საკვირველია პიკეტირება და ახალი დაკავებები მიშელთან შეხვედრის შემდეგ — ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ 1-ელ მარტს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან გამართული შეხვედრის შემდეგ, საკვირველია დღევანდელი რეაქციები. კონკრეტულად, კითხვები იმის შესახებ, რატომ არ ესწრებოდა შეხვედრას თავად ზურაბიშვილი, ასევე, პარლამენტის პიკეტირება და ახალი დაკავებები.
"ევროკავშირმა, უმაღლესი პოლიტიკური ფიგურის ქვეყნის კრიზისში და მის განმუხტვაში ჩართვით, გვაჩვენა, რომ ევროპა არა თუ გასულია ამ რეგიონიდან და ამ ქვეყნიდან, არამედ პირიქით, საქართველოს დემოკრატიულობა, სტაბილურობა და განვითარება ისე, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ევროპისათვის.
ამ ფონზე კი, პირდაპირ საკვირველია დღევანდელი რეაქციები, დაწყებული იმით, რომ კითხულობენ — სად იყო პრეზიდენტი, დამთავრებული — პიკეტირებით, თუ ახალი დაკავებებით", — წერს ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მიესალმება ქვეყნის პრემიერმინისტრისა და ოპოზიციონერი ლიდერების კონსტრუქციულ მონაწილეობას, თუმცა, ფიქრობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ერთობლივი შეხვედრის მნიშვნელობა კარგად გააზრებული არ არის.
"ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო, და რომ ეს დამოკიდებულება ჩვენგან პასუხს, ანუ პასუხისმგებლობის აღებას ითხოვს. ჩვენგან ელიან მეტ თანმიმდევრულობას, მეტ კონსტრუქციულობას, მეტ სახელმწიფოებრივ მიდგომას, ანუ ჭეშმარიტ პატრიოტიზმს", — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
1-ელ მარტს, პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ოპოზიციონერ ლიდერებთან და ქვეყნის პრემიერმინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთობლივი შეხვედრა გამართა. როგორც ცნობილია, შეხვედრაზე იმსჯელეს ქვეყანაში პოლიტიკური პროცესების გაჯანსაღების 6-პუნქტიან გეგმაზე. შეხვედრას არ ესწრებოდა პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ, ოპოზიციონერმა ლიდერებმა განაცხადეს, რომ დაგეგმილი პიკეტები და აქციები არ გაუქმებულა. დღეს, პარლამენტის პიკეტირებისას პოლიციამ 7 აქტივისტი დააკავა.
მმართველი გუნდის წევრები აცხადებდნენ, რომ შარლ მიშელთან შეხვედრიდან 12 საათში ოპოზიციამ არათანმიმდევრული ნაბიჯი გადადგა და "ჰალსტუხიანი შეხვედრის" პარლამენტთან "რუსეთების ძახილით" მივიდა. მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთა პარტია მოქალაქეების ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა. მან თქვა, რომ პარლამენტის პიკეტირება ეწინააღმდეგება ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შეხვედრის სულისკვეთებას. საპასუხოდ, ოპოზიციამ ღარიბაშვილის შეცვლილი რიტორიკა გააკრიტიკა.
დღეს, ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციონერი ლიდერები ერთმანეთს შეხვდნენ. შეხვედრის შემდეგ ისინი ამბობდნენ, რომ ხელისუფლებას მოლაპარაკებების შეწყვეტის საბაბს არ მისცემენ და დიალოგის გასაგრძელებლად, მზად არიან აქციების ფორმის ცვლილებაზეც იმსჯელონ.
გაიგეთ მეტი:
- უდუმაშვილი: აქციების ფორმის შეცვლაზე ვისაუბრეთ, დიალოგის ჩაშლაზე საუბრის საბაბი რომ არ იყოს
- თუ დიალოგი რეალურად დაიწყება, კორექტივებს შევიტანთ სამოქმედო სტრატეგიაში, ჯერ ცვლილება არ არის — უგულავა
- არ მივცემთ საბაბს ხელისუფლებას, რომ მოლაპარაკებები შეწყდეს — სამნიძე
- ოდიშარია: ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციაზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიტაციაზე
- ღარიბაშვილის რიტორიკა საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინის ადეკვატური არ არის — დეკანოიძე
- გაუგებარია, გუშინ საუბარი დაიწყო, დღეს მივიღეთ რადიკალიზმი და დესტრუქცია — კალაძე პიკეტირებაზე
-
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვალელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს! ლელო: ვუერთდებით 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს, რათა კიდევ ერთხელ ვუთხრათ "კი" ევროპას და "არა" რუსულ კანონს!
-
გადახედვარუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა რუსული კანონის მეორე საკომიტეტო მოსმენა 29 აპრილს დაინიშნა
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები