"ისევ ვნახავ ჩემს ოჯახს?" — შვილთაშვილები ჰოლოკოსტს გადარჩენილების ისტორიებს ყვებიან
27 იანვარს მსოფლიოში ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღეს კიდევ ერთხელ იხსენებენ ნაცისტური გერმანიის პერიოდში ებრაელი ხალხის მიმართ სასტიკ და არაადამიანურ მოპყრობას, რასაც მილიონობით სიცოცხლე შეეწირა.
ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოში ისრაელის საელჩო აქვეყნებს ჰოლოკოსტის დროს გადარჩენილების ვიდეოისტორიებს, რომლებსაც მათი შვილთაშვილები ყვებიან.
იონათანი
ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში
"მათ მამაჩემი საკონცენტრაციო ბანაკში წაიყვანეს. იქიდან გამომდინარე, რაც გავიგეთ, ზუსტად ომის დასრულებამდე ის მძიმე სამუშაოსგან გარდაიცვალა.
მე, ჩემი დები და დედაჩემი მატარებელეში ჩაგვტენეს. თითოეულ ვაგონში ძალიან ბევრ ადამიანს ტენიდნენ და სივიწროვე იყო. საბოლოოდ, ოსვენციმისკენ გრძელი და რთული მოგზაურობა დაიწყო.
როცა მატარებლიდან დაღლილები და ნატანჯები ჩამოვედით, [იოზეფ] მენგელეს შერჩევაში მოვხვდით. ის ცხენზე იჯდა და წყვეტდა ვინ წავიდოდა მარჯვნივ და ვინ მარცხნივ, ვინ იცოცხლებდა და ვინ მოკვდებოდა.
მოხუცები და პატარა ბავშვები გაზის კამერებში მიჰყავდათ და წვავდნენ. ახალგაზრდებს მძიმე სამუშაოზე უშვებდნენ.
მე და ჩემი დები დედას დაგვაშორეს. ის გაზის კამერაში წაიყვანეს. იმ მომენტში, დედა უკანასკნელად ვნახე.
ამის შემდეგ ჩვენთან უფროსი ებრაელი პატიმრები მოვიდნენ, რომელთაც ჩვენთვის ტატუები უნდა გაეკეთებინათ, რათა მელნითა და ნემსით თითოეული ჩვენგანი რიცხვით დაენიშნა. არ გვსურდა ამის გაკეთება, ტკივილის მეშინოდა, მაგრამ პატიმრებმა განგვიმარტეს, რომ ყველას, ვისაც ტატუ აქვს, სამუშაოდ უშვებდენენ და ცხოვრებას აგრძელებენ.
მათ ტანსაცმელი წაგვართვეს და შეგვკრიჭეს. ყველაფერი გააკეთეს, რომ ადამიანებს აღარ დავმსგავსებოდით. ოსვენციმიდან მძიმე სამუშაოზე კრაკოვთან ახლოს, პლაშოვის ბანაკში გადაგვიყვანეს. ერთი ადგილიდან მეორეზე მძიმე ქვების გადატანს გვაიძულებდნენ.
მატარებელში ისევ ჩაგვსვეს და იქაც კი მუდამ ვცდილობდით ერთად ვყოფილიყავით. მატარებელი ტყეში გააჩერეს. ნაცისტებმა მატარებლიდან ჩამოგვიყვანეს და დასახვრეტად რიგში ჩაგვაყენს. უბრალოდ ველოდებოდით, სანამ ყველაფერი დასრულდებოდა, მაგრამ მოულოდნელად ისინი გაჩერდნენ.
სანამ დახვრეტას დაიწყებდნენ, გავიგონეთ, როგორ დაიწყეს ნაცისტებმა ყვირილი და ჩხუბი. ამბობდნენ, რომ ბრძანება შეიცვალა და ჩვენ სხვა ადგილას უნდა გადაგვიყვანონ.
ჩვენ ისევ მატარებელში ჩაგვსვეს. ისევ გადავრჩით".
იოანათანმა თავისი დიდი ბებიის ისტორია მოყვა. მირიამ გელეუ 1926 წელს ჩეხოსლოვაკიაში, ქალაქ შამორინში დაიბადა. ამჟამად ის თელ-ავივში ცხოვრობს.
იეჰელი
ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში
"მახსოვს ის დღე, როცა გავიაზრე, რომ დუკლადან უნდა გავიქცეთ და თავშესაფარი ვიპოვოთ. მე და ჩემმა ძმამ გადავწყვიტეთ, რომ გადარჩენისთვის ყველაზე კარგი შანსია, ვიპოვოთ ოჯახი, რომელიც მზადაა შეგვიფაროს. გაქცევის დროს ციოდა და სიბნელე იყო, ხეების ჩრდილებით ვიყავით გარშემორტყმულნი.
მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთ ვითარებაში მოვხვდებოდი.
როცა სოფელს მივუახლოვდით, თავშესაფრის საპოვნელად სახლებს შორის ხეტიალი დავიწყეთ. ადვილი არ ყოფილა. ყოველი ჩვენი ნაბიჯი, სულ უფრო სახიფათო ხდებოდა.
მაღალი სახლი ვიპოვეთ, დიდი ტბით, ცხოველებითა და ხეებით. პირველივე ჯერზე კარზე გვარი ამოვიკითხე — ველტცერი. რადგანაც ვიცნობდი ოჯახის მამას, პოლონელ ფერმერს, ვიფიქრე, რომ ცდად ღირდა.
ველტცერების ოჯახმა დიდი გამბედაობით მიგვიღო და ყოველი წუთისთვის მადლიერი ვიყავით...
ორი წელი გავიდა, რაც იქ ვაფარებდით თავს. ზიხარ სხვენში და ფიქრობ: როგორია ჩემი ბედი? როგორი იქნება ჩვენი ხალხის ბედი?
შიმშილი, ამინდი, მარტოობა, შიში... პატარა რაღაცები მამხნევებდა: ჩემი რწმენა, ჩემი წერილები და ანია, ფერმერის უმცროსი ქალიშვილი. ისეთი აღელვებული ვიყავი, როცა ჩვენთან ამოდიოდა ცოტა საჭმლით, გაზეთით და ხანდახან სამაგიდო თამაშით. სულ რაღაც 12 წლის იყო და ჩვენ საიდუმლოს ინახავდა...
ჩემს დღიურში უნდა ჩამოვწერო მოკლულებისა და მკვლელების გვარები და მოვყვე იმ საშინელებების შესახებ, რაც გერმანელებმა, პოლონელებმა და მათმა მოკავშირეებმა ჩაიდინეს. ვინ იცის, როგორ განვითარდება მოვლენები? უნდა მოვყვე ისტორია საზოგადოების, რომელიც აღარ არსებობს...
რუსები ახლოს არიან. გვესმის, ჩვენთან სულ ახლოს როგორ ეცემა ბომბები. გუშინ რუსული ბომბის ჩამოვარდნისას პოლონელი ფერმერი იმსვერპლა, რომელმაც გადაგვარჩინა. ისე ახლოს ვართ გათავისუფლებასთან, მაგრამ გადავრჩებით?"
იეჰელმა თავისი დიდი ბაბუის, იეჰოშუას და მისი ძმის იოზეფ გუზიკების ისტორია მოყვა. ძმები პოლონეთში, ქალაქ დუკლაში ცხოვრობდნენ. იოზეფ დუკლა 1964 წელს ამერიკაში გარდაიცვალა, სადაც მასწავლებლად მუშაობდა. იეჰოშუა 1954 წელს ისრაელში გარდაიცვალა.
ავია
ფოტო: ისრაელის საელჩო საქართველოში
"ბერშკოვში გამაგზავნეს. ვიწრო ოთახში სხვა გოგოებთან ერთად ბევრ ჩვენგანს რამდენიმე საათი ველოდი. ძალიან მციოდა და პიჟამა მეცვა, რომლის მოტანაც ჩემთვის მამაჩემმა მოახერხა, როცა რამდენიმე დღის წინ მოკლე ვიზიტის დროს ვნახე. მხოლოდ ღამით, როცა ყველას ეძინა, გავბედე პიჟამა შემეხსნა, ამომეღო ფული, რომელიც მქონდა და წინდებში შემენახა.
დილით ოფიცრებმა მოულოდნელი შემოწმება ჩაატარეს და ქუჩაში პირადი ჩხრეკისთვის გამიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ ფული დავმალე, ვიცოდი, რომ ღამით ვიღაცამ დამინახა და ჩემზე უნდა ეთქვა.
ბერშკოვი ჯოჯოხეთი იყო. ბეტონის იატაკზე ყველას ერთად გვეძინა. ოთახის კუთხეში კასრი იდგა, რომელსაც ტუალეტად ვიყენებდით. ის მხოლოდ ორ დღეში ერთხელ გაჰქონდათ.
ღამით, როცა ტუალეტში წასვლა მჭირდებოდა, ძალიან ფრთხილად უნდა ვყოფილიყავი და სხვა გოგოებზე არ დამებიჯა, რომ მათ ყვირილი არ დაეწყოთ და ხელი არ ეკრათ.
შეშინებული ვიყავი. სულ მეშინოდა. არ ვიცოდი რა მელოდა, და ფიქრი იმაზე, რომ ოდესმე გამიშვებდნენ, სულ უფრო და უფრო უიმედო ხდებოდა.
ორი კვირის შემდეგ, მითხრეს, რომ შემდეგ ტრანსპორტზე ვიქნებოდი. მაგრამ რას ნიშნავს, რომ შემდეგ ტრანსპორტზე ვიქნები? სად მივდივარ?
როცა გვითხრეს, რომ ვაგონებში შევსულიყავით, ყველა კარგი ადგილის დასაკავებლად გაიქცა. მხოლოდ ძლიერებმა შეძლეს კარგი ადგილის დაკავება და მეთ მათ შორის არ ვიყავი. არ ვარ ძლიერი. ასე თუ ისე, მთელი ძალით მივრბოდი და სასწაულის იმედი მქონდა.
როცა მატარებელი დაიძრა, ყველა გაჩუმდა. გზა რამდენიმე კვირას გაგრძელდა. გვშიოდა და საშინლად გვციოდა. სად მივდიოდით? კიდევ ვნახავ ჩემს ოჯახსა და აბრაამს?"
ავიამ თავისი ბებიის ისტორია მოყვა. როზა კუტენ შოტენფილდი 1918 წელს პოლონეთში, ბილიჩში დაიბადა. ის გასულ წელს ისრაელში გარდაიცვალა.
-
თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მენიუდან რძის პროდუქტი ამოიღეს
გადახედვა
-
თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა თბილისის არქიტექტურის ფორუმმა 800-ზე მეტი მონაწილე, თემის - „Places in Transition“-ის გარშემო გააერთიანა
გადახედვა
-
16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია 16 მიწის ნაკვეთი — რა ქონებას ფლობს სოდ-ის ახალი ხელმძღვანელი თამაზ შუბითიძე? — დეკლარაცია
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა მიხეილ ყაველაშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ გოგა კიკილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა კიდევ 5 წუთი — რატომ გვღლის მაღვიძარას გადაწევა უფრო მეტად, ვიდრე ადრე ადგომა
-
ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს ბოლო 100 წელში პირველად, მეცნიერებმა პინგვინის ახალი სახეობა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს" Nvidia-ს ხელმძღვანელი: "0%-ია იმის შანსი, რომ 2030 წლისთვის AI სამყაროს გაანადგურებს"
გადახედვა
-
რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ რა არის ნოროვირუსი — ინფექცია, რომელსაც ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ავადობას უკავშირებენ
გადახედვა
-
კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო კოვიდით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტანგ ჩარკვიანის მამამ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო
გადახედვა
-
საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა საქართველოს ბანკმა აზიის განვითარების ბანკისგან საერთაშორისო ჯილდო — Supply Chain Finance Award მოიპოვა
-
დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში დენიელ რედკლიფმა ხინკალს შქმერული ამჯობინა — ნახეთ ჰარი პოტერი ქართულ რესტორანში
გადახედვა
-
ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ ტექნიკოსებმა iPhone 18 Pro-ს კამერა გახსნეს და შიგნიდან დაათვალიერეს — აი, რას ფიქრობენ
გადახედვა
-
"გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე "გრანტის გადარიცხვა არ მომხდარა" — ევროპის საბჭო პოლიტიკური სწავლების სკოლის ბახმაროს სემინარზე
გადახედვა
-
თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა თავდაცვის სამინისტროს კუთვნილი 770 000-მდე ლარის მითვისება-გაფლანგვისთვის მეგის ქარდავას 5.5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა რატომაა ვენერა უთანამგზავრო პლანეტა? — შესაძლოა, მან საკუთარი "მთვარე" შთანთქა
გადახედვა
-
აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა აუტიზმის მქონე შვილთან საკომუნიკაციოდ, დედამ მკლავზე კლავიატურა ამოისვირინგა
-
21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს 21-ე სკოლის გადასარჩენად შექმნილი საინიციატივო ჯგუფი საინჟინრო დასკვნის გადამოწმებას და შენობის რეაბილიტაციის განხილვას ითხოვს
გადახედვა
-
საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა საჩუქრების ფესტივალი — 26 სექტემბერს თბილისი აუთლეტ ვილიჯის დაბადების დღეა
-
შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები შსს: ძმები ფეიქრიშვილები ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით არიან დაკავებულები
გადახედვა
-
11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს 11 ორგანიზაცია PACE-ს საქართველოს წინააღმდეგ ევროპულ სასამართლოში სარჩელის მოთხოვნისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს მეხანძრეებმა ალმოდებული სახლიდან გამოყვანილი ფისო ჟანგბადის ნიღბით გადაარჩინეს
გადახედვა
კომენტარები