საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების პროცესის განხორციელების შესახებ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2020 წელს ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვა დაახლოებით 12%-ით შემცირდა.

"2020 წლის პირველ თერთმეტ თვეში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის სავაჭრო ბრუნვამ 2,1 მილიარდი ევრო შეადგინა, რაც 12%-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2020 წლის იანვრიდან ნოემბრამდე ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის იმპორტი საქართველოდან 671 მილიონი ევროს ღირებულების საქონელი იყო, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 16%-ით მეტია. ამავე პერიოდში ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ საქართველოში 1,443 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი მოახდინა (რაც 21% -ით ნაკლებია, ვიდრე 2019 წლის პირველი თერთმეტი თვის განმავლობაში)", — წერია დასკვნაში.

ანგარიში ასახავს პერიოდს ბოლო მოხსენების გამოქვეყნებიდან (2020 წლის 6 თებერვალი) საბჭოს მორიგ სხდომამდე, რომელიც 2021 წლის პირველ კვარტალში გაიმართება.