გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელია ციხეს 5 მაისს დატოვებს — რას ამბობს ადვოკატი
TV პირველმა გაავრცელდა ინფორმაცია, რომ ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას სამშაბათს, 4 მაისს ადვოკატები მოინახულებენ, ხოლო, ოთხშაბათს, 5 მაისს იგი, სავარაუდოდ, საპატიმროს ევროკავშირის გირაოს სანაცვლოდ დატოვებს. On.ge ინფორმაციის გადასამოწმებლად მელიას ადვოკატებსა და ევროკავშირის წარმომადგენლობის საქართველოს ოფისს დაუკავშირდა.
ევროკავშირის ოფისში ინფორმაციას არ ადასტურებენ. რაც შეეხება მელიას ინტერესების დამცველებს, ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი მელიასთან ვიზიტს ადასტურებს, თუმცა, მისი სავარაუდო გათავისუფლების შესახებ ინფორმაციას უარყოფს.
"სამშაბათს ჩვენ შევდივართ, რა თქმა უნდა, მაგრამ, ეს არის ჩვეულებრივი ვიზიტი. თითქმის ყოველ დღე, მას ვხვდებით რუსთავის ციხის შენობაში.
რაც შეეხება რაღაცა დოკუმენტზე ხელმოწერას, მსგავსი რამ ბუნებაში არ არსებობს. ეგეთი პროცედურა, რომ გირაოზე წინმსწრებად თანხმობა გამოხატო, არ არსებობს. შესაბამისად, არც ამ მიზნით არ არის ჩვენი ვიზიტი დაგეგმილი რუსთავის მე-13 დაწესებულებაში", — განაცხადა საძაგლიშვილმა On.ge-სთან.
იგი ამბობს, რომ ხელისუფლებას მოუწევს მელიას გათავისუფლება, თუმცა როდის და რა მექანიზმით, ჯერჯერობით არ იცის.
"მე პირადად, დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლებას, მიუხედავად იმისა, რომ მას არ სურს, მოუწევს უახლოეს მომავალში ნიკა მელიას გათავისუფლება საპყრობილიდან. პოლიტიკური ტყვეობიდან. ეს როდის იქნება, კონკრეტული თარიღის თქმა არ შემიძლია.
ხელისუფლებამ დააპატიმრა და დარწმუნებული ვარ, მოუწევს ახლო მომავალში მისი გათავისუფლება. რა ფორმით გააკეთებს ამას, ჩვენთვის უცნობია", — ამბობს ადვოკატი.
გუშინ, 1-ელ მაისს ნიკა მელიასთან შესახვედრად რუსთავს ციხეში პარტია ლელოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე მივიდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ ევროკავშირის გირაო უპრეცედენტოა და ამას მელია იაზრებს.
26 აპრილს თავად ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირის გირაოს დათანხმდეს, თუ პარტიები 20 ივნისის შესახებ ამნისტიას გაითხოვენ.
გაიგეთ მეტი:
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები