საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნებში მონაწილე და დაინტერესებულ ყველა მხარეს მოუწოდებს, "უზრუნველყონ საარჩევნო ყრილობის მშვიდ გარემოში ჩატარება, დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და თავი შეიკავონ პროვოკაციული ქმედებებისგან".

ამის შესახებ უწყებამ სპეციალური განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი.

დღეს, 13:00 საათზე, თბილისში რაგბის კავშირის პრეზიდენტის საარჩევნო ყრილობა იმართება.