რუსეთისგან S-400-ის სისტემის შეძენის გამო აშშ-მ თურქეთს სანქციები დაუწესა
ფოტო: TASS
რუსეთისგან S-400-ს საზენიტო-საჰარეო სისტემის შეძენის გამო, აშშ-მ თურქეთს, კერძოდ, თავდაცვის ინდუსტრიების ადმინისტრაციას (SSB) სანქციები დაუწესა. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
სანქციები მოიცავს SSB-სთვის აშშ-ს ყველა საექსპორტო ლიცენზიასა და ნებართვაზე შეზღუდვას. ამასთან, SSB-ს პრეზიდენტსა და სხვა ოფიცრებს გაეყინებათ აქტივები და ქვეყანაში შესვლა აეკრძალებათ.
"შეერთებულმა შტატებმა არაერთხელ განუმარტა თურქეთს მაღალ დონეზე, რომ S-400-ის სისტემის შესყიდვა საფრთხის ქვეშ დააყენებდა აშშ-ს სამხედრო ტექნიკასა და შემადგენლობას და რუსეთის თავდაცვის სექტორს არსებით კაპიტალს შესძენდა, ამასთან, რუსეთს საშუალებას აძლევდა წვდომა ჰქონოდა თურქეთის შეიარაღებულ ძალებსა და თავდაცვის ინდუსტრიაზე", — აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
ისინი მოუწოდებენ თურქეთს, S-400 სისტემის საკითხი დაუყოვნებლივ აშშ-ს სთან კონსულტაციებით მოაგვარონ.
მიიჩნევა, რომ S-400 ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემაა მსოფლიოში. მას ერთდროულად 80 ობიექტის განადგურება შეუძლია, როგორც დრონების, ისე თვითმფრინავებისა და რაკეტების.
S-400 ტიპის საზენიტო-საჰარეო სისტემის შესყიდვის გამო ვაშინგტონსა და ანკარას შორის ურთიერთობა წლების წინ დაიძაბა. სისტემის შესაძენად თურქეთმა და რუსეთმა 2,5 მილიარდი დოლარის ოდენობის ხელშეკრულება 2017 წელს გააფორმეს. მოსკოვმა სისტემის მიწოდება 2019 წელს დაიწყო.
აშშ-ს უკმაყოფილო იყო იმით, რომ NATO-ში მისი მოკავშირე S-400-ს რუსეთისგან ყიდულობდა. ვაშინგტონი ანკარას სამომავლო სანქციებზე აფრთხილებდა. აშშ მოითხოვდა, რომ თურქეთს S-400-ზე უარი ეთქვა და ანალოგიური ამერიკული სისტემა Patriot ეყიდა. გარდა ამისა, ვაშინგტონი ამტკიცებდა, რომ რუსული სისტემა ალიანსის თავდაცვის ქსელთან შეუთავსებელია და შესაძლოა საფრთხის ქვეშ დააყენოს ამერიკული გამანადგურებელი Lockheed Martin F-35, რომლის წარმოებაშიც თურქეთია ჩართული.
აშშ-ს გაფრთხილების მიუხედავად, თურქეთმა შეთანხმებაზე უარი არ თქვა და აღნიშნა, რომ S-400 ამერიკული F-35-სგან მოშორებით განლაგდება. თავის დროზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოგლუმ განაცხადა, რომ რუსეთზე არჩევანი მას შემდეგ შეაჩერეს, რაც ევროპულმა და ამერიკულმა მწარმოებლებმა პროდუქციის მიწოდებაზე უარი თქვეს, რადგან თურქეთის პირობები უარყვეს.
-
მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 66 მილიონი წლის წინ მცხოვრები გიგანტური მოზაზავრის კბილი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
რა შეიძლება განსაზღვრავდეს 100 წელზე დიდხანს სიცოცხლეს — მეცნიერებს საინტერესო პასუხი აქვთ რა შეიძლება განსაზღვრავდეს 100 წელზე დიდხანს სიცოცხლეს — მეცნიერებს საინტერესო პასუხი აქვთ
გადახედვა
-
გაიცანით ვლადიმერ კომაროვი — კაცი, რომელიც "კოსმოსიდან ჩამოვარდა" გაიცანით ვლადიმერ კომაროვი — კაცი, რომელიც "კოსმოსიდან ჩამოვარდა"
გადახედვა
-
რას დაინახავდით, ვულკანის ამოფრქვევამდე 2 წუთი რომ გაშორებდეთ? — იხილეთ კადრები რას დაინახავდით, ვულკანის ამოფრქვევამდე 2 წუთი რომ გაშორებდეთ? — იხილეთ კადრები
გადახედვა
-
აღმოაჩინეს ვიკინგების პერიოდის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს აღმოაჩინეს ვიკინგების პერიოდის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს
გადახედვა
-
ბერძნული მედია: ქართველმა კაცმა პარტნიორის თასმებით მოხრჩობა სცადა ბერძნული მედია: ქართველმა კაცმა პარტნიორის თასმებით მოხრჩობა სცადა
გადახედვა
-
კაია კალასი: "საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს" კაია კალასი: "საქართველო აცხადებს, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება და ვხედავთ მთავრობის მიერ არასწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს"
გადახედვა
-
ნაჩო სანჩეს ამორი: BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ ნაჩო სანჩეს ამორი: BBC-ის გამოძიებაზე ხვალ ევროპარლამენტში ვაპირებთ ვისაუბროთ
გადახედვა
-
სხეული უწყლოდ: რა ხდება, როცა ორგანიზმს სითხე აკლია და როგორ "გვამოძრავებს" წყალი სხეული უწყლოდ: რა ხდება, როცა ორგანიზმს სითხე აკლია და როგორ "გვამოძრავებს" წყალი
-
ბრაის მიტჩელის მწვავე რეაქცია ილია თოფურიას ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე ბრაის მიტჩელის მწვავე რეაქცია ილია თოფურიას ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე
გადახედვა
-
სვუპის რებრენდინგი — ახალი ეტაპი ბრენდის განვითარებაში სვუპის რებრენდინგი — ახალი ეტაპი ბრენდის განვითარებაში
-
EPP: "სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი მხოლოდ მამაცი ჟურნალისტი არ არის — ის ქართველი ერის სიმბოლოა" EPP: "სახაროვის პრემიის ლაურეატი მზია ამაღლობელი მხოლოდ მამაცი ჟურნალისტი არ არის — ის ქართველი ერის სიმბოლოა"
გადახედვა
-
ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს ნათია თურნავამ და ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიასთან შემაჯამებელი შეხვედრა გამართეს
-
მზია ამაღლობელს ევროპარლამენტში სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცა მზია ამაღლობელს ევროპარლამენტში სახაროვის პრემია ოფიციალურად გადაეცა
გადახედვა
-
როგორ "გამოიგონა" კოკა-კოლამ სანტა კლაუსი როგორ "გამოიგონა" კოკა-კოლამ სანტა კლაუსი
-
რობერტა მეცოლა: ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ რობერტა მეცოლა: ჩვენ ვდგავართ იმ ქართველი ხალხის გვერდით, რომლებიც მომავალს ევროკავშირში ხედავენ
გადახედვა
-
"მოდი და იყვირე, სიჩუმით რას ამბობ" — Torcho-ს ახალი სინგლი Minda Minda Minda "მოდი და იყვირე, სიჩუმით რას ამბობ" — Torcho-ს ახალი სინგლი Minda Minda Minda
გადახედვა
-
ტრადიცია აღდგა — ლესბოსური პორნო საქართველოში წელსაც ყველაზე პოპულარული იყო ტრადიცია აღდგა — ლესბოსური პორნო საქართველოში წელსაც ყველაზე პოპულარული იყო
გადახედვა
-
საქართველო უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დაფუძნებას უერთდება საქართველო უკრაინისთვის საჩივრების საერთაშორისო კომისიის დაფუძნებას უერთდება
გადახედვა
-
საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა საქართველოს ბანკისა და MAC Georgia-ს პროგრამაში 68 სტიპენდიატი გამოვლინდა
-
ტრამპმა BBC-ის უჩივის და $10 მლრდ-იან კომპენსაციას სთხოვს ტრამპმა BBC-ის უჩივის და $10 მლრდ-იან კომპენსაციას სთხოვს
გადახედვა
კომენტარები