები ირანიდან
გადახედვა
-
მერე ბარათის საგაზაფხულო შეთავაზებები მერე ბარათის საგაზაფხულო შეთავაზებები
-
"მეამა": კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოსტ"-ისთან თანამშრომლობაზე "მეამა": კომპანიას არ უთქვამს უარი საქართველოში ყველაზე რეიტინგულ ტელევიზიებთან, "ტვ იმედთან" და "პოსტ"-ისთან თანამშრომლობაზე
გადახედვა
-
საქართველოს საელჩო ისრაელში: მსურველებს ისრაელის დატოვება შეუძლიათ ეგვიპტის ან იორდანიის გავლით საქართველოს საელჩო ისრაელში: მსურველებს ისრაელის დატოვება შეუძლიათ ეგვიპტის ან იორდანიის გავლით
გადახედვა
კომენტარები