ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეები რუსთაველის გამზირის გადაკეტვას გეგმავენ იქამდე, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ვარლამ გოლეთიანის განცადებით, თავისუფლების მეტროდან მსვლელობით დაიძრებიან და რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას გადაკეტავენ.

გუშინ, 23 მაისს ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა მოთხოვნები გააჟღერა და მათ შესასრულებად ხელისუფლებას ვადა 24 მაისის 12 საათამდე მისცა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში მან დედაქალის პარალიზება დააანონსა.

მოთხოვნები, რომლებიც ვარლამ გოლეთიანმა აქციაზე გააჟღერა შემდეგია:

  • დატოვოს რიონის ხეობა კომპანიამ ენკამ;
  • გაწყდეს ენკასა და სახელმწიფოს შორის დადებული ხელშეკრულება და გაუქმდეს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც 2015 წლიდან დღემდეა გაცემული;
  • გამოცხადდეს მორატორიუმი ენერგოსექტორში;
  • გადადგეს ეკონომიკის მინისტრი და დადგეს არამხოლოდ ნათია თურნავას, არამედ ჰესის დოკუმენტაციის მომზადებაში ჩართული ადამიანებიც პასუხისმგებლობის საკითხი.

დღეს, 12 საათის შემდეგ გოლეთიანი და მისი მხარდამჭერები მსვლელობით დაიძრნენ მშრალი ხიდისკენ. მათ აქცია გამართეს იუსტიციის სახლთან და გზა გადაკეტილი ჰქონდათ, თუმცა მოგვიანებით ლოკაცია შეიცვალ