სომხეთის დედაქალაქის მთავარ მოედანზე ხელისუფლება და ოპოზიცია აქციას მართავს. ოპოზიცია ქვეყნის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანისა და მთავრობის კაბინეტის თანამდებობიდან წასვლას მოითხოვს, რასაც პრემიერმინისტრი სამხედრო გადატრიალების მცდელობად აფასებს.

Armenpress-ის ცნობით, ოპოზიციის ერთ-ერთი წარმომადგენელი, გეგამ მანუკიანი აცხადებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები ფაშინიანის გადადგომაზე მოწოდებას უნდა შეურთდნენ.

რესბუბლიკის მოედანზე, თავის მხრივ, მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს ნიკოლ ფაშინიანი. შეკრებილები სკანდირებენ: "ნიკოლი პრემიერია".

მან საზოგადოებას ერევნის ცენტრში შეკრებისკენ მას შემდეგ მოუწოდა, რაც სომხეთის სამხედრო მაღალჩინოსნებმა მიერ მისი და მთავრობის კაბინეტის გადადგომა მოითხოვეს.

ფაშინიანმა განაცხადა, რომ 16:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე მოსახლეობას მიმართავს.

სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა დღეს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ფაშინიანის მიერ გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილის, ტირან ხაჩარიანის გათავისუფლებასთან დაკავშირებით მწვავე უკმაყოფილება გამოხატა.

განცხადებას, რომელსაც ხელი გენერალური შტაბის უფროსმა, მისმა მოადგილეებმა და სამ ათეულზე მეტმა სამხედრო მეთაურმა მოაწერა, ნათქვამია, რომ პრემიერმინისტრსა და მთავრობას გონივრული გადაწყვეტილებების მიღება აღარ შეუძლიათ.

სომხეთში მოქმედი პრემიერმინისტრისადმი უკმაყოფილების ტალღა 2020 წლის სექტემბერში აზერბაიჯანთან ომის შედეგების შემდეგ დაიწყო. 10 ნოემბერს, გვიან ღამით, მოულოდნელად, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და რუსეთმა სამშვიდობო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. სომხეთს აზერბაიჯანისთვის ტერიტორიების გადაცემა მოუწია, ხოლო ლაჩინში შეიქმნა დერეფანი, სადაც რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ.

სომხეთისთვის ომის არასახარბიელოდ დასრულების გამო, ერთ დროს მოსახლეობისგან მხარდაჭერილი პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მაშინვე დაიწყო. ოპოზიცია და აქტივისტები მის გადადგომასა და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვდნენ.

2020 წლის სექტემბრის ბოლოს აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებები განაახლეს და პროვოკაციებში ერთმანეთს ადანაშაულებდნენ. 40-დღიანი ომის შემდეგ, 9-10 ნოემბერს მოსკოვში სამხრივი შეთანხმებით დასრულდა.