გურჯაანის მუნიციპალიტეტში სამი ადამიანი დაჭრეს. ინფორმაცია On.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. უწყების ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება.

დადგენილია სავარაუდო დამნაშავე და მას პოლიცია ეძებს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.