2016 წელს ფარული საგამოძიებო მოქმედებები ლეგალურად ოთხი ათასამდე პირის მიმართ ჩატარდა
ფოტო: რუსთავი 2
2016 წელს, წინა წელთან შედარებით, ფარული საგამოძიებო მოქმედებების რაოდენობა 1,5-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს საქართველოში ფარული საგამოძიებო მოქმედებები ლეგალურად 3 927 ადამიანის მიმართ ჩატარდა, 2015 წელს კი - 2 349 ადამიანის მიმართ. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები საქართველოს უზენაესმა სასმართლომ გამოაქვეყნა.
ამ მოქმედებების გასატარებლად, გასულ წელს, საგამოძიებო უწყებებმა საქალაქო და რაიონული სასამართლოებს 4 150 შუამდგომლობით მიმართეს. აქედან 92 პროცენტი (3 822) სრულად დაკმაყოფილდა, 2,6 პროცენტი (107) ნაწილობრივ, 4,9 პროცენტი (202) არ დაკმაყოფილდა, დაახლოებით 1 პროცენტის შემთხვევაში კი - საგამოძიებო უწყებებს მასალის განადგურება (33) დაევალათ ან შუამდგომლობები განუხილავი დარჩა (19).
ფარული საგამოძიებო მოქმედების სახეებია: სატელეფონო საუბრის ფარული მიყურადება და ჩაწერა; ინფორმაციის მოხსნა და ფიქსაცია კავშირგაბმულობის არხიდან, კომპიუტერული სისტემიდან; საფოსტო-სატელეგრაფო გზავნილის კონტროლი; ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერა, კინო და ფოტოგადაღება და ელექტრონული თვალყურის დევნება ტექნიკური საშუალებებით.
გასულ წელს ფარული საგამოძიებო მოქმედებებზე ნებართვების შუამდგომლობების ნახევარზე მეტი (2 921) თბილისის სასამართლოში შევიდა, საიდანაც 93 პროცენტზე მეტი (2 725) დაკმაყოფილდა. თბილისი ერთადერთი ადგილი იყო, სადაც მოსამართლეებმა შუამდგომლობების განუხილავად დატოვებისა და მასალის განადგურების გადაწყვეტილება მიიღეს. თუმცა, 2015 წელს შუამდგომლობები განუხილავად ბათუმის (1), ქუთაისის (3), რუსთავის (5), ზუგდიდისა (1) და გურჯაანის (2) სასამართლოებმავ დატოვეს. მასალის განადგურების გადაწყვეტილება კი, თბილისის სასამართლოს მსგავსად ბათუმის (1), ქუთაისის (3), რუსთავისა (1) და თელავის (1) სასამართლოებმა მიიღეს.
თბილისის გარდა, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შუამდგომლობებით მიმართვის ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში (207 მიმართვიდან დაკმაყოფილდა 198), ქუთაისში (188 მიმართვიდან დაკმაყოფილდა 176), რუსთავსა (141 მიმართვიდან დაკმაყოფილდა 140) და გორში იყო (110 მიმართვიდან დაკმაყოფილდა 104).
სასამართლოებმა საგამოძიებო სამსახურების ყველა მიმართვა სრულად დააკმაყოფილეს ოზურგეთში (48), ფოთში (27), საჩხერეში (12), გურჯაანში (11), ცაგერსა (4) და ახალქალაქში (2). ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, შუამდგომლობების არ დაკმაყოფილების, თელავში დაფიქსირდა. 78 შუამდგომლობიდან თელავის სასამართლომ 23 (29,5%) არ დააკმაყოფილა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს ფარული საგამოძიებო მოქმედებების სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნების ვალდებულება 2014 წლის 1 აგვისტოდან დაეკისრა. უწყება ამ მონაცემებს ამავე წლის 18 აგვისტოდან ამუშავებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მონაცემებით, 2014 წლის 18 აგვისტოდან 31 დეკემბრის პერიოდში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ სასამართლოებმა 936 შუამდგომლობა მიიღეს, საიდანაც 596 სრულად დაკმაყოფილდა, 78 კი - ნაწილობრივ.
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები