"წლის ირემი" ისრით თავში მიყენებულ ჭრილობას გადაურჩა
ფოტო: Lee-Anne Carver / The Guardian
ქეროთს [სტაფილო], ალბათ სულაც არ სურდა 2020 თავში ხვრელით დაეგვირგვინებინა, მაგრამ კანადური თეთრკუდა ირემი შოკისმომგვრელი ამბით გახდა ცნობილი. გასულ კვირას, ის თავის არეში ისრით დაჭრილი იპოვეს.
"რამდენი რამის გადატანა მოუხდა გასულ კვირებში — ისრით მიყენებული ჭრილობიდან, მის ამოღებამდე და მოშუშებამდე. საშინელი ზამთარი ჰქონდა, ვერ წარმომიდგენია როგორ გადარჩა", — თქვა ლი-ენ კარვერმა, ველური ბუნების ფოტოგრაფმა, რომელმაც ეს სამწუხარო ფაქტი აღბეჭდა.
ფოტო: Lee-Anne Carver / The Guardian
კანადის ბუნებრივი რესურსების სამინისტროს თანამშრომლებმა ირემი ისრისგან გაათავისუფლეს. მისი დაძინების ოპერაცია პირველ ცდაზე ჩავარდა, რადგან დამამშვიდებლების პირველი დოზის შემდეგ ირემმა მოძრაობა განაგრძო, თუმცა დამატებითი გამაყუჩებლებით დააძინეს და ისრის მოცილების პროცედურა დაიწყეს.
დასახლებაში მსგავსი ოპერაციის გამოცდილების მქონე ვეტერინარი ვერ გამოინახა, ამიტომ დეტალური ინსტრუქციები სპეციალისტმა სატელეფონო კონსულტაციით გასცა.
ისრის ამოღებას სისხლდენა არ მოჰყოლია და გარანტიები, რომ ცხოველის გამოჯანმრთელების პროცესი უპრობლემოდ ჩაივლიდა, არ არსებობდა. არსებობდა რისკი, რომ გამაყუჩებლებს ფატალური შედეგი გამოეწვია. ჭრილობა დაჩირქებული იყო და ირემს ენა გალურჯებული ჰქონდა.
"მისი სიკვდილის ალბათობა მაღალი იყო, არავითარი გარანტია არ არსებობდა", — აღნიშნა კარვერმა.
ირემი ბუნებაში დააბრუნეს და ფოტოგრაფს რამდენიმე დღის განმავლობაში აღარ უნახავს, ყველაზე უარესის მოლოდინში მის საძებნელად წავიდა და როდესაც ხეზე შემომსხდარი ათამდე ყორანი დაინახა, იფიქრა, რომ ალბათ ირემი მოკვდა, თუმცა ქეროთის კვალი ვერსად ნახა.
მზის ჩასვლისას, იმედგადაწურული სახლში ბრუნდებოდა, როდესაც გზის პირას ირემი შენიშნა და სიხარულისგან შეჰკივლა, ირემი მიუახლოვდა და კარვერს ხელები გაულოკა.
"ვერც კი ვიჯერებ, ბედნიერი ვარ. მასთან ერთად გამოვიარეთ ბნელი დრო და მისი კარგად ყოფნა ჩვენც სიხარულად გვექცა. ის ნამდვილად წლის ირემია", — თქვა ლი-ენ კარვერმა.
მართლაც, რა აღწერს უკეთესად ჩვენს 2020-ს, თუ არა თავში ისრიანი ირემი?
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება სოფლის მეურნეობის სამინისტრო განმარტავს, თუ რატომ შეწყდა არასტანდარტული ვაშლის სუბსიდირება
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
-
კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს კაია კალასს მიაჩნია, რომ ევროპულ პროკურატურას რუსეთისთვის სანქციების აცილებაში დამხმარეთა დასჯის უფლება უნდა მიენიჭოს
გადახედვა
-
დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ დავით ჯინჭარაძე და თეონა ჭალიძე რუსთაველის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მერიას 3 მოთხოვნით მიმართავენ
გადახედვა
-
აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა აშშ-მ ირანთან კავშირის გამო ერაყში, ლიბანსა და UAE-ში პირები და კომპანიები დაასანქცირა
გადახედვა
-
საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა საფარი: 20 წელი მიესაჯა პირს, რომელმაც ბავშვზე სექსუალურად იძალადა და ქვეყნიდან გაიქცა
გადახედვა
-
"ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს "ამოიღეთ ხმა" — შალვა ნათელაშვილი საპატრიარქოს დავით გარეჯის საკითხზე რეაგირებისკენ მოუწოდებს
გადახედვა
-
ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ ირაკლი ზარქუა: წარმოიდგინეთ, კუბილიუსებმა, ანა ფოტიგებმა, რაისა "კომუნისტკებმა" და მარტა კოსებმა უნდა დაგვიწესონ როგორ ვიცხოვროთ
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება" შესაძლოა, მერკურის ზომა იმაზე მეტად შემცირდა, ვიდრე გვეგონა — პლანეტა "იკუმშება"
გადახედვა
-
ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო ძაღლის განავალი ალექს გიბნიზე მეტ პატივისცემას იმსახურებს — მასკმა გათათხა რეჟისორი, რომელმაც მასზე ფილმი გადაიღო
გადახედვა
კომენტარები