ქალთა მოძრაობა მაყაშვილს მხარდაჭერას უცხადებს და წულუკიანს გამოხმაურებისკენ მოუწოდებს
ქალთა მოძრაობა მსახიობ ნინუცა მაყაშვილს, რომელმაც ყოფილი ქმარი ოჯახში ძალადობაში დაადანაშაულა, უპირობო სოლიდარობას უცხადებს. მათი თქმით, მაშინ, როცა საზოგადოება არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულებების მიმართ, მსხვერპლი ქალის მხრიდან საკუთარ გამოცდილებაზე საუბარი მნიშვნელოვან გამბედაობას მოითხოვს.
"ჩვენს ქვეყანაში, სადაც ოჯახში ძალადობა სამწუხაროდ ხშირი მოვლენაა, საზოგადოება კი ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შეუწყნარებელი ამ ტიპის დანაშაულის მიმართ, მსხვერპლებს დიდი ძალის და გამბედაობის მოკრება სჭირდებათ საკუთარ გამოცდილებაზე ღიად და საჯაროდ სასაუბროდ.
ამ რეალობაში, კიდევ უფრო დასაფასებელი და მაგალითის მიმცემია ნინუცა მაყაშვილის გადაწყვეტილება ხმამაღლა ესაუბრა ყოფილი მეუღლის, რუსთაველის ეროვნული თეატრის მსახიობის, ბესო ზანგურის მხრიდან განხორციელებულ ძალადობაზე. გვჯერა, რომ მისი გამბედაობა გადამდები იქნება და ბევრი ქალისთვის გახდება სტიმული", — ვკითხულობთ ქალთა მოძრაობის განცხადებაში.
გამომდინარე იქიდან, რომ როგორც თავად მაყაშვილი, ისე მისი ყოფილი ქმარი, ბესო ზანგური თეატრის მსახიობები არიან, ქალთა მოძრაობაში აცხადებენ, რომ ეს არის "გამოცდა ქართული თეატრალური საზოგადოებისათვის". მოძრაობა ეხმაურება რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის, რობერტ სტურუას განცხადებებსა და შეფასებებს, როცა მან მაყაშვილს ბრალდება კომუნისტურ რეპრესიებს შეადარა.
"ეს არ არის მხოლოდ რიგითი სამარცხვინო განცხადება თუ კომენტარი. ესაა რუსთაველის ეროვნულ თეატრში აბსოლუტური ძალაუფლების მქონე პირის გენდერული მიკერძოება და წინასწარი განწყობა, რომელიც ხელს შეუშლის მას ამ დაწესებულების მართვაში და აქ მომუშავე ქალებისათვის უსაფრთხო, პატივისცემაზე დაფუძნებული, კეთილგანწყობილი, თანასწორი გარემოს შექმნაში, ანტიდისკრიმინაციული თუ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული მექანიზმების დანერგვაში.
ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც რობერტ სტურუა რეპრესიებად მოიხსენიებს თეატრის შიგნით გამოხატულ სოლიდარობის აქტებსაც და ამ სახით, როგორც ჩანს, მათ აღკვეთასაც ცდილობს. მას ავიწყდება, რომ ქალები მაყურებლებს შორისაც ვართ და დასის წევრებს შორისაც. ბევრი ჩვენგანი გამხდარა ოჯახში თუ მის გარეთ ძალადობის მსხვერპლი და ასეთი დამოკიდებულებები გვიქმნის მტრულ გარემოს ჩვენს გამოცდილებებზე სასაუბროდ", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ქალთა მოძრაობა, ასევე, მოითხოვს, ძალადბაში ბრალდებული ბესო ზანგური გამოძიების დასრულებამდე ჩამოშორდეს თეატრში.
ქალთა მოძრაობა მიმართავს კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს და მოუწოდებს დააფიქსიროს პოზიცია როგორც სავარაუდო ძალადობის შემთხვევაზე, ისე ამ ფაქტზე სახელმწიფო თეატრის დირექტორის შეფასებაზე. გარდა ამისა, ისინი მოუწოდებენ წულუკიანს მის დაქვემდებარებაში მყოფ სფეროებში ანტიდისკრიმინაციული და ანტიძალადობრივი პოლიტიკის მექანიზმების შექმნას.
ქალთა მოძრაობა, ასევე, მოუწოდებს სახალხო დამცველს შესაბამისი რეგაირება მოახდინოს რობერტ სტურუას განცხადებებზე. ასევე, მოითხოვენ დროულად დაიწყოს გამოძიება აღნიშნულ ფაქტზე.
"ოჯახში ძალადობის არც ერთი შემთხვევა არ უნდა დარჩეს დაუსჯელი", — აცხადებენ ქალთა მოძრაობაში.
მსახიობმა და ტელეწამყვანმა, ნინუცა მაყაშვილმა ყოფილ ქმარი, რუსთაველის თეატრის მსახიობი, ბესო ზანგურს ოჯახში ძალადობაში რუსთავი 2-ის გადაცემა ფარულ კონვერტში სტუმრობისას დაადანაშაულა.
"არ მახსოვს რა იყო მიზეზი, მაგრამ მახსოვს, რომ ეს ყველაფერი გააკეთა თავისი ოჯახის წევრების წინ და მე ვიყავი ორსულად. ხელის აღებაც არ იყო. ანუ, რეალურად, ძალიან [მცემა]", — განაცხადა მან.
ბესო ზანგური ყოფილ ცოლზე ძალადობას უარყოფს და აცხადებს, რომ მზად არის გამოძიებას კითხვებზე პასუხები გასცეს.
"დაიწყონ გამოძიება, მოხარული ვიქნები რომ გამოძიებას გავცე პასუხები. [...] მანამდეც მყოლია ცოლი, ნინუცა მაყაშვილამდე და მის მერეც, ახლაც მყავს. არცერთი ასეთ რაღაცას არც იგონებს, არც ადასტურებს", — აცხადებს ის რუსთავი 2-თან.
მაყაშვილს სოლიდარობა არაერთმა კოლეგამ და ცნობილმა სახემ გამოუცხადა. თავად ზანგური ყველა მსახიობს, ვინც მაყაშვილს სოლიდარობას უცხადებს, რუსთაველის თეატრსა და მის სამხატვრო ხელმძღვანელზე, რობერტ სტურუაზე თავდასხმაში ადანაშაულებს.
-
გადახედვააფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს აფხაზეთში ანგარიშები გაუყინეს არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელიც მოსახლეობას მატერიალურ და იურიდიულ დახმარებას უწევს
-
გადახედვაორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში ორი პოლიციელი დაიღუპა თავდასხმის შედეგად ყარაჩაი-ჩერქეზეთში
-
გადახედვაატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს ატაკამის უდაბნოს მიწისქვეშ, 4 მეტრ სიღრმეში, მიკრობული სიცოცხლე აღმოაჩინეს
-
გადახედვავცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო ვცხოვრობთ თუ არა სიმულაციაში — მეცნიერის თქმით, მან ამის მტკიცებულებას მიაგნო
-
გადახედვამეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს მეცნიერებმა ალმასი სულ რაღაც 150 წუთში შექმნეს
-
გადახედვაLIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა LIO with ILA — ქართული მუსიკალური პროექტი, რომლის სიმღერა პროტესტის ჰიმნად იქცა
-
გადახედვა126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს 126 სამოქალაქო და მედიაორგანიზაცია ხელისუფლებასთან თანამშრომლობას წყვეტს
-
გადახედვაკროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით კროსვორდი: გამოიცანი ევროპის ქალაქი ღირშესანიშნაობით
-
-
-
გადახედვაჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს ჰაბლის მონაცემებში 1000-ზე მეტი ახალი ასტეროიდი აღმოაჩინეს
-
გადახედვაშსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა შსს-მ დააკავა პირი, რომელმაც გარდაბანში თანასოფლელი მოკლა
-
გადახედვამანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა მანჯგალაძე: მინდა იცოდეს ყველამ, ვინც აპირებს 29 აპრილის აქციაზე მისვლას, ეს არ არის უბრალოდ თბილისში გასეირნება, ეს არის ღალატში თანამონაწილეობა
-
გადახედვასანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის პუნქტების გადახედვა — ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია შესწორებებით მიიღო
-
გადახედვა"ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს "ლგბტ პროპაგანდის ამკრძალავი" კანონის გამო, რუსეთში პაზოლინის ბიოგრაფიულ წიგნის ნაწილს ცენზურა დაადეს
-
გადახედვავენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ ვენეციაში შესასვლელად €5 უნდა გადაიხადოთ
-
გადახედვადააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს დააკავეს საქართველოს 4 მოქალაქე, რომლებმაც ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნები მოიპარეს
-
გადახედვაორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე ორბანი მიიჩნევს, რომ კობახიძე პოლიტიკაში დიდი მოჭადრაკეა, მას გროსმაისტერის უნარები აქვს — რა თქვეს ლიდერებმა უნგრეთში, კონფერენციაზე
-
-
გადახედვარამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა რამ გამოიწვია ათენის ცის გასაოცარი მოწითალო შეფერილობა
-
გადახედვაემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ ემა სტოუნს უნდა, თავისი ნამდვილი სახელი დავუძახოთ
კომენტარები