გორში, ორსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარი იყო.

როგორც On.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, მაშველებმა სახლში კაცის ცხედარი იპვეს.

უწყების ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლოკალიზებულია. ადგილზე მუშაობს სამი სამაშველო-სახანძრო ეკიპაჟი.