საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით, უპირველეს ყოვლისა, მთავრობისთვის პრიორიტეტული მუნიციპალური ტრანსპორტისა და სკოლების გახსნაა. გახარიას თქმით, შეზღუდვების სწრაფ მოხსნაში არავინა არის ისე დაინტერესებული, როგორც საქართველოს მთავრობა და როგორც პირადად ის. თუმცა, ამბობს, რომ შეზღუდვების არასწორი, არაგონივრული და ნაჩქარევი მოხსნა შემდგომ ისევ დახურვის პირდაპირი მიზეზია.

"ამიტომ ბალანსის დაცვა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, რომელსაც მივყვებით. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ვირუსის გავრცელება ბევრად უფრო მართვადია, გეგმის ცოტა უფრო სწრაფად განხორციელების სერიოზული შესაძლებლობა გვაქვს. უაღრესად მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, სკოლა და მუნიციპალური ტრანსპორტი. ეს არის ჩვენი პრიორიტეტი, ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ ვიყოთ იმ მდგომარეობაში, რომ შევძლოთ, პირველ რიგში, მუნიციპალური და საკლასო ოთახში ბავშვების მიყვანა", — განაცხადა პრემიერმინისტრმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, კარგად ესმის ბიზნესის წარმომადგენლების, რომლებსაც მუშაობის განახლების შესაძლებლობა არ აქვთ, თუმცა ამბობს, რომ გრძელვადიან შედეგზე უნდა იზრუნონ.

გაიგეთ მეტი: