პარტიების კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს — TI
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტისთვის საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება არაპროპორციულად მძიმე სანქციაა და ატარებს მისი პოლიტიკური მიზნებით გამოყენების დიდ საფრთხეს.
მათივე პოზიციით, პარტიების დაფინანსების ინიციატივაში წარმოდგენილი ცვლილების ძირითადი ნაწილი ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს და არალეგიტიმური საფუძვლით მძიმე დარტყმას მიაყენებს ოპოზიციური პარტიების ფინანსურ მდგომარეობას. ორგანიზაციის თქმით, ეს უარყოფითად აისახება პოლიტიკურ პლურალიზმზე და კონკურენტულ პოლიტიკურ გარემოზე. TI-ის განცხადებით, აღნშნული ინიციატივები დემოკრატიულ სტანდარტებს არ აკმაყოფილებს.
საარჩევნო სუბიექტისთვის რეგისტრაციის გაუქმება
TI-ის განცხადებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, არ არსებობს საარჩევნო კამპანიის წარმოების რეგულაციების ისეთი დარღვევა, რომლის დადასტურების შემთხვევაშიც, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ენიჭება უფლებამოსილება, საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმოს პოლიტიკურ პარტიას.
"საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმება სანქციად მხოლოდ ერთ შემთხვევაში გამოიყენება, როდესაც პარტია ჩადის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს — ამომრჩევლის მოსყიდვას, ამ შემთხვევაშიც პარტიის რეგისტრაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას იხილავს სასამართლო. ცხადია, რომ ამ შემთხვევაშიც საქმე გვაქვს გაცილებით მძიმე წინასაარჩევნო დარღვევასთან, რომელიც იმავდროულად სისხლის სამართლის დანაშაულსაც წარმოადგენს", — ვკითხულობთ განცხადებაში.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ცესკოს თავმჯდომარის განკარგულებითაც შეიძლება გაუუქმდეს პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია იმ შემთხვევაში, თუ პოლიტიკური პარტია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გააუქმა მისი არსებობის ან საქმიანობის არაკონსტიტუციურობის გამო. TI-ის პოზიციით, აქედან გამომდინარე, გაუმართლებელია არაუფლებამოსილი პირის საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობა დარღვევის სიმძიმით გაუთანაბრდეს ამომრჩევლის მოსყიდვას ან პარტიის არაკონსტიტუციურ საქმიანობას და ამ მიზეზით გაუუქმდეს პარტიას საარჩევნო რეგისტრაცია.
"წარმოდგენილ კანონპროექტში ბუნდოვანი და არაგანჭვრეტადია ის, თუ რას გულისხმობს წინასაარჩევნო აგიტაციაში "პოლიტიკური ლიდერის რანგში" პირის მონაწილეობა, რის გამოც საარჩევნო სუბიექტს შეიძლება საარჩევნო რეგისტრაცია გაუუქმდეს. ასევე, გაუგებარია ცალკეული ფიზიკური პირის მიერ კანონდარღვევის ჩადენის შემთხვევაში, მთელი პარტია უმძიმესი სანქციით რატომ უნდა დაისაჯოს", — აცხადებს TI.
პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება
რაც შეეხება პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, TI აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუცია პოლიტიკური პარტიების საქმიანობას უშუალოდ უკავშირებს ქვეყანაში დემოკრატიის არსებობას და ნებისმიერი საკანონმდებლო შეზღუდვა, რომელიც პოლიტიკური პარტიების საქმიანობას შეეხება და მათ შესუსტებას იწვევს, დემოკრატიისათვის უკან გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა.
ორგანიზაციის განცხადებით, პოლიტიკური პარტიის ფუნქციონირებისთვის ფინანსური სახსრები უმნიშვნელოვანესი და პარტიის ქმედუნარიანობის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა. მათი თქმით, საქართველოში, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, დაფინანსების მოპოვება კერძო წყაროებიდან განსაკუთრებულ სირთულეებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად, უმეტეს შემთხვევაში, არასახელისუფლებო პარტიების წლიური შემოსავლების უდიდესი წილს სახელმწიფო დაფინანსება წარმოადგენს. არასამთავრობოს პოზიციით, სახელმწიფო დაფინანსების გაუქმება მძიმე დარტყმა იქნება ოპოზიციური პარტიებისთვის, რაც, შესაბამისად, უარყოფით გავლენას მოახდენს პოლიტიკურ პლურალიზმზე და კიდევ უფრო არაკონკურენტულს გახდის პოლიტიკურ გარემოს.
TI-ის თქმით, პარტიების დაფინანსება არათუ არ შეიძლება უკავშირდებოდეს მანდატების მოპოვებას, მისი შეწყვეტის ინიციატივა, ასევე, ეწინააღმდეგება ვენეციის კომისიის რეკომენდაციებსაც.
მათი ცნობითვე, აღსანიშნავია, საქართველოში ერთხელ უკვე იყო შემთხვევა, როდესაც 2008 წელს საპარლამენტო არჩევნების არაღიარებისა და საპარლამენტო მანდატების მიღებაზე უარის გამო, ოპოზიციურ პარტიებს საკანონმდებლო ცვლილებით ჩამოერთვა სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლება.
"მაშინ ეს ცვლილება უარყოფითად შეაფასა საქართველოს სახალხო დამცველმა, რომელიც აღნიშნავდა, რომ ეს იყო პირდაპირი დარტყმა დემოკრატიის განვითარებასა და პლურალიზმზე. საკუთარ წიგნში ამ ცვლილებას მაშინ, ასევე, უარყოფითად აფასებდა ქართული ოცნების ამჟამინდელი აღმასრულებელი მდივანიმ ირაკლი კობახიძე. მწვავე კრიტიკის გამო, აღნიშნული ცვლილება იმავე წელსვე გააუქმა პარლამენტმა", — აცხადებენ ორგანიზაციაში.
TI საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, რომ მხარი არ დაუჭიროს წარმოდგენილ ინიციატივებს.
ამავე თემაზე:
-
გადახედვამელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან მელანომის პირველ ინდივიდუალიზებულ ვაქცინას უკვე ასობით ადამიანზე ცდიან
-
გადახედვაყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი ყველაზე დიდი ცხოველი, რომელსაც ხმელეთზე უარსებია — პატაგოტიტანი
-
გადახედვაSETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ SETI-ს მეცნიერის თქმით, არამიწიერი სიცოცხლის აღმოჩენა გარდაუვალია და ამას ჯეიმს ვების ტელესკოპით შევძლებთ
-
გადახედვაამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია ამომავალი ვარსკვლავები — გიორგი გიგაშვილი პრესტიჟული ევროპული პროგრამის გამარჯვებულია
-
გადახედვამეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს მეცნიერებმა ძველ გრაგნილში პლატონის საფლავის მდებარეობაზე მინიშნებას მიაგნეს
-
-
-
-
გადახედვაილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ ილიაუნი მოსწავლეებისთვის ასტროფიზიკის პრაქტიკულ შეხვედრებს გამართავს — როგორ დავესწროთ
-
-
გადახედვამკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს მკვლევრებმა 90 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური ფრინველის ნაკვალევი აღმოაჩინეს
-
გადახედვა29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს 29 აპრილს, პარლამენტი გენდერული კვოტირების გაუქმებაზე, პრეზიდენტის ვეტოს განიხილავს
-
-
გადახედვაკობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა კობახიძე: მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ გახსნილია საზღვრები, ანუ ადვილია ქვეყნის დატოვება და ევროკავშირის ქვეყნებში გადასვლა
-
გადახედვა"ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები "ობობები" მარსზე — რატომ ჩნდება წითელ პლანეტაზე სეზონური მუქი ლაქები
-
-
გადახედვაალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო ალტ-ინფო აცხადებს, რომ საჯარო რეესტრმა მათი ახალი პარტიის, "ქართული იდეის" გაუქმების პროცესი დაიწყო
-
გადახედვაზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო ზენდეია სპაიდერმენის შეყვარებულებიდან მესამეა, რომელმაც ჩოგბურთელის როლი მოირგო
-
გადახედვა18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა პირს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა, მისი ქმარი კი მოკლა
-
გადახედვაემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი ემინემის ახალი ალბომი The Death of Slim Shady ზაფხულში გამოვა — ნახეთ ტრეილერი
-
გადახედვაოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან ოპოზიციური პარტიები 28 აპრილს, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ ევროპულ მარშს უერთდებიან
კომენტარები