AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა კვლავ მხოლოდ 55 წელს ზევით მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი
ფოტო: Dado Ruvic/REUTERS
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორისა და კლინიკური ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, AstraZeneca-ს ვაქცინით აცრა კვლავ მხოლოდ 55 წელს ზევით მოქალაქეებისთვის იქნება შესაძლებელი.
"AstraZeneca-ს შემთხვევაში ასაკი დარჩეს იგივე, იმიტომ რომ ყველაზე ანგარიშგასაწევი ქვეყნები, მათ შორის: გერმანია, საფრანგეთი, სკანდინავიის ქვეყნები ასე იქცევიან. მათ ჩაატარეს დიდი კვლევები და ჩათვალეს, რომ ასე არის საჭირო. მინიმალური თრომბოზის რისკი სწორედ 55 წელს ქვემოთ არსებობს. მართალია ეს არის ერთეული შემთხვევები, მაგრამ მიზერიც არ გვინდა დავუშვათ. ასე რომ AstraZeneca-ზე 55 წელი და ზევით შენარჩეუნებული იქნება", — განაცხადა ცერცვაძემ ჯანდაცვის სამინისტროში კლინიკური საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.
27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე რეგისტრაცია 18 წლის ზემოთ მოქალაქეებსაც შეეძლებათ. ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამის საფუძველი არაერთი კვლევაა, სადაც 18-დან 60 წლამდე მოქალაქეებისთვის სინოფარმი არის უსაფრთხო ვაქცინა.
Sinopharm-ით ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ადგილები 2 საათში შეივსო. ვიზიტების დაჯავშნა 4-დან 15 მაისამდე პერიოდში იყო შესაძლებელი.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სინოფარმის ვაქცინა 35 ქვეყანაშია აღიარებული და ჩინეთის მწარმოებლებს 200 მილიონზე მეტი დოზა აქვთ გაცემული. თუმცა, ამ ეტაპზე ვაქცინას არ აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება.
გასცემს თუ არა ორგანიზაცია Sinopharm-ის გამოყენების ნებართვას ამ კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, Sinovac Biotech-თან დაკავშირებით კი იგივე ინფორმაციას მომდევნო კვირის ბოლოს მივიღებთ. ამის შესახებ WHO-ს ასისტენტ-დირექტორმა, მარიანგელა ბატისტა გალვაო სიმაომ, ორშაბათს განაცხადა.
ჩინეთმა ორივე ვაქცინა უკვე რამდენიმე ქვეყანაში გაიტანა ექსპორტზე, მათ შორის სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში, აზიასა და აფრიკაში. WHO-ს დასკვნა ვაქცინის დისტრიბუციისთვის გადამწყვეტი იქნება, რადგან სწორედ ამ რეგულატორის აღიარებაა მისი ეფექტიანობისა და უსაფრთხოობის ინდიკატორი. WHO-ს დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, Sinopharm COVAX-ის პლატფორმაზეც მოხვდება, რომელიც ვაქცინების განვითარებადი ქვეყნებისთვის მიწოდებას ისახავს მიზნად.
ასევე იხილეთ: კორონავირუსის ჩინური ვაქცინის ისტორია: ვაქცინების დიპლომატია თუ ბრძოლა საყოველთაო კეთილდღეობისთვის
WHO-ს ნებართვის მიღების შემთხვევაში, ჩინური Sinopharm იქნება პირველი ვაქცინა არადასავლური ქვეყნიდან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან მიიღო ნებართვა. ამ ეტაპზე კი, WHO-ს საგანგებო გამოყენების ნებართვა გაცემული აქვს ისეთი ვაქცინებისთვის, როგორიცაა Pfizer-BioNTech, AstraZeneca and Johnson & Johnson. ორგანიზაცია მიმდინარე კვირაში Moderna-სთვის ნებართვის გაცემის საკითხსაც განიხილავს.
-
რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა რუსეთმა Claude შპიონაჟის, დრონებით თავდასხმისა და დეზინფორმაციული მიზნებით გამოიყენა
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
კომენტარები