ქართული ოცნების დეპუტატის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, ე.წ. სმარტუნრნები დგას, რომელთაც შეუძლიათ ამოიცნონ, თუ ვინ ყრის ნარჩენს მასში. ამის შესახებ მან Business Media Georgia-სთან ისაუბრა.

"ურნები, რაც ჭავჭავაძეზე გვაქვს ე.წ. სმარტურნებია. ასე ვთქვათ, აქვთ უნარი, რომ ტექნოლოგიურად ამოიცნონ ვინ ყრის ნარჩენს, მაგრამ ამისთვის მოსახლეობა შესაბამისი ტექნოლოგიებით უნდა აღვჭურვოთ", — აცხადებს ბითაძე.

ის აღნიშნავს, რომ პროექტი ძვირადღირებულია, თუმცა გრძელვადიანი პერსპექტივით ბევრი სარგებელი აქვს.

"სამაგიეროდ გრძელვადიან პერსპექტივაში ამონაგები აქ იმდენად დიდი, ერთი ის, რომ გარემო არ არი დაბინძურებული და მეორე, ყველა ნარჩენისგან, ერთად გადაყრილი ნარჩენისგან შესაძლებელია, რომ ენერგია მივიღოთ, გაზი მივიღოთ, ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო სეპარირებული ნარჩენისგან ახალი პროდუქტი მივიღოთ", — ამბობს ის.

ბითაძის თქმით, ეს სისტემა მსოფლიოშია ჩამოყალიბებული და ის ეკონომიურია.