შატილში მომხდარი ტრაგიკული ავტოავარიის გამო თრეველ ჯი-ს დირექტორი და მიკროავტობუსის მფლობელი მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მათ ბრალი ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში ედებათ, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, 3 ადამიანი კი მძიმედ დაშავდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.