მეუფე სპირიდონმა პანსიონში, სადაც ომბუდსმენს არ უშვებს, პრორუსული Alt-info-ს წევრები შეუშვა
ფოტო: Ombudsman
ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სადაც სახალხო დამცველს არ უშვებენ, პრორუსული Alt-info შევიდა. Alt-info, რომელიც ცნობილია ჰომოფობიური, ქსენოფობიური, დისკრიმინაციული გზავნილებით და ძალადობრივ ჯგუფებთან კავშირით პანსიონს რამდენიმე კვირის წინ სტუმრობდა და სიუჯეტი გადაიღო. სიუჟეტი მიმართულია სახალხლო დამცველისა და მედიის დისკრედიტაციისკენ და მიზნად ისახავს ეკლესიის დადებითად წარმოჩენას.
სიუჟეტის ავტორი პანსიონში შესვლისას ამბობს, რომ მედია "ადამიანურად" რომ მოქცეულიყო მათაც შეუშვებდნენ. მისი თქმით, იქ მოსახვედრად მხოლოდ სატელეფონო ზარით შეთანხმება დასჭირდათ, თუმცა აღსანიშნია, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის ხელმძღვანელი, მეუფე სპირიდონი ამ პრორუსული ტელევიზიის ხშირი სტუმარია.
პანსიონზე მიძღვნილ გადაცემაში Alt-info-ს წამყვანები ღიად პოზიციონირებენ, როგორც ეკლესიისა და მეუფე სპირიდონის მხარდამჭერები. ისინი ხშირად უსვამენ ხაზს, რომ იქ ბავშვებისთვის საუკეთესო სიტუაციაა და ლიბერალურმა მედიამ უმიზეზოდ წარმოაჩინა "ქაჯეთის ციხედ".
სიუჟეტში არ არის დაცული ბავშვთა ინტერესები. ავტორი ეკითხება არასრულწლოვნებს, სჯიან თუ არა მათ და ამატებს "მე მსჯიდნენ მაგალითად ბავშვობაში, კუთხეშიც დავუყენებივარ". ბავშვების პასუხების შემდეგ წამყვანი დაჟინებით ცდილობს გაიგოს, როგორ დაუსჯიათ ისინი.
"კუთხეში დაგაყენეს 2 წუთი და ეგ იყო შენი დასჯა? როგორი სასტიკი სასჯელები ჰქონიათ თქვენთან რა ხდება" — ამბობს ის და იცინის.
ამავე ნარატივს ატარებს სიუჟეტის ავტრორი პანსიონის აღმზრდელთან საუბრისას. ის და წამყვანი ერთად ამტკიცებენ, რომ მედიას უბრალოდ სეირის შექმნა უნდა და პანსიონში ბავშვის საუკეთესო ინტერესები დაცულია.
სიუჟეტის დასრულების შემდეგ სტუდიაში მყოფი წამყვანები ირონიულად იმეორებენ, რომ "საშინელი კადრებია და ბავშვებს აწამებენ". ისინი ამტკიცებენ, რომ ამ ბავშვებთან არც ლიბერალური მედია და არც სახალხო დამცველი არც უნდა შეუშვან, რადგან პროვოკაციებს მოაწყობენ.
"სახალხო დამცველის წარმომადგენელი როგორ შეიძლება ბავშვებთან მიუშვა? ეს არის გამორიცხული რაღაცა. იმიტომ, რომ ჩვენ ვიცით, რა მიდგომები აქვთ მათ, ვისგან ფინანსდებიან და რა იდეოლოგიური ბაზისი აქვთ თავში", — ამბობენ ისინი.
ინფორმაცია ნინოწმინდის პანსიონში Alt-info-ს ვიზიტის შესახებ თავდაპირველად ფორმულამ გაავრცელა.
რა ხდება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში
სახალხო დამცველი წლებია აღნიშნავს, რომ ნინოწმინდის წმინდა ნინოს ბავშვთა პანსიონში განხორციელებულმა მონიტორინგებმა ბავშვთა მიმართ ძალადობის მწვავე ფაქტები და ბავშვების დასჯის შემთხვევები გამოკვეთა. პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნები, ფაქტობრივად, იზოლირებულები არიან სოციუმიდან და პრობლემურია მათი ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილების საკითხი.
15 აპრილს სახალხო დამცველის წარმომადგენელი საპატრიარქოს ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში არ შეუშვეს. ომბუდსმენის აპარატში აცხადებენ, რომ ამის მიზეზად, დაწესებულების წარმომადგენელმა სხალთის მთავარეპისკოპოსის, მეუფე სპირიდონის მითითება დაასახელა. განმარტება გააკეთა თავად სპირიდონმაც და ჰომოფობიური მიზეზი დაასახელა — მისი თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენლებს იმიტომ არ უშვებს, რომ "ერთნაირსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ითხოვენ და ასეთებს თავის ბავშვებს საჯიჯგნად ვერ მისცემს".
ამის შემდეგ ორგანიზაციამ პარტიონორობა ადამიანის უფლებებისთვის თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართა და მთავრობისგან ნინოწმინდის პანსიონში ყველა შესაბამისი უწყების მიერ მონიტორინგის ჩატარების უზრუნველყოფა მოითხოვა. სასამართლოს ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, თუმცა დააკმაყოფილა გაერომ და შესაბამისად, მთავრობა ვალდებულია, უზრუნველყოს მონიტორინგი.
რაც შეეხება სახელმწიფოს რეაქციას, 14 მაისს, პარლამენტში, ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, დეპუტატ დავით სერგეენკოს კითხვის პასუხად თქვა, რომ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ბოლო ერთი თვის განმავლობაში მეურვე-მზრუნველობის ორგანო მონიტორინგს სტანდარტულად ახორციელებს.
15 მაისს კი On.ge-ს სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში უთხრეს, რომ ბავშვთა პანსიონში სოციალური მუშაკი უკვე სამი კვირის განმავლობაში ახორციელებს გეგმიურ ვიზიტებს და აქტიურად მიმდინარეობს ბავშვებთან პირისპირ შეხვედრები და ინტერვიუები.
სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, მათი წარმომადგენლები 19 მაისს ისევ იმყოფებოდნენ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, თუმცა მონიტორინგის საშუალება კვლავ არ მიეცათ. როგორც ისინი ამბობენ, პანსიონის წარმომადგენლებმა მათთან საუბარი არ ისურვეს და მიზეზად ხელმძღვანელის მითითება დაასახელეს.
სახალხო დამცველის ცნობით, ამჟამად პანსიონში 57 არასრულწლოვანი ირიცხება, მათგან ყველაზე პატარა 5 წლისაა. ომბუდსმენი ამბობს, რომ დაწესებულებაში მონიტორინგის შესაძლებლობა არც სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს სოციალურ მუშაკს ეძლევა, რომელსაც 2020 წლის ივნისის შემდეგ პანსიონში არ შესულა.
"სახალხო დამცველისადმი სააგენტოს მიერ მოწოდებულ ოფიციალურ კორესპონდენციაში აღნიშნულია, რომ მეუფე სპირიდონი პანსიონში სოციალური მუშაკის ვიზიტების წინააღმდეგია, რაც ადგილზე სოციალურმა მუშაკმაც დაადასტურა".
ამავე თემაზე:
- ბავშვთა უფლებების მონიტორინგი შესაბამისი უწყებების მიერ ყველგან უნდა ხდებოდეს — UNICEF
- კოალიცია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ უზრუნველყონ ომბუდსმენის წარმომადგენლის ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონში
- მეუფე ნიკოლოზის თქმით, პანსიონში ომბუდსმენის წარმომადგენელს შეუშვებენ, თუ მათ კვალიფიკაციაში დარწმუნდებიან
რა ვიცით Alt-info-ზე
შპს ალტ-ინფო იურიდიულ პირად საქართველოს საჯარო რეესტრში 2019 წლის 28 იანვარს დარეგისტრირდა. მისი მფლობელები შოთა მარტინენკო და ციალა მორგოშია არიან. მარტინენკო ასევე არის არაკომერციული იურიდიული პირის, "ალტერნატივა საქართველოსთვის" საბჭოს წევრიც. ალტერნატივა საქართველოსთვის საბჭოს წევრები ასევე არიან ზურაბ მახარაძე, კონსტანტინე მორგოშია, ირაკლი კიზილაშვილი და გიორგი ქარდავა.
2018 წლის ნოემბერში ალტ-ინფომ განაცხადა, რომ ქმნიდა ინტერნეტტელევიზიას, რათა "ლიბერალურ პროპაგანდას" დაპირისპირებოდა. ისინი ქვეყნის მოვლენებს კონსერვატიულ ჭრილში აშუქებდნენ.
ფაქტჩეკერების ქართულმა ორგანიზაციებმა არაერთხელ დაარეპორტეს ალტ-ინფოს გვერდები მანიპულაციური და ყალბი ინფორმაციის გავრცელების გამო. ალტ-ინფო გამუდმებით აჟღერებს ანტიდასავლურ გზავნილებს და ანტიემიგრანტულ პოლიტიკას მოითხოვს. ის ავრცელებს პრორუსულ ნარატივებსაც, რომლებიც ხშირად კრემლის სტრატეგიულ გზავნილებთან თანხვედრაშია.
2019 წელს ფეისბუქმა ალტ-ინფოსთან დაკავშირებული ქსელი წაშალა, თუმცა მათ ახალი ქსელი შექმნეს და საკუთარი ნარატივის გავრცელება განაგრძეს. 2020 წლის 23 ოქტომბერს Facebook-მა კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო Alt-info-სთან დაკავშირებული ქსელი ხელახლა წაშალა, რომელიც 130 აქტივს მოიცავდა. ქსელის მიერ გავრცელებული პოსტები ანტიდასავლური და პარტიზანული შინაარსის იყო.
ამ წმენდის შემდეგაც Alt-info-მ ახალი გვერდები შექმნა, რომელსაც Alt TV დაარქვა და პარალელურად სხვა ქსელების, იუთუბისა და ტელეგრამის ათვისება დაიწყო. ამ ეტაპზეც ფეიბუქზე Alt TV-ს გვერდი დაბლოკილია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები