ტრამვაის ხაზი, საბაგირო გზა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია — რა პროექტებს მოიცავს 2026 წლის თბილისის ბიუჯეტი?
თბილისის ვიცემერმა გიორგი ტყემალაძემ, დედაქალაქის საკრებულოში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას, განსახორციელებელი ახალი მსხვილი პროექტები წარადგინა, რომელთა სიაში მოხვდა ტრამვაის ხაზის პროექტირება, სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტირება-მშენებლობა, რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია, სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირება, დიღმის მასივში სპორტული კომპლექსის მშენებლობა და სხვა.
გიორგი ტყემალაძის თქმით, მსხვილ პროექტებს შორის არის ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობა, რისთვისაც 30 მლნ ლარია ასახული ბიუჯეტის პროექტში.
"ვფიქრობთ, რომ ეს რეალურად ის თანხაა, რომელიც ამ პროექტისთვის დაგვჭირდება 2026 წლის განმავლობაში და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლის ბოლოს უკვე სამშენებლო სამუშაოებზე გადასვლის შესაძლებლობა გვექნება", — აღნიშნა ტყემალაძემ.
მისი თქმით, სამგორი-ვაზისუბნის დამაკავშირებელი საბაგირო გზის პროექტირება/მშენებლობაზე ბიუჯეტის პროექტში 10 მლნ ლარია ჩადებული, სულ კი პროექტი არის 48 მლნ ლარის.
"სამი საბაგირო გზის პროექტი გვაქვს დაანონსებული და ამ ეტაპზე, ვფიქრობთ, ეს ერთი პროექტი წლის ბოლომდე განხორციელებული უნდა იყოს", — განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაზე საუბრისას, მან განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტია, რისთვისაც ასახულია 71 მლნ ლარი, აქედან საგზაო სამუშაოებზე გათვალისწინებულია 40 მლნ ლარი, კაბელარხებსა და ქვაფენილზე — 13 მლნ ლარი, გარე განათება — 3 მლნ ლარი, მიწისქვეშა კონტეინერები — 10 მლნ ლარი და გამწვანება — 5 მლნ ლარი.
როგორც გიორგი ტყემალაძემ აღნიშნა, სადგურის მოედნისა და დადიანის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის პროექტირებაზე 10 მლნ ლარია გათვალისწინებული და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც პირდაპირ კავშირშია სატრანსპორტო პოლიტიკასთან.
გიორგი ტყემალაძემ ასევე ყურადღება გაამახვილა მიმდინარე მსხვილ პროექტებზე, რომლებიც 2026 წლის ბიუჯეტშიც იქნება გათვალისწინებული. კერძოდ, ესენია: ე.წ. სამხედრო ქალაქის პარკის მოწყობა (4,4 მლნ ლარი); ვაკის პარკის შადრევნების კასკადის რეაბილიტაცია (18 მლნ ლარი); სკვერების მოწყობა/რეაბილიტაცია (24 250 000 ლარი, მათ შორის დიღმის ჭალები, პირველი რესპუბლიკის პარკის რეაბილიტაცია); თბილისის მყარი ნარჩენების პროექტის
ფარგლებში თბილისის ნაგავსაყრელის ნაჟური წყლების დამუშავების სისტემის გაუმჯობესების ღონისძიებები (15 389 900 ლარი); დაწყებულია ზოოპარკის თბილისის ზღვის ტერიტორიაზე გადატანა, ხოლო არსებული ზოოპარკის ტერიტორიაზე კი რეკრეაციული სივრცის მოწყობა, რომელიც დაუკავშირდება მზიურის პარკს (7 მლნ ლარი); ავარიული სახლების ნაცვლად ახლის მშენებლობის მიმართულება (16,2 მლნ ლარი); ჭადრაკის სასახლის რეაბილიტაცია (23,3 მლნ ლარი); სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების რეაბილიტაცია (კომუნიკაციების ჩათვლით) — 20,4 მლნ ლარი (პროექტი - 115,8 მლნ ლარი); თაბუკაშვილის N51 პროექტი (5 მლნ ლარი); ნარიყალას ციხის რეაბილიტაცია — 11 მლნ ლარი; ნიკო ფიროსმანის N29 რეაბილიტაცია — 3,9 მლნ ლარი; აღმაშენებლის გამზირის სავალი ნაწილის რეაბილიტაცია — 3,5 მლნ ლარი; ერისთავის ქუჩის კვანძის რეაბილიტაცია — 2 მლნ ლარი; საყრდენი კედლების მშენებლობა-
რეკონსტრუქცია — 24,6 მლნ ლარი; გზების მიმართულებით დაგეგმილია ჯამში 132,9 მლნ ლარი (მათ შორის გზების მოვლა-შეკეთება რაიონებში — 59,9 მლნ ლარი); ლიფტების მიმართულებაზე 2026 წელს 31 მლნ ლარი დაიხრჯება; ილიას სახლ- მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე — 1,4 მლნ ლარი (პროექტი - 2,2 მლნ ლარი);
მისივე განცხადებით, ახალი პროექტია წყნეთისა და კოჯრის ცენტრების რეაბილიტაცია, რასაც 3,3 მლნ ლარი მოხმარდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია დიღმის მასივში სპორტული კომპლექსის მშენებლობის დაწყება; "ამერის" სპორტული კომპლექსის (მოედნების) სამშენებლო სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება; გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრისა და მუხიანის რაგბის კომპლექსის მოედნების რეაბილიტაცია; ბაგებში დახურული ფეხბურთის მოედნის, ღია საცურაო აუზების და პადელის მოედნების მშენებლობის საპროექტო-სახარჯთღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებისთვის არის გამოყოფილი თანხა, მთლიანობაში კი
პროექტი 15,5 მლნ ლარით იქნება უზრუნველყოფილი; საექსპლუატაციო ხარჯების მიმართულებით დაგეგმილია 648,2 მლნ ლარი, მათ შორის საქალაქო სამგზავრო ტრანსპორტის სუბსიდია, დასუფთავება, გამწვანება, გარე განათების და სანიაღვრე ქსელის ექსპლუატაცია;
"რაიონების გამგეობების მიმართულება არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და წლიდან წლამდე ჩვენ ვცდილობდით, რომ გამგეობების ბიუჯეტები ყოფილიყო გაზრდილი. ამჯერადაც ტრადიციას ვაგრძელებთ, დავაანონსეთ, რომ 2026 წელს დავიწყებით 2025 წლის დაზუსტებული ვერსიით, რაც დაახლოებით, მთლიანობაში, 50 მლნ-იანი ზრდაა. ასევე, იანვრის ბოლოს-თებერვლის დასაწყისში გვექნება ბიუჯეტში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი კორექტირება. ვფიქრობთ, ეს, დაახლოებით, დამატებით 100 მლნ ლარი იქნება, რაც სხვადასხვა პროექტზე გადანაწილდება", — განაცხადა თბილისის ტყემალაძემ.
-
გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა გიორგი გახარია აცხადებს, რომ მათი პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელი მათთვის ხელმისაწვდომი არაა
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი ხელოვნური ინტელექტი კაცობრიობას მართლა გაანადგურებს? — მიმდინარე დისკუსიების ანალიზი
გადახედვა
-
შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება შავი ლომის მონაწილეობით თბილისში საერთაშორისო სარაგბო ტურნირი იწყება
-
ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს ყვარელში ცივი იარაღით 85 წლის ქალი მოკლეს
გადახედვა
-
გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს გამოავლინეს ეგზოპლანეტა, რომელიც თავისი ვარსკვლავის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს
გადახედვა
-
სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა სოციალური სამართლიანობის ცენტრმა აფგან სადიგოვის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა
გადახედვა
-
POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ POG: ძმებ ფეიქრიშვილებს ჯგუფურ ხულიგნობასა და გამოძალვაზე ბრალი წარედგინათ
გადახედვა
-
ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა? ტესტი: რომელი უფრო ადრე გაჩნდა?
-
მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით მოგზაურობისთვის ემზადები? —გაიგე, როგორ შეგიძლია დააკონვერტირო თანხა უცხოურ ვალუტაში მობილბანკით
-
აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი აღმოაჩინეს ამება, რომელიც 63°C ტემპერატურას უძლებს — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა ქართულმა მხარემ უკრაინას ძებნილი უკრაინის მოქალაქე გადასცა
გადახედვა
-
ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით ჯივიპის განცხადება წყალმომარაგების დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით
-
სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა სეს: სურსათის უვნებლობის მაჩვენებლებზე 81 ნიმუშში დარღვევა არ დადასტურდა
გადახედვა
-
მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება მასწავლებელთა სახელფასო ანაზღაურების წესი იცვლება
გადახედვა
-
თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი თბილისის 3 რაიონს, მცხეთას, ნატახტარს, წიწამურსა და წეროვანის დევნილთა დასახლებას წყლის მიწოდება 36 საათით შეუწყდება — მიზეზი
გადახედვა
-
გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია გადახდა ბეჭდით — ქართული პროდუქტი CNICK უკვე საქართველოს ბაზარზეც ხელმისაწვდომია
გადახედვა
-
ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა ჰეიდენ პანეტიერი ფენტანილისა და სხვადასხვა პრეპარატის ზედოზირებით გარდაიცვალა
გადახედვა
-
30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება 30 სექტემბერს კონსერვატორიაში საქველმოქმედო კონცერტ-მარათონი "ერთად ლიასთვის" გაიმართება
გადახედვა
-
საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა საქართველოს შემდეგ, ირანული ავიაკომპანიების რეისები აზერბაიჯანმაც შეაჩერა
გადახედვა
-
აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო აზერბაიჯანმა საფრანგეთის მოქალაქე მას შემდეგ შეიწყალა, რაც EU-მა უსმანოვი სასანქციო სიიდან ამოიღო
გადახედვა
-
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
კომენტარები