ხატია დეკანოიძე

25 Apr. 2024, 12:46

არაერთხელ მითქვამს, რომ ეს აქციები [რუსული კანონის საპროტესტო] არ არის ოპოზიციის ორგანიზებული. ეს აქციები ტარდება ყოველდღე და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელდება. ერთადერთი ბიძინა ივანიშვილის რაც უნდა, არის ის, რომ საქართველოს მოქალაქეები დააპირისპირონ. ასევე, პირველ რიგში, ეს უნდა რუსეთს.

საქართველოს მოქალაქეები, განსაკუთრებით ახალგაზრდები, არიან ძალიან აზრიანები და ჭკვიანები, ამიტომ ჩვენ, მათაც და ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაცია გვინდა და არ გვინდა ივანიშვილის რუსული მმართველობა, გათვითცნობიერებული გვაქვს რამდენად მნიშვნელოვანია და რამდენად ფრთხილები უნდა ვიყოთ.

ასევე, შემიძლია ვთქვა, რომ თუ ვინმეს უნდა დაპირისპირება — ეს არის ივანიშვილი. ჩემი ინფორმაციით, აქცია იქნება ყოველდღე, ისედაც ასე ხდება და ყოველდღე დადიან ახალგაზრდები.

29 აპრილს იქნება აქცია "რუსული მარში" რუსული კანონის დასაცავად, რომელსაც ჩვენდა სამარცხვინოდ, ჩვენი ხელისუფლება ატარებს იმ ადგილას, რომელიც დამოუკიდებლობის, დამოუკიდებელი, სუვერენული და თავისუფალი საქართველოს სიმბოლოა. საქართველოს პარლამენტის წინ, სადაც 9 აპრილი და დამოუკიდებლობა დაიბადა. ამიტომ, ეს არის ყველაზე დიდი მკრეხელობა, რომელსაც აიძულებენ, მათ შორის, ადმინისტრაციულ რესურსს, რომ ჩამოვიდნენ და ამ მარშში მიიღონ მონაწილეობა.

თქვა ხატია დეკანოიძემ, პარტია ევროოპტიმისტების დეპუტატმა (წყარო — ინტერპრესნიუსი). 

ქართულმა ოცნებამ 29 აპრილს რუსული კანონის მოწინააღმდეგეთა კონტრაქცია დააანონსა. მმართველი პარტია მოუწოდებს მოსახლეობას, 29 აპრილს პარლამენტთან შეიკრიბონ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
  2. ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
  3. მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
  4. სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
  5. ფიზიკური პირებისთვის ქონების გადასახადის 40 000-ლარიანი ზღვარი 100 000 ლარამდე იზრდება

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

"[აჭარაში] 2027 წელს კიდევ 10 ახალი სკოლის მშენებლობასა და 50-ის რეაბილიტაციას ვგეგმავთ" — ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აჭარაში წელს უკვე დასრულდა 4 ახალი სკოლის მშენებლობა, ხოლო…