რა გზას ირჩევს ევროპა ტრამპთან ურთიერთობისთვის?
ფოტო: STEPHEN CROWLEY / THE NEW YORK TIMES / REDUX
როგორ მოახერხებს ევროპა იმ ახალ რეალობასთან შეგუებას, რომელშიც დონალდ ტრამპი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია? ზოგიერთი ექსპერტი ფიქრობს, რომ ევროპა ამ პრობლემას ჯერ ვერ უმკლავდება, თუმცა ბევრ სახელმწიფოს სხვა გზა არ ექნება, გარდა იმისა, რომ დაძლიოს ტრამპის გაპრეზიდენტებით გამოწვეული შოკი და მუშაობა განაგრძოს.
ამ კვირაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, დონალდ ტუსკმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ტრამპის ადმინისტრაციას ევროპისთვის არსებულ საგარეო საფრთხედ იმავე კონტექსტში განიხილავდა, რომელშიც რუსეთზე, ჩინეთსა და რადიკალურ ისლამზე საუბრობდა. წერილის გზავნილი ნათელი იყო: ევროპა უნდა გაერთიანდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რუსეთის მსხვერპლი გახდება.
თუმცა, ევროპული სახელმწიფოების ლიდერებს გაერთიანებამდე ჯერ გრძელი გზა აშორებთ და ტრამპის მიმართ დამოკიდებულებაც მათივე ინტერესებიდან გამომდინარეობს. ზოგიერთი ევროპული ქვეყნის ხელისუფალი, მაგალითად, ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ტერეზა მეი მიიჩნევს, რომ ბრიტანეთისთვის უმჯობესია, თუ ის ამერიკის ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ითანამშრომლებს. ეს მაშინ, როდესაც გერმანია და საფრანგეთი კონფრონტაციის გზას ირჩევენ.
ამდენად, განსხვავებული მიდგომები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ ევროპელი ლიდერები ნამდვილად დიდი გამოწვევის წინაშე დგანან: მათ შესაძლოა უყვარდეთ ან სძულდეთ ტრამპი, მაგრამ მისი იგნორირება არ შეუძლიათ.
ლონდონის ეკონომიკის სკოლის პოლიტიკური ეკონომიკის პროფესორი ჯონ რაიანი ამბობს, რომ ევროპა ჯერ კიდევ გაურკვევლობაშია და ახალ რეალობას ვერ შეეგუა.
"ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ იმ შოკის ბრალია, რომელიც არჩევნებში დონალდ ტრამპის გამარჯვებამ გამოიწვია. ევროპელი პოლიტიკოსები, ისევე როგორც ევროპული მედია, პრაქტიკულად არასერიოზულად აღიქვამდა პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს და მისი პაროდიების კეთებით იყო დაკავებული. საარჩევნო დაპირებები და განცხადებები კი სერიოზული ანალიზის საფუძველი არ ხდებოდა", - მიიჩნევს რაიანი.
ტრამპის დაპირებებს შორის ევროპისთვის ყველაზე შემაშფოთებელი 7, უმეტესად მუსლიმი მოსახლეობით დასახლებული, ქვეყნიდან შტატებში შემოსვლის დროებითი აკრძალვა იყო. ასევე, მისი განცხადება იმის შესახებ, რომ ნატოს ზოგიერთი წევრი სახელმწიფო "საკმარისს არ იხდის" და რომ ის მათგან მეტ მონაწილეობას მოითხოვს.
ევროპული ქვეყნების არჩევანი
ბრიტანეთის ხელისუფლებამ თანამშრომლობის გზა აირჩია. როგორც ექსპერტები ამბობენ, ეს იმის დასტურად მოხდა, რომ ბრიტანეთს ჯერ კიდევ ჰყავს ძლიერი პარტნიორები.
"ერთ-ერთი, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ პოლიტიკური გადაწყვეტილებით გვაჩვენა, არის ის, რომ ბრექსიტის შემდეგ, ბრიტანეთი არ არის იზოლირებული, რომ ჩვენ გვყავს მეგობრები და მოკავშირეები. და თუ ეს მეგობარი და მოკავშირე პლანეტაზე ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, მით უკეთესი", - ამბობს ანანდ მენონი, ლონდონის კინგის კოლეჯის ევროპული პოლიტიკისა და საგარეო ურთიერთობების პროფესორი.
ამ კვირას გამოქვეყნებულ წერილში ტუსკმა ევროპულ სახელმწიფოებს გაერთიანებისკენ მოუწოდა. მან ახალი ადმინისტრაციის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს შემაშფოთებელი უწოდა და თქვა, რომ ეს "ევროპის მომავალს არაპროგნოზირებადს ხდის".
წერილის ენა, ექსპერტების აზრით, ევროკავშირის ლიდერების მზარდ მღელვარებას გამოხატავდა. ბრიუსელში კი ტრადიციული ტრანსატლანტიკური ურთიერთობების საფუძველის შერყევის შესახებ ალაპარაკდნენ.
მერკელის გამოწვევა
ამერიკულ და ევროპულ მედიაში ხშირად იწერებოდა იმის შესახებ, რომ ანგელა მერკელი შესაძლოა ახალი "თავისუფალი მსოფლიოს" ლიდერად მოგვევლინოს. ახლა კი ბევრი საუბრობს იმაზე, რომ ევროპელ ხელისუფალთა გერმანიის კანცლერის, როგორც გაერთიანებული ფრონტის ლიდერის, ირგვლივ გაერთიანება სავსებით მოსალოდნელია.
ამერიკის ახალი ხელისუფლების მიმართ ჩუმი მრისხანება ღია კრიტიკაში მას შემდეგ გადაიზარდა, რაც პრეზიდენტის განკარგულებით, 7 მუსლიმური სახელმწიფოს მოქალაქეებს ამერიკის საზღვრის გადაკვეთა აეკრძალათ. თუმცა აშშ-ში მთავრობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დროებით ზომას, ამერიკის მოსახლეობის ნახევარი იწონებს, რომ ის არ არის მიმართული მუსლიმების ან კონკრეტულ სახელმწიფოებისადმი, და აუცილებლობიდან გამომდინარე მიზნად ისახავს "ამერიკელი ხალხის, სამშობლოსა და ღირებულებების ტერორიზმისგან დაცვას".
ამერიკის ქმედებას მიესალმნენ ევროპის მემარჯვენე მთავრობების წარმომადგენლები, მათ შორის უნგრეთისა და პოლონეთის ლიდერები. თუმცა, მერკელის მიმართ გაჩენილ მოლოდინს მედია ტრამპის პოლიტიკის წინააღმდეგ კონტინენტურ აჯანყებად მოიხსენიებს. მერკელი ამბობდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ ამართლებს კონკრეტული ქვეყნების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს.
კრიტიკული იყო საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდიც, რომელმაც სულ ახლახან დაადანაშაულა ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია პოპულიზმის წახალისებასა და ექსტრემიზმშიც კი.
თუმცა წელს საფრანგეთსა და გერმანიაშიც არჩევნებია დაგეგმილი, ამიტომ ევროპელი ლიდერები ზედმეტად თამამი განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებენ. მერკელის პოპულარობა მიგრანტთა კრიზისის კვალდაკვალ, გარკვეულწილად შემცირდა. მხოლოდ გერმანიამ გასულ წელს 1.1 მილიონი მიგრანტი მიიღო, ქვეყანაში გაძლიერდა ულტრა-მემარჯვენე ანტიიმიგრაციული მოძრაობაც.
რაც შეეხება ფრანსუა ოლანდს, მისი რეიტინგი გასული წლის ბოლოს 4 %-ით შემცირდა. ის არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს, ამიტომ ექსპერტები შიშობენ, რომ შესაძლოა ანტი-მიგრაციული პოლიტიკის მქონე, უკიდურესად მემარჯვენე მოძრაობებმა მათი კანდიდატის - მარი ლე პენის, ან სულ მცირე - ცენტრისტულ-მემარჯვენე კანდიდატის გამარჯვებასაც მიაღწიონ, რომლებიც ტრამპის ქმედებებს მიესალმებიან.
"შეძლებენ თუ არა პარიზი, ლონდონი და ბერლინი ევროპული გაერთიანების დაწყებას? ეს ძალიან რთული იქნება იმ დროს, როდესაც ბრიტანეთი ევროკავშირიდან გამავალ გზას ადგას, პარიზი და ბერლინი კი პოპულისტური მოძრაობებისა და ანტი-ევროკავშირული ჯგუფების წნეხის ქვეშ არიან", - ამბობს რაიანი.
ტრანსატლანტიკური ურთიერთობების პერსპექტივა
ექსპერტები ფიქრობენ, რომ ახალი პრეზიდენტის არჩევიდან ჯერ კიდევ ძალიან ცოტა დროა გასული და ევროპელი ლიდერებიც ჯერჯერობით იცდიან. ისინი ელიან მეტ სიცხადეს იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ტრამპის მკაცრი პოზიცია ხანგრძლივი ტრანსატლანტიკური ურთიერთობებისა და მისი მომავლისთვის. თუმცა, ეს ყველაფერი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული: ტრამპის მიერ საკუთარი წინასაარჩევნო განცხადება-დაპირებების შესრულებაზე, ევროპელი ლიდერების დამოკიდებულებასა და იმაზე, თუ როგორი იქნება პოლიტიკური ლანდშაფტი ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთსა და გერმანიაში დაგეგმილი არჩევნების შემდეგ.
ჰანს კუნდნანი, ტრანსატლანტიკური აკადემიის ევროპის მკვლევარი ამბობს, რომ ეს გაურკვევლობა ევროპისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს წარმოიშვა.
"ძალიან ბევრი მოწოდება გაისმა ევროპული ქვეყნების გაერთიანების შესახებ და როგორც ყოველთვის, ახლაც არსებობს იმედი, რომ კრიზისმა შესაძლოა სამომავლო ინტეგრაციას ხელი შეუწყოს", - ამბობს მკვლევარი.
ბევრ ევროპულ გაზეთსა და კომედიურ შოუში კი დონალდ ტრამპის პაროდირებას აგრძელებენ. მარგარეტ ტეტჩერის ყოფილი სპიკერის ფრაზა, რომ "მოჭუტული თვალებით და სახის საომარი გამომეტყველებით" ის პარიკიან ბენიტო მუსოლინის ჰგავს, არაერთმა ბრიტანელმა და ევროპულმა გამოცემამ გამოაქვეყნა.
ერთი მხრივ, ექსპერტები ამბობენ, რომ ევროპელებს სხვა გზა არ ექნებათ და ახალ ადმინისტრაციასთან შეგუება მოუწევთ. თუმცა ეს იმაზეცაა დამოკიდებული, შეარბილებს თუ არა ტრამპი პოზიციებს.
"მაგრამ, თუ ევროპელ ლიდერებს არ მოსწონთ, რასაც ისმენენ, და სურთ ტრამპის ნაკლებად ხისტი განცხადებების მოსმენა, მაშინ თავადაც ასე უნდა ისაუბრონ. თუმცა, მე მაინც მგონია, რომ თუ ამას ევროპული პერსპექტივიდან შევხედავთ, აჯობებს ლიდერებმა ნაკლები ისაუბრონ ამაზე და მეტად ეცადონ ურთიერთობების დალაგებას", - ამბობს რაიანი.
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა თეგეტა გრინ პლანეტმა ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
-
სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს სამინისტრო: საგარეო უწყება გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს
გადახედვა
-
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას 19-20 სექტემბერს მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს
გადახედვა
-
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდება
გადახედვა
-
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო თბილისის ბაღებში ამჟამად არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
გადახედვა
-
სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა სიდნეის ოპერის თეატრის სახურავზე ბეტმენი გამოჩნდა, რომელიც რობერტ პატინსონი არ ყოფილა
გადახედვა
-
რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია რევაზ სოხაძე: ჩვენზე მეტად არავინ ნერვიულობს და განიცდის იმ პრობლემებზე, რაც განათლების სექტორშია
გადახედვა

კომენტარები