მოდი, შევთანხმდეთ, რომ თუკი პოტერჰედი ხარ და ლეგენდარული საგა მხოლოდ ქართულ ენაზე გაქვს წაკითხული, შენ ჯოან როულინგის ბესტსელერი წიგნების სერია Harry Potter არ წაგიკითხავს.

დამაბნეველია, არა? ზუსტად ისე, როგორც თარგმნა! თარგმნა, მით უმეტეს, მხატვრული ლიტერატურის, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ზებუნებრივ ნიჭს მოითხოვს. მთარგმნელები ხანდახან ხუმრობენ, რომ სამიზნე ენაზე წერისას ავტორის ხმა ჩაესმით, რომელიც კარნახობს, როგორ მოიქცნენ. მიუხედავად ამისა, ალბათ უცნობი არ იქნება შენთვის, რომ თარგმანში ავტორის ჩანაფიქრის მნიშვნელოვნად დიდი ნაწილი იკარგება.

სამწუხაროა, მაგრამ რას ვიზამთ. ამის საილუსტრაციოდ კვლავაც ჰარი პოტერს დავუბრუნდეთ.

იუთუბზე არსებობს ასეთი ვიდეო — ჰარი პოტერი და მთარგმნელების კოშმარი. ვიდეოში ზოგადი მიმოხილვითაა ახსნილი, რამდენად რთული გამოდგა ერთ-ერთი ყველაზე თარგმნადი წიგნის ადაპტირება სხვადასხვა ენაზე. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ — როულინგი იყენებს უამრავ ლიტერატურულ ხერხს — ალუზიებს, ალიტერაციებს, სიტყვების თამაშს და სხვა. მაგალითად, სევერუს სნეიპის გვარი შემთხვევით არჩეული არაა — იგი მინიშნებაა ინგლისურ სიტყვაზე Snake (გველი) და პერსონაჟის ხასიათს უსვამს ხაზს. ყველა მკითხველისთვის სანატრელი მრუდე ქუჩა კი, რომელსაც ორიგინალში diagon alley ჰქვია, წარმოთქმისას მოკლდება და ხდება diagonally (დიაგონალურად).

მოკლედ, კვლავაც შევთანხმდეთ, რომ სტატიის დასაწყისში ნახსენები "შევთანხმდეთ" განხილვას არ ექვემდებარება. მიუხედავად იმისა, რომ მთარგმნელების მიერ გაწეული შრომა კოლოსალურია, თარგმანში დაკარგული არა მხოლოდ ადამიანი, იდეაც კი შეიძლება აღმოჩნდეს.

ფოტო: Kasia Bojanowska / Dribbble

როგორ მოვიქცე?

გამოსავალი კი არცთუ ძნელად მისაგნებია. უნივერსიტეტში ლიტერატურის კურსებზე სტუდენტებს ყოველთვის მოუწოდებენ, რომ შესაძლებლობის ქონის შემთხვევაში ნაწარმოების ორიგინალში წაკითხვაზე უარი არ თქვან. ყველა ენას კი ვერ ვისწავლით, თუმცა, შეგვიძლია, ყველაზე პოპულარული და, ამასთან, სასწავლად ერთ-ერთ ყველაზე მარტივად მიჩნეული ენა — ინგლისური — ავირჩიოთ, რომელზეც, დაახლოებით, 1,35 მილიონი ადამიანი საუბრობს. ამის გამო, ბევრი ავტორი მშობლიურის ნაცვლად სწორედ ინგლისურად წერს.

სად მივაგნო წიგნების ორიგინალურ გამოცემებს?

აი, ეს კი წინა საკითხზე ცოტათი უფრო რთული მოსაგვარებელია. როცა გადაწყვეტ, რომ წიგნების ორიგინალური ვერსიები იკითხო, წააწყდები მთავარ პრობლემას — სად იშოვო წიგნები, თანაც მარტივად და კომფორტულად. ამ უკანასკნელი წინაპირობის გამო, შესაძლო გზებს ალბათ უცხოეთიდან გამოწერა გამოაკლდება. ყველაფერი ჯერ ძვირიანი გამოცემებით იწყება, შემდეგ — იმაზე ნერვიულობით, რომ წიგნს ნაბეჭდი წუნი არ ჰქონდეს, მერე კი გრძელდება მინიმუმ ორკვირიანი ლოდინით და, საბოლოო ჯამში, ხშირად უკმაყოფილებით სრულდება.

მოკლედ, განვაგრძოთ ძიება საქართველოში. თუკი წიგნის მოყვარულთა ჯგუფებში იკითხავთ, სად შეიძლება ინგლისურენოვანი წიგნების საქართველოში შეძენა, არაერთგვაროვან პასუხებს მიიღებთ. რა გასაკვირია, რომ შემოთავაზებებს შორის უმეტესობა "პირატულად" ნაბეჭდი წიგნებია.

ლირიული გადახვევა: "პირატულად" ნაბეჭდი წიგნები არალეგალურად გამოცემული ნაწარმოებებია, რომლებიც როგორც ფურცლის ხარისხით, ასევე სხვა მახასიათებლებით, დიდად ჩამოუვარდება ორიგინალურ ვერსიებს. ამასთან, მათი გაყიდვით მიღებული თანხიდან არც ავტორი და არც ოფიციალური გამომცემელი სარგებელს არ იღებს.

იცოდით, რომ საქართველოში რამდენიმე პრესტიჟულ გამომცემლობას, მათ შორის Macmillan Education-ს, Pearson-ს, Penguin Random House-ს და HachettePublishing-ს ოფიციალური წარმომადგენელი ჰყავს, რომელიც მათ ორიგინალურ გამოცემებს სთავაზობს ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ მკითხველს?

ეს ოფიციალური წარმომადგენელი English Book Education არის, რომელსაც საკუთარი ონლაინმაღაზია — bookshop.ge — აქვს.

ეს არის სრულყოფილი ონლაინმაღაზია, რომელშიც ნავიგაცია მეტად მარტივია — ჟანრობრივად დალაგებული მხატვრული და არამხატვრული ლიტერატურა შეგიძლია "კალათაში" ან "ვიშლისტში" დაამატოთ, შემდეგ კი ისარგებლო კომფორტული მიტანის სერვისით, როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში.

ბუქშოფზე შეხვდები არა მხოლოდ წიგნებს, არამედ სხვადასხვაგვარ აქსესუარებსა და საჩუქრებსაც კი, რომელთა მიღებაც ყველა ბიბლიოფილს გაუხარდება.

ფოტო: Karolin Gu / Dribble

რა შემიძლია ვიყიდო BOOKSHOP.GE-ზე?

ონლაინმაღაზიაში, როგორც უკვე ვახსენეთ, შეხვდებით წიგნების მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც ყველა გემოვნების მკითხველზეა გათვლილი. რთულია, ასობით წიგნს შორის მხოლოდ რამდენიმე შეარჩიო, თუმცა, ვეცდებით, ერთი-ორი რეკომენდაცია შემოგთავაზოთ, რომელიც ბუქშოფის ვირტუალური სამყაროს უკეთ შეცნობაშიც დაგეხმარება.

კლასიკა — 1984

ფოტო: Penguin Random House / Bookshop.ge

ონლაინმაღაზიაში სხვადასხვა გამომცემლობის მიერ მომხიბვლელი ყდებით დაბეჭდილი კლასიკური ნაწარმოებების ფართო არჩევანი დაგხვდებათ.

მათ შორისაა ჯორჯ ორუელის ლეგენდარული რომანი — 1984 — რომელიც დღემდე მიიჩნევა ჟანრის ერთ-ერთ საუკეთესო ნიმუშად, თარგმნილია ათობით ენაზე და შეტანილია არაერთი სკოლისა და უნივერსიტეტის სასწავლო კურსების სილაბუსში.

რომანს თავის დროზე წინასწარმეტყველურსაც კი უწოდებდნენ და მეტი მისტიკურობისთვის დასძენდნენ, რომ იგი 1948 წელს დაიწერა, შესაბამისად, ციფრების გადანაცვლება თარიღში მართლაც მისნობის ნიშანი იყო.

ტექსტის უკან რა იმალება, ამის გამოცნობა შენთვის მოგვინდვია ჩვენც და ავტორსაც, თუმცა, ურიგო არ იქნება, აღგვენიშნა, რომ თუნდაც უკვე გქონდეთ ეს წიგნი ქართულად წაკითხული, ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო მისი ორიგინალში "გადაკითხვა" ბევრ სიახლესაც აღმოგაჩენინებს.

შეიძინე Bookshop.ge-ზე 28,5 ლარად

მისტიკური დეტექტივი — დაკარგული სიმბოლო (The Lost Symbol)

ფოტო: Transworld Publishers Ltd / Bookshop.ge

სათუოა, დენ ბრაუნის სახელი გაგონილი არ გქონდეს. სხვა თუ არაფერი, ის სკანდალი მაინც გეცოდინება, რომელიც მისი ბესტსელერი რომანის — და ვინჩის კოდის — მიხედვით გადაღებული ფილმის პრემიერას მოჰყვა რამდენიმე ქვეყანაში.

დაკარგული სიმბოლო კვლავაც რობერტ ლენგდონის შესახებ დაწერილი რომანია, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ არ თარგმნილა ქართულად, თუმცა, როგორც ხვდები, იგი საქართველოში მაინცაა ხელმისაწვდომი.

ქრონოლოგიურად, 2009 წელს გამოცემული დაკარგული სიმბოლო ლენგდონის შესახებ დაწერილი ხუთწიგნეულის მესამე ტომია. წინამორბედების — ანგელოზების და დემონების და და ვინჩის კოდის — მსგავსად, ისიც ბესტსელერად იქცა და ავტორის გულშემატკივარი მკითხველების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

აღსანიშნავია, რომ ბუქშოფზე შენ დენ ბრაუნის სხვა წიგნების შეძენაც შეგიძლია, მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის — ციფრული ციხე-სიმაგრე.

შეიძინე Bookshop.ge-ზე 31,5 ლარად

დისტოპია — აღთქმები (The Testaments)

ფოტო: Vintage Publishing / Bookshop.ge

მარგარეტ ეტვუდი რომ კლასიკის კატეგორიაში მოგვექცია, არც ეგ იქნებოდა ურიგო. თუმცა, მწერალი დისტოპიური ჟანრის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის — მხევლის წიგნის — ავტორი გახლავთ. ამასთან, ეტვუდმა ამ ჟანრს (და არა მხოლოდ), უზარმაზარი მემკვიდრეობა შესძინა, ამიტომ ისევ ჟანრული ლიტერატურის ნიმუშად განვიხილოთ.

აღთქმები სწორედ მხევლის წიგნის ერთგვარი გაგრძელებაა, რომელიც წინამორბედის გამოცემიდან რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, 2019 წელს დაიბეჭდა და უმალ გახდა არაერთი ქვეყნის ბესტსელერების სიის უპირობო ლიდერი.

სერიალის წარმატების შემდეგ ეტვუდის სამყარო კიდევ ერთხელ მოექცა ყურადღების ცენტრში და მასში დასმული სოციალური უთანასწორობის საკითხების რელევანტურობა კვლავ თვალსაჩინო გახდა. სულ მალე მხევლის წიგნის მეოთხე სეზონსაც ვიხილავთ, მანამდე კი, შეგვიძლია, ბუკერის პრემიის მფლობელ რომანს ჩავუსხდეთ წასაკითხად.

შეიძინე Bookshop.ge-ზე 28,5 ლარად

საბავშვო კლასიკა — ოზის ჯადოქარი (The Wizard of Oz)

ფოტო: Penguin Books Ltd / Bookshop.ge

ოზის ჯადოქარი კი ყოველგვარი წინაპირობების გარეშე შეიძლება მოექცეს კლასიკის სახელქვეშ. მიუხედავად იმისა, რომ ფრენკ ბაუმის შექმნილი ლეგენდარული სამყარო და ერთ საუკუნეზე მეტი ხნის წინ გამოიცა, იგი გაყიდვებში ტოლს არ უდებს თანამედროვე ბესტსელერებს, ამიტომაც ბუქშოფზე მას საბავშვო ლიტერატურის კატეგორიაში შეხვდები.

ოზის ჯადოქრის შეფასებაში გადაჭარბება კი შეუძლებელია. ეს არის წიგნი, რომელსაც არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ მთელ მსოფლიოში, ბავშვებს უკითხავენ და აკითხებენ

წარმატებული მიუზიკლისა და ფილმის დახმარება წიგნს ნამდვილად არ დასჭირვებია. გამოცემიდან მალევე იგი ათიათასობით ეგზემპლარად გაიყიდა და ტირაჟი ტირაჟზე დაიბეჭდა. დღესდღეობით გაყიდული ეგზემპლარების რაოდენობა კი უკვე მილიონებში ითვლება.

ონლაინმაღაზიაში წარმოდგენილი გამოცემა Penguin-ის გამომცემლობის იმპრინტის, Puffin-ის კლასიკის ოცეულში მოხვდა და ულამაზეს ყდასთან ერთად ცნობილი გერმანელი საბავშვო მწერლის, კორნელია ფუნკეს წინასიტყვაობაც დაერთო.

შეიძინე Bookshop.ge-ზე 27,5 ლარად

საშინელებათა ჟანრი — ის (It)

ფოტო: HODDER & STOUGHTON / Bookshop.ge

საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებები მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამონაკლისი არც საქართველოა. Bookshop.ge-ზე ჰორორის კატეგორიაში სხვადასხვა ეპოქაში დაწერილ არაერთ სულისშემძვრელ ამბავს გადააწყდებით.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ჟანრში ყოველწლიურად უამრავი ახალი ავტორი და წიგნი ჩნდება, "ჰორორის მამად" აღიარებული სტივენ კინგი ტიტულის დათმობას არ აპირებს. ახალ-ახალი წიგნების გამოცემასთან ერთად მისი უკვე კლასიკად ქცეული ნაწარმოებები კვლავ ხვდება ბესტსელერების სიებში. მათგან ერთ-ერთი It არის, რომელიც 1986 წელს გამოიცა.

სქელტანიანი რომანის (1392 გვერდი!) მიხედვით გადაღებული ფილმი 2017 წელს გამოვიდა და დიდი კომერციული წარმატება ხვდა წილად. თანაც, წიგნმა და, მოგვიანებით, ფილმმაც ადამიანებს კვლავ დაუბრუნეს კლოუნების მიმართ უჩვეულო შიში.

თუკი არც შიშის გრძნობას უფრთხი და არც — ერთი ამოსუნთქვით წასაკითხავ, მაგრამ მაინც სქელ წიგნებს, სტივენ კინგი, დიდი ალბათობით, შენს საყვარელ ავტორად იქცევა.

შეიძინე Bookshop.ge-ზე 31,5 ლარად

დაბოლოს — ჰარი პოტერი

ფოტო: Bloomsbury Publishing PLC / Bookshop.ge

ახლა ვფიქრობთ, რამდენად შეურაცხყმყოფელი იქნება პოტერჰედებისთვის, ჰარი პოტერის წარდგენაზე გამოვიდოთ თავი. არც იმას ვიტყვით, რომ წესით კლასიკის კატეგორიაში უნდა მოქცეულიყო — ამაზე ბუქშოფმა შესანიშნავი პასუხი გასცა და ჰარი პოტერს საერთოდ ცალკე კატეგორია დაუთმო. თუმცა, არც ისაა შემთხვევითი, რომ სტატია ამ ჯადოსნურ სამყაროზე საუბრით დაიწყო და სრულდება.

ისე, ონლაინმაღაზიაში შეგიძლია შეიძინო ჰარი პოტერის თემატიკის აქსესუარები და საჩუქრებიც. ასევე წიგნი, რომელსაც გვერდით ხედავ, პირველი რომანის გამოცემიდან 20 წლისთავის აღსანიშნავად დაბეჭდილი საიუბილეო გამოცემაა. იგი ჰოგვორტსის სხვადასხვა კლუბის ფერებით და სიმბოლიკითაა გამოცემული და პოტერჰედების დაბადების დღეებზე საუკეთესო საჩუქარია (ჰოგვორტსის წერილს თუ არ ჩავთვლით).

სხვათა შორის, ბუქშოფზე როულინგის სხვა წიგნებსაც შეხვდებით, მათ შორის — გასულ წელს გამოცემულ The Ickabog-ს, რომელიც ჰარი პოტერის შემდეგ ავტორის მიერ დაწერილი პირველი საბავშვო წიგნია. ამასთან, მისი გაყიდვიდან შემოსული თანხა საქველმოქმედო მიზნებს ხმარდება.

შეიძინე Bookshop.ge-ზე 30,5 ლარად


მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს, რომ ორიგინალში კითხვა არა მხოლოდ ინფორმაციის დანაკარგების გარეშე მიღების საშუალებას გვაძლევს, არამედ, ხელოვნების დანიშნულების შეცნობაშიც გვეხმარება — ესაა კავშირი შემოქმედსა და, ამ შემთხვევაში, მკითხველს შორის, რომელიც მედიუმს და შუამავალს არ საჭიროებს.

ამ ყველაფრის შემდეგ, აუცილებელია, მაინც აღვნიშნოთ — არსებობენ ადამიანები (ზემოთ ნახსენები ბიბლიოფილები), რომლებიც განსაკუთრებულ სიამოვნებას წიგნის მაღაზიაში თაროებს შორის სიარულით და ფიზიკურ სივრცეში ზოგჯერ ბრმად არჩეული წიგნის ხელში ჩაგდებით იღებენ.

ასეთი სურვილების მქონე ადამიანებს შეგიძლიათ, English Book Education-ის მაღაზიას პირდაპირ მისამართზე მიაკითხოთ — თბილისში, ჭავჭავაძის 14-ში და ბათუმში, ძმები ზუბალაშვილების და ბარათაშვილის ქუჩების კვეთაზე.

სასიამოვნო მოგზაურობას გისურვებთ ინგლისურენოვანი წიგნების სამყაროში!