გადატრიალების შემდეგ პოლიციამ ყოფილ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა
სამხედრო გადატრიალების შემდეგ პოლიციამ ქვეყნის ფაქტობრივ ლიდერს, აუნ სან სუ ჩის ბრალი წაუყენა. პოლიციის დოკუმენტების თანახმად, ის შინაპატიმრობაში 15 თებერვლამდე იქნება.
როგორც BBC წერს, მისთვის წაყენებული ბრალი ითვალისწინებს იმპორტისა და ექსპორტის კანონის დარღვევას, ასევე კომუნიკაციისთვის უკანონო აპარატების ფლობას. დოკუმენტებში ნათქვამია, რომ აუნ სან სუ ჩიმ კომუნიკაციისთვის უკანონოდ შემოიტანა და იყენებდა რაციას, რომელიც მის რეზიდენციაში იპოვეს.
მისი ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ ის დედაქალაქში, თავის რეზიდენციაში იმყოფება.
ბრალი აქვს წარდგენილი დაკავებულ პრეზიდენტ ვინ მინს. მას პანდემიის დროს შეკრებას ედავებიან, კერძოდ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ის მოსახლეობას ხვდებოდა
მიანმარში სამხედრო გადატრიალება მოხდა. პირველი თებერვლის დილით სამხედროებმა მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის ფაქტობრივი ლიდერი აუნ სან სუ ჩი, პრეზიდენტი და სხვა პოლიტიკური ლიდერები დააკავეს.
ქვეყანაში ერთი წლის ვადით საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადეს. განცხადების თანახმად, რომელსაც ხელი ვიცე-პრეზიდენტმა მოაწერა, ხელისუფლება სამხედრო ძალების მთავარსარდალს მინ აუნ ჰლაინგს გადაეცა.
ბოლო თვეების განმავლობაში ხელისუფლებასა და არმიას შორის ურთიერთობა დაიძაბა მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელებმა ნოემბერში ჩატარებული არჩევნების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს და გაყალბებულად მიიჩნიეს. აღნიშნულ არჩევნებზე აუნ სან სუ ჩის პარტია დემოკრატიის ეროვნულმა ლიგამ მთავრობის ჩამოყალიბებისთვის პარლამენტში საკმარისი მანდატები მოიპოვა.
სამხედროებმა შედეგები უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს და პრეზიდენტსა და საარჩევნო კომიტეტის თავმჯდომარეს უჩივლეს. გადატრიალების მოწყობის საშიშროებამა შემდეგ გაჩნდა, რაც სამხედროებმა სავარაუდო თაღლითობის გამო ზომების მიღებით დაიმუქრნენ.
აუნ სან სუ ჩი მიანმარელი სამოქალაქო აქტივისტი იყო, რომელმაც 1989 წლიდან 2010 წლამდე შინაპატიმრობაში გაატარა. ის ადამიანის უფლებების მოწინავე დამცველად მიიჩნეოდა, რის გამოც 1991 წელს ნობელის პრემიითაც დაჯილდოვდა.
2015 წელს მისმა პარტიამ დამაჯერებლად გაიმარჯვა ბოლო 25 წლის განმავლობაში მიანმარის პირველ ღია არჩევნებზე. ქვეყნის კონსტიტუცია მას უკრძალავს პრეზიდენტი გახდეს, რადგან მისი შვილები უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან, მაგრამ ის მიანმარის ფაქტობრივ მმართველად მიიჩნევა.
როჰინჯი მუსლიმების მდგომარეობის გამო კი აუნ სან სუ ჩის მმართველობამ არაერთი კრიტიკა დაიმსახურა. 2017 წელს სამხედროების მხრიდან რეპრესიის გამო ათი ათასობით როჰინჯი მუსლიმი მეზობელ ბანგლადეშში გაიქცა.
აუნ სან სუ ჩის ყოფილი მოკავშირეები და მხარდამჭერები ადანაშაულებდნენ იმაში, რომ მან არაფერი გააკეთა ძალადობის, მკვლელობებისა და სავარაუდო გენოციდის შესაჩერებლად, ამასთან, უარი თქვა ეღიარებინა სასტიკი მოპყრობა და სამხედროები გაესამართლებინა.
-
გადახედვამადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო მადონამ ტურნე უფასო კონცერტით დაასრულა, რომელსაც 1,6 მილიონი ფანი დაესწრო
-
გადახედვანახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს ნახეთ: მეცნიერებმა მდედრი ნეანდერტალელის სახე აღადგინეს
-
გადახედვარა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება რა საფრთხეს შეიცავს უცხოური ნომრიდან შემოსული ზარები — სპეციალისტის გაფრთხილება
-
-
გადახედვაThe Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი The Boys მე-4 სეზონით ბრუნდება — ნახე ტრეილერი
-
-
გადახედვაBoeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა Boeing Starliner-ის ისტორიული მისია გადაიდო — როდის შედგება 1-ელი ეკიპაჟიანი ფრენა
-
-
გადახედვაროგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება როგორ იძიებს საგამოძიებო სამსახური ხაბეიშვილის ცემისა და სამართალდამცავთა შესაძლო კანონდარღვევის ფაქტებს აქციებისას — განცხადება
-
გადახედვარუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა რუსული კანონის დასაცავად, ხელისუფლებამ საკომუნიკაციო სტრატეგია რუსეთის დროშის ფერებში განაახლა
-
გადახედვაევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი ევროპარლამენტარების ღია წერილი — ისინი მიმართავენ ჯოზეფ ბორელს, შეუჩერდეს საქართველოს კანდიდატის სტატუსი
-
გადახედვა"ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე" "ამბავი მარტოობასა და სიყვარულზე" — The Guardian "შაშვი შაშვი მაყვალზე"
-
გადახედვაშესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას შესაძლოა, მომავალი დეკადისთვის მთვარეზე ლევიტაციური რკინიგზა შეიქმნას
-
გადახედვარუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით რუსული კანონის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები 7-დან 11 მაისის ჩათვლით
-
გადახედვამოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან მოვიტანეთ ფოტო-ვიდეო მტკიცებულებები, როგორ იძალადეს ხაბეიშვილზე უშუალოდ ივანიშვილის დავალებით — ენმ პროკურატურასთან
-
-
გადახედვათბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა თბილისის მერიის განცხადება: უხვი ნალექისგან, დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შეიქმნა
-
გადახედვაკავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს კავკასიის უნივერსიტეტი: ვეწინააღმდეგებით ნებისმიერ ინიციატივებს თუ კანონებს, რომლებმაც, შეიძლება, ზიანი მიაყენონ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს
-
გადახედვაკანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი კანონი ძირს გამოუთხრის ამერიკა-საქართველოს ურთიერთობას — სახელმწიფო დეპარტამენტი
-
გადახედვა700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს 700-ზე მეტი მასწავლებელი ლადო აფხაზავას სოლიდარობას უცხადებს
-
გადახედვაო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ] ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
კომენტარები