რა გავიგეთ ახალციხეში მომხდარ ამბავზე და როგორია ექთნის მდგომარეობა
დღეს, 18 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალციხეში ექთანი AstraZeneca-ს ვაქცინის გაკეთების შემდეგ კომაში ჩავარდა. მედიების ნაწილი ამტკიცებდა, რომ ეს ვაქცინის გვერდითი მოვლენაა. შემთხვევიდან დაახლოებით 1 საათში, ჯანდაცვის სამინისტროსა და NCDC-ში გაიმართა ბრიფინგი, სადაც აღნიშნეს, რომ, შესაძლოა, ეს ვაქცინით გამოწვეული ანაფილაქსიური რეაქცია იყოს, თუმცა, ამას სჭირდება დადასტურება.
როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ექთანი ვაქცინაციის აქტიური მომხრე იყო და აცრის გაკეთების შემდეგ მან ერთ-ერთ მედიას ინტერვიუ მისცა, სადაც ვაქცინის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, ის თავს კარგად გრძნობდა, თუმცა დაახლოებით ნახევარ საათში შეუძლოდ გახდა. გარდა ამისა, მანვე აღნიშნა, რომ ექთანს სხვადასხვა დროს გაკეთებული ჰქონდა აცრები, თუმცა ანამნეზში ალერგიულ რეაქცია არ დაფიქსირებია.
ექთნის მდგომარეობის გაუარესებას ახალციხეში დაპირისპირება მოყვა. ოჯახის ახლობლებმა დაამტვრიეს კლინიკის მინები და ექთნის ნახვას ითხოვდნენ.
რა ვიცით სავარაუდო გვერდით რეაქციასა და ექთნის მდგომარეობაზე
"ბრიფინგის ძირითადი მიზანია, გაუწყოთ და შეგატყობინოთ პირველი სერიოზული გვერდითი რეაქცია, გართულება ვაქცინაციის პროცესის. ვაქცინაცია და ნებისმიერი წამალი არ გახლავთ დაზღვეული გვერდითი მოქმედებებისგან. ვაქცინებზე ზოგადად, არსებობს მსუბუქი გვერდით მოქმედებები და სერიოზული. ყველაზე სერიოზული გვერდით მოქმედება, რომელიც ვითარდება სწრაფად, ვაქცინის ან წამლის გამოენების შემდეგ, ეს არის ანაფილექსიური რეაქცია, რომელიც ინექციიდან 15-20-30 წუთში ვითარდება, თუმცა შეიძლება იყოს მოგვიანებითი რეაქციაც", — განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისივე განცხადებით, ექთანს გვერდითი მოვლენის განვითარება ვაქცინაციიდან 30 წუთის შემდეგ დაეწყო. ის ზუსტად ვერ ამბობს, იყო ეს ალერგიული, თუ სხვა ტიპის რეაქცია, თუმცა ექიმებთან წინასწარი კონსულტაციის მიიხედვით, ვარაუდობენ, რომ საქმე გვაქვს ანაფილაქსიურ რეაქციასთან.
"დღეს ახალციხეში, იმედის კლინიკაში, რომელიც აწარმოებს აცრებს და აცრილი ჰყავს დაახლოებით 16 ადამიანი, 12:15 წუთზე აიცრა ჩვენი კოლეგა, სამედიცინო პერსონალი, 27 წლის ქალბატონი. რომელიც როგორც ვიცი ანამნეზით, სისტემატურად იტარებდა გრიპის საწინააღმდეგო აცრას და ასევე არ აღნიშნავდა ანამნეზში ალერგიულ რეაქციებს", — განაცხადა გამყრელიძემ.
მანვე განაცხადა, რომ პაციენტს ადგილზევე ჩაუტარდა დახმარება, მაგრამ მდგომარეობა სწრაფად დამძიმდა და მოხდა მისი ხელოვნურ სუნთქვაზე გადაყვანა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ექთნის მდგომარეობა მძიმეა და ამ დროისთვის მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილებაში. მისივე თქმით, ის თბილისში გადმოჰყავთ.
"ამ შემთვევაში მძიმე გვერდით რეაქციასთან გვაქვს საქმე, რადგა მან გამოიწვია ჰოსპიტალიზაცია და რეანიმაციული მკურნალობის აუცილებლობა", — აღნიშნა გაბუნიამ.
შეჩერდება თუ არა AstraZeneca-თი ვაქცინაცია
"დაუყოვნებლივ დაწყებული იქნა გამოძიება ამ შემთხვევის, როგორც ეს ხდება გვერდითი მოვლენების მართვის პროტოკოლის შესაბამისად", — განაცხადა ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ.
გარდა ამისა, მათ აღნიშნეს, რომ პროცესში ჩართულები არიან იმუნიზაციის უსაფრთხოების ექსპერტები და ეროვნული კომიტეტის წევრებიც. მათივე თქმით, გაიმართება სხდომა, სადაც იმსჯელებენ შეჩერდება თუ არა ქვეყანაში ასტრაზენეკათი ვაქცინაცია.
"სტანდარტულად, როდესაც დგება სავარაუდო გვერდითი რეაქცია. ექსპერტების შეფასების საფუძველზე, თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია და ახლა ასეა. ამ შემთხვევაში, ვიდრე არ მოხდება შესწავლა შემთხვევის და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის გამოკვლევა, ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებე იმაზე, ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, ვიდრე არ დადგინდება", — განაცხადა გაბუნიამ.
მანვე აღიშნა ისიც, რომ ასტრაზენეკას ვაქცინას მსგავს გვერდით რეაქცია აქვს უკვე დაფიქსირებული — ბრიტანეთის მონაცემებით, 5 მილიონი შემთხვევიდან 41 იყო მსგავსი ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია.
გარდა ამისა, გაბუნიას დაუსვეს კითხვა ანტივაქსერული დამოკიდებულებებისა და ამ ემთხვევის გამო ნდობის შესაძლო კლების შესახებ, რაზეც მან განაცხადა:
"ნდობა ისედაც მოსახლეობაში და სამედიცინ პერსონალში ვაქცინაციის პროცესის მიმართ მაღალი არ არის. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთა მიმართებაში ყოველთვის არის უფრო ნაკლები".
აღსანიშნია, რომ ვაქცინის გვერდით მოვლენებზე ინფორმაცია თავიდანვე გავრცელდა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტები აცხადებდნენ, რომ რისკისშემცველი შემთხვევების მაჩვენებელი ძალიან დაბალია.
განახლება
საქართველოში AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენება არ შეჩერდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა და პაციენტის მდგომარეობაზეც ისაუბრა.
"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან და სულ რამდენიმე წუთის წინ ჩვენ შევიტყვეთ, ასტრაზენეკას მიმართ გაკეთებული დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე რისკი, რაც არ აძლევს არც ერთ ქვეყანას იმის საფუძველს, რომ შეჩერებულ იქნას ასტრა-ზენეკას მოხმარება ნებისმიერ ქვეყანაში. ", — განაცხადა ტიკარაძემ.
მინისტრის თქმით, ექთნის საქმეს სპეციალური კომიტეტი შეისწავლის. მისივე თქმით, მოქალაქეებს ინფორმაციას დაუყოვნებლივ მიაწვდიან, როცა პასუხი ექნებათ. მინისტრმა აღნიშნა ისიც, რომ პაციენტი თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანეს და მის მკურნალობაზე მულტიპროფილური გუნდი იზრუნებს.
"კერძოდ, ექიმების მულტიპლოფილური გუნდი საღამოს ცხრა საათზე გამართავს ერთობლივ კონსილიუმს, რის საფუძველზე მიიღეება ერთობლივი გადაწყვეტილება, თუ როგორი იქნება პაციენტის შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ექიმების ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ ძალიან მალე შევძლებთ და გვექნება გამოსავალი პაციენტთან მიმართებაში", — განაცხადა მან.
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვაკობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს" კობახიძე აცხადებს, რომ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერს "ჩალის ფასი აქვს"
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები