იუსტიციის მინისტრის, გოჩა ლორთქიფანიძის განცხადებით, პენიტენციურ სისტემაში კორონავირუსი სრულად არის მართული. მისი თქმით, აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ვირუსმა ციხეებში შეაღწია, არამედ ის შედეგი, რაც პენიტენციური სისტემის ვირუსისგან 10-თვიანი დაცვით მივიღეთ.

"აღსანიშნავი ის კი არ არის, რომ ოდესღაც ვირუსმა შეაღწია პენიტენციურ სისტემაში, აღსანიშნავი არის ის, რა რეზულტატი მოგვცა ჩვენ 10 თვით პენიტენციური სისტემის დაცვამ ვირუსისაგან. ამას აქვს ძალიან კონკრეტული შედეგები და გამოხატულება და ეს არის ის, რომ ჯანდაცვის სისტემა, პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის კომპონენტის ჩათვლით, სრულად მომზადებულია, რომ ვმართოთ ინფიცირების ყოველი შემთხვევა. ეს რომ არ ყოფილიყო, შედეგებიც უკვე ძნელად წარმოსადგენია რა გვექნებოდა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ დღეისათვის ვირუსის კონტროლი სრულად არის მართული", — განაცხადა გოჩა ლორთქიფანიძემ.

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის, გიორგი პატარიძის ინფორმაციით, პატიმრების ტესტირება 2020 წლის ბოლოდან დაიწყო. მისი თქმით, მიმდინარე თვის ბოლომდე ყველა პენიტენციური დაწესებულებაში ჩატარდება PCR ტესტირება.

გაიგეთ მეტი: