ბრაის მიტჩელის მწვავე რეაქცია ილია თოფურიას ოჯახში ძალადობის ბრალდებებზე
ილია თოფურიას წინააღმდეგ ოჯახში ძალადობის ბრალდებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მისმა ყოფილმა მეტოქემ ბრაის მიტჩელმა ინსტაგრამზე გამოქვეყნებულ ვიდეოში მებრძოლი მკაცრად გააკრიტიკა.
ილია თოფურიამ ორშაბათს გაავრცელა განცხადება, რომელშიც თქვა, რომ დროებით ტოვებს UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონობის დაცვას, რადგან განქორწინების პროცესს გადის და პარალელურად ოჯახში ძალადობის ბრალდებებს უმკლავდება.
"ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რთული გადაწყვეტილება მივიღე, დროებით გადავდო ჩემი ტიტულის დაცვა", — თქვა თოფურიამ განცხადებაში — "ეს არ იყო იოლი გადაწყვეტილება".
"თუმცა, როდესაც ჩნდება გარემოებები, რომლებიც შენს პირად ღირსებას, ოჯახს და რეპუტაციას საფრთხეს უქმნის, დგება მომენტი, როცა მათ უნდა დაუპირისპირდე".
თოფურიამ ძალადობის ბრალდებები უარყო და განაცხადა, რომ მას აშანტაჟებენ. ოჯახში ძალადობის ბრალდებების შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, თოფურიას ყოფილმა მეტოქემ ბრაის მიტჩელმა ინსტაგრამზე ვიდეო გამოაქვეყნა და მძაფრად გააკრიტიკა. ვიდეოს მან ასეთი წარწერა დაურთო:
ილია — ცოლზე მოძალადე. რემატჩი მინდა. ლაჩარო.
"გახსოვთ, როცა ილიას ვეჩხუბე, მან მოიგო და შემდეგ სპეცტანსაცმელი ჩაიცვა და დამცინოდა, იმიტომ რომ ფერმა მაქვს და კომბინიზონით დავდივარ? ეს ძალიან სასაცილოდ ეჩვენებოდა", — თქვა მიტჩელმა.
"ახლა კი რაღაც მაქვს შენთვის, ნაბი*ვარო. ამას ეწოდება "ცოლზე მოძალადე" (გულისხმობს უმკლავებო მაისურს, რომელიც ვიდეოში აცვია). დიახ, სწორედ ამისთვის ვიცვამ ამას, ილია თოფურიასთვის. იმ ნაბი*ვრისთვის, რომელიც ქალზე ხელს აღმართავს".
"მე უმამოდ გავიზარდე. არასდროს მინახავს მამაჩემი და არც ვნახავ. და იცი რა? მირჩევნია მამა საერთოდ არ მყოლოდა, ვიდრე მყოლოდა ისეთი, რომელიც დედას სცემდა. ეს სიცოცხლედ დაგიჯდება, შვილო. ეს ხუმრობა არ არის. ამაში არაფერი სასაცილო არ არის და უბრალოდ უნდა გცოდნოდა, რომ ამის გამო სრული ნაბი*ვარი ხარ. შენი ძმაც ნაბი*ვარია. მასაც ვეჩხუბები. და ვცემ. გაგიმართლა, რომ ავად ვიყავი, თორემ შენც გცემდი", — გააგრძელა მიტჩელმა. "შენ არ იმსახურებ შენი შვილების ნახვას, ბიჭო, რადგან მათი დედისთვის ხელის დარტყმა გაბედე. ლაჩარი ხარ. ეს ამაზრზენია".
ამის შემდეგ მიტჩელმა თოფურიას მონანიებისკენ მოუწოდა, ურჩია სმის შეწყვეტა და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ჯოჯოხეთში აღმოჩნდებოდა. მან ყოფილ ორ წონით კატეგორიაში ჩემპიონს ურთიერთობის შესახებ "რჩევებიც" მისცა.
ამ დროისთვის ილია თოფურიას წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები დადასტურებული არ არის. ისინი თავად თოფურიას მიერ გახდა საჯარო, თუმცა დეტალები კვლავ გაურკვეველია. უფრო ნათელი სურათი დამატებითი ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.
ილია თოფურია და ბრაის მიტჩელი ერთმანეთს UFC 282-ზე, 2022 წლის დეკემბერში დაუპირისპირდნენ. თოფურიამ მიტჩელი მეორე რაუნდში დამორჩილებით დაამარცხა.
-
Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა Google-ის ხელოვნური ინტელექტი ტესტირებისას მკვლევრებს დაუსხლტა და სამი კომპანია დაჰაკა
გადახედვა
-
ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი? ნატა ფერაძეს "ხაშურის მუნიციპალიტეტის" ადმინმა უჩივლა — რა გახდა კონფლიქტის მიზეზი?
გადახედვა
-
რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია რუისში, ქარის ელექტროსადგურის მშენებლობისას ორი სამარხი აღმოაჩინეს, აქედან ერთი მოზარდის ნეშტია
გადახედვა
-
მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი" მკვლევრებმა ყველაზე ახალგაზრდა ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს — გაიცანით "ელიასი"
გადახედვა
-
მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი" მთვარეზე ახალ გიგანტურ კრატერს მიაკვლიეს — რატომაა მსგავსი აღმოჩენა "საუკუნეში ერთი"
გადახედვა
-
თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა თბილისის ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფისთვის ბოლო რამდენიმე ტენდერი ჩავარდა
გადახედვა
-
მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს მომავლის პროგნოზი Google-ისგან? — ახალი რუკა ადამიანის გენომის ცვლილების 9 მილიარდ ვარიანტს შეიცავს
გადახედვა
-
რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე? რა ქონებას ფლობს განათლების მინისტრი გივი მიქანაძე?
გადახედვა
-
ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონმა რუსული ჰიბრიდული თავდასხმების წინააღმდეგ თავდაცვის ბრძანება გასცა
გადახედვა
-
სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან სკოლის დანგრევის გადაწყვეტილება სასწავლო წლის დაწყებიდან ორ დღეში — რეპორტაჟი 21-ე სკოლიდან
გადახედვა
-
EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს EU ოკუპირებულ ცხინვალში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარებას გმობს
გადახედვა
-
სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა სუს-ის უფროსის მესამე მოადგილედ დავით არჩვაძე დაინიშნა
გადახედვა
-
23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება 23 სექტემბერს საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების სუპერპრიზის გამარჯვებული გამოვლინდება
-
პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო პრინცესა დაიანას ძმის თქმით, დაიანას გარდაცვალების ღამეს ჩარლზი სიხარულით აღფრთოვანებული იყო
გადახედვა
-
ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას ათასობით კილომეტრი რუკის გარეშე — როგორ პოულობენ გადამფრენი ფრინველები გზას
გადახედვა
-
მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს მაია ბითაძეს ორი ახალი მოადგილე ჰყავს
გადახედვა
-
გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს გაეროს მისია ირანზე დარტყმებისას აშშ-ის მხრიდან შესაძლო სამხედრო დანაშაულებზე მიუთითებს
გადახედვა
-
ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს ექიმ გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს — ის სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება ე.წ. ჩორჩანას საქმეზე, საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე იკითხება
გადახედვა
-
იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო? იაპონიაში 100 ან მეტი წლის ადამიანთა რიცხვმა 100 000-ს გადააჭარბა — რა არის მათი საიდუმლო?
გადახედვა
-
გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა გეკა გელაძეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა
გადახედვა
კომენტარები