ყოველ დილით შენს თავს ჰკითხე — მე ამ ყავით თავს რა ვარგე?
ფოტო: Freepic
დარწმუნებული ვარ, ილია არ მიწყენს, ამიტომ გავკადნიერდები და გეტყვი — სანამ იმაზე ფიქრს დავიწყებდეთ, სხვისთვის რა სარგებელი მოგვაქვს, საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენება უნდა შევწყვიტოთ. კარგი წესები წესებად დავტოვოთ, ცუდები კი — ჩავანაცვლოთ.
და კი! დილის ყავის რიტუალზე უნდა გელაპარაკო.
თუ გაღვიძებისთანავე ახლად მოდუღებული "თურქულის" სუნს გრძნობ ან ესპრესოს წარმოდგენაზეც კი გამოფხიზლებას იწყებ და ნერწყვი გადგება, დიდი ალბათობით, საწოლიდან ფეხს როგორც კი გადმოდგამ, სამზარეულოსკენ მიდიხარ. საკუთარ თავს ამით კარგ საქმეს ნამდვილად არ უკეთებ.
ფოტო: Freepik
სანამ იმას მოგიყვებოდე, რა ზიანს გაყენებს დილის ეს საკრალური რიტუალი და როგორ შეგიძლია ამ ზიანს თავი აარიდო, მანამდე ადენოზინზე უნდა ვთქვათ ორიოდე სიტყვა.
ადენოზინი არის ნივთიერება, რომელიც, მარტივად რომ ვთქვათ, დაღლილობის ერთგვარ საზომს წარმოადგენს. ძირითადად ტვინში გროვდება და დღის ბოლოს ორგანიზმის ანიშნებს ხოლმე, რომ დასვენების დროა. ძილისას ჩვენი გონება აღდგენის რეჟიმს რთავს და ამ მოლეკულებისგან თავისუფლდება.
თუმცა, დიდია შანსი იმისა, რომ თუ გემრიელად გამოძინება ვერ მოახერხე (რაც, არცთუ ისე იშვიათად ხდება), ახალგაღვიძებულზე წინა დღის დაღლილობის ნარჩენები ჯერ ისევ აქტიური იყოს. მაგათ გამოა ხოლმე, ბალიშიდან თავის აწევა რომ გვიჭირს და თვალის დახამხამებისთვის საჭირო ენერგიასაც ყავის ფინჯანში ვეძებთ.
კოფეინიც, გამოცდილი თაღლითივით, შენც გატყუებს და ტვინის რეცეპტორებსაც. მცირე დროით ფხიზლდები, მაგრამ "დაღლილობის მოლეკულები" არსად ქრება, უბრალოდ მათი აღქმის უნარს დროებით კარგავ. მოლეკულები ორგანიზმში გროვდება და უფრო შემტევად იწყებს მუშაობას. ამიტომაა, პირველ ფინჯანზე რომ არ ჩერდები ან კიდევ, სადღაც შუადღისკენ, კლავიატურაზე რომ გინდება თავის ჩამოდება.
ფოტო: Freepik
არადა, გაღვიძებიდან სულ რაღაც 90 წუთის მოცდაა საჭირო. ამ დროის განმავლობაში, ორგანიზმი კორტიზოლის გამოყოფას ასწრებს და შემორჩენილი ადენოზინის ბუნებრივად გამოდევნასაც ახერხებს. მიხვდი, ალბათ, საითაც მიმყავს ლაპარაკი.
დიახ, გაღვიძებისთანავე ყავის დალევაზე უარის თქმისკენ მოგიწოდებ! ოღონდ, სულ ცოტა ხნით — თუ პირველ 2 საათს გაძლებ, ყავის ფინჯანს წყლის ჭიქით ჩაანაცვლებ, სუფთა ჰაერს ჩაყლაპავ და კორტიზოლს თავისი საქმის შესრულებას დააცდი, ორგანიზმიც მზად დახვდება კოფეინს. მიიღებს მას, როგორც მეგობარს და არა როგორც მტერს.
-
კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს კაია კალასი: ქართველ ხალხს ევროპული მომავალი უნდა, მაგრამ მათ ამას "ქართული ოცნება" სისტემატურად ართმევს
გადახედვა
-
ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის ხვალ, EU უკრაინისა და მოლდოვისთვის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერებს გახსნის
გადახედვა
-
სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა სასამართლომ პარტიების აკრძალვის საქმიდან მოსამართლე მანანა კობახიძის თვითგანრიდების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
გადახედვა
-
Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის Global Finance: საქართველოს ბანკი საუკეთესო ბანკია ქვეყანაში მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
-
საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს საქართველოს განადგურების მოწოდებისა და ქართველების შეურაცხყოფისთვის რუსეთში მოქალაქე 10 000 რუბლით დააჯარიმეს
გადახედვა
-
როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს როგორ ირჩევს Global Finance მსოფლიოს საუკეთესო ციფრულ ბანკებს
-
ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა ევროსაბჭომ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არჩევნების ჩატარების გამო 77 ფიზიკური პირი დაასანქცირა
გადახედვა
-
BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა BMG: მამუკა მდინარაძემ საკონსულტაციო კომპანია დააფუძნა
გადახედვა
-
უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს უკრაინის შეიარაღებული ძალების დარტყმების შემდეგ, Yandex-ს შესაძლოა აღჭურვილობის შესაცვლელად ექვსი თვე დასჭირდეს
გადახედვა
-
მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია მომთაბარე პოდკასტი: ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — ფრინველების დიდი მიგრაცია
-
როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე როცა ხელოვნური ინტელექტი ფიზიკურ სამყაროში გადადის — რობოტიკიდან ბიოტექნოლოგიამდე
გადახედვა
-
"მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება "მცხეთობასთან" დაკავშირებით მცხეთის გარკვეულ ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება
გადახედვა
-
ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა ჩრდილოეთ კორეამ იაპონიის მიმართულებით ბალისტიკური რაკეტები გაუშვა
გადახედვა
-
გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი გია დვალი: მთელი სამყარო იყო, როგორც ბირთვული რეაქტორი
გადახედვა
-
Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმითი: რძე ხელოვნურ ინტელექტზე რეგულირებულია
გადახედვა
-
თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის თემურ ჭყონია აცხადებს, რომ მათი საქმიანობა რუსეთში "კოკა-კოლას" გაყიდვასთან დაკავშირებული არ არის
გადახედვა
-
POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა POG: რუსთავის N6-ე ციხის თანამშრომლების ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებზე 3 მსჯავრდებულს ბრალდება წარედგინა
გადახედვა
-
რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა? რა ღირს ოქროს და ვერცხლის მონეტები, რომლებიც ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებიდან 1700 წლის იუბილეს აღსანიშნად მოიჭრა?
გადახედვა
-
კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება კვლევის თანახმად, ქალების ემოციური ინტელექტი კაცებისას აღემატება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები საქართველოს ბანკის განათლების პროგრამებზე მიღება დაიწყო - აღმოაჩინე შენზე მორგებული შესაძლებლობები
-
ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა ირაკლი კობახიძე ვიეტნამის სოციალისტური რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
გადახედვა
კომენტარები