თეგეტა მოტორსის ექსპანსია ცენტრალურ აზიაში — Mobil-თან პარტნიორობით უზბეკეთში პირველი სერვისცენტრი გაიხსნა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა მოტორსი საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიას განაგრძობს. საავტომობილო ინდუსტრიის ლიდერი ბრენდი ახლა უკვე ტაშკენტის მოსახლეობას მოემსახურება — უზბეკეთის დედაქალაქში ქართული კომპანიის პირველი სერვისცენტრი გაიხსნა. ახალი ფილიალი საცხებ-საპოხი მასალების მსოფლიო მწარმოებელთან, Mobil-თან, პარტნიორობით აშენდა. თეგეტა მოტორსი ამერიკულ ბრენდს უზბეკეთში ექსკლუზიურად წარმოადგენს. ახალი საავტომობილო ცენტრის საინვესტიციო მოცულობა 500 000 ამერიკული დოლარია.
ფოტო: თეგეტა
ნიკა კოხოძე, თეგეტა ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: “ტაშკენტში თეგეტა მოტორსის სერვისცენტრის გახსნა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი და ჩვენი სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ზრდასა და რეგიონში პოზიციების გამყარებას ითვალისწინებს. უზბეკეთი ცენტრალური აზიის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია და სერვისცენტრის შექმნა შესაძლებლობას გვაძლევს, ჩვენს ახალ აუდიტორიას შევთავაზოთ 30-წლიანი გამოცდილება, მომსახურების მაღალი სტანდარტები და ხარისხიანი საავტომობილო პროდუქტები.
ეს ნაბიჯი თეგეტა მოტორსს მობილობის რეგიონულ ლიდერად აყალიბებს და ქმნის საფუძველს მასშტაბირებადი მოდელისთვის, რომელიც მომავალში კიდევ უფრო მეტი საერთაშორისო ფილიალის გახსნის შესაძლებლობას მოიტანს. ტაშკენტის ახალი ფილიალი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალი ხარისხის საავტომობილო მომსახურებაზე წვდომას — ერთ სივრცეში განთავსდება მულტიბრენდული OEM სტანდარტების დიაგნოსტიკა, ტექნიკური მომსახურება და ორიგინალი სათადარიგო ნაწილები“.
ფოტო: თეგეტა
ტაშკენტში ახალი სერვისცენტრის გახსნა თეგეტა მოტორსის საერთაშორისო გაფართოების მნიშვნელოვანი ეტაპია. ფილიალი მომხმარებელს მაღალი ხარისხის ინფრასტრუქტურასა და მომსახურების სტანდარტს შესთავაზებს.
მათე ხაბურძანია, თეგეტა მოტორსის უზბეკეთის წარმომადგენლობის დირექტორი: “მოხარულები ვართ, რომ უკვე შეგვიძლია ტაშკენტის მცხოვრებლებს თეგეტა მოტორსის სტანდარტით მოვემსახუროთ. ადგილობრივ დონეზე ეს ჩვენი პირველი სერვისცენტრია, თუმცა დიდი ხანია, უზბეკეთში წარმომადგენლობა გვყავს. შესაბამისად, კარგად ვიცნობთ ბაზარს და მომხმარებლის მოთხოვნებს, რომლებსაც მაღალი ხარისხის სერვისს, ორიგინალ საავტომობილო ნაწილებსა და ისეთი მსოფლიო ბრენდის პროდუქციას ვთავაზობთ, როგორიც Mobil-ია.
სწორედ ამერიკულ მწარმოებელთან თანამშრომლობითა და მხარდაჭერით გაიხსნა თეგეტა მოტორსის მომსახურების ცენტრი. ვფიქრობთ, ეს პარტნიორობა კიდევ უფრო მეტად ზრდის ნდობას და ინოვაციური ტექნოლოგიების მიწოდებას უზრუნველყოფს. თეგეტა მოტორსი მზად არის, საავტომობილო სექტორში თავისი 30-წლიანი გამოცდილება და მომსახურების კულტურა საერთაშორისო არენაზე დაამკვიდროს და ავტომფლობელებს სწრაფი და გარანტირებული სერვისი შესთავაზოს“.
ფოტო: თეგეტა
ტაშკენტის ფილიალის გახსნას Mobil-ისა და თეგეტა მოტორსის მენეჯმენტის წარმომადგენლები და ბიზნესპარტნიორები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე ასევე იმყოფებოდნენ სტუმრები უზბეკეთში საქართველოს საელჩოდან.
მუსტაფა დემირელი, Mobil-ის დისტრიბუციის ბიზნესმენეჯერი თურქეთსა და ცენტრალურ აზიაში: “ჩვენთვის თეგეტა მოტორსთან პარტნიორობა განსაკუთრებით ღირებულია, მათი მრავალწლიანი გამოცდილება და ჩვენი გლობალური ტექნოლოგია და ხარისხი შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, მიიღონ მაღალი ხარისხის საცხებ-საპოხი მასალები და, საჭიროების შემთხვევაში, პროფესიონალური სერვისი. ტაშკენტში თეგეტა მოტორსის პირველი სერვისცენტრი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პრემიუმ პროდუქტებსა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მომსახურებაზე წვდომას. ჩვენთვის პრირიტეტულია, რომ Mobil-ის გადაწყვეტილებები საიმედო და მარტივად ხელმისაწვდომი იყოს, ხოლო ერთ სივრცეში სერვისისა და პროდუქტის შეთავაზება მომხმარებლის გამოცდილებას კიდევ უფრო აუმჯობესებს. გვჯერა, რომ თეგეტა მოტორსის ეს ინვესტიცია კიდევ ერთი საყურადღებო ეტაპია ჩვენი გრძელვადიანი და სტაბილური თანამშრომლობის მეტად გაღრმავებისთვის“.
თეგეტა მოტორსის ახალი ფილიალი, რომელიც მსუბუქი ავტომობილებისა და მინი-სატვირთოების მფლობელებს მოემსახურება, ტაშკენტის ცენტრალურ ნაწილშია განთავსებული. აქ მომხმარებელი სწრაფ სერვისებს მიიღებს. თეგეტა მოტორსის მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მექანიკოსებით დაკომპლექტებულ სერვისცენტრში უზბეკეთის დედაქალაქის მცხოვრებლები ზეთის, საბურავების, ხუნდების, აკუმულატორებისა და გაგრილების სითხეების შეცვლას შეძლებენ.
სერვისცენტრის ეზოსა და შენობის საერთო ფართი 1 300 მ2-ია. ორსართულიანი ნაგებობა სერვისს, შოურუმს, საწყობსა და საოფისე სივრცეს აერთიანებს. სამშენებლო სამუშაოები დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველა ის თანამედროვე სტანდარტი დაცულია, რომელთა გათვალისწინებითაც თეგეტა მოტორსის ინფრასტრუქტურული ობიექტები შენდება.
სერვისცენტრი აღჭურვილია თანამედროვე, უახლესი დანადგარებითა და სპეცინსტრუმენტებით. ადგილზე თეგეტა მოტორსის მექანიკოსები მუშაობენ, რომლებიც გადამზადების კურსებს ინტენსიურად გადიან და საერთაშორისო დონეზე საავტომობილო სექტორის ტენდენციების შესახებ მუდმივად ინფორმირებულები არიან. საავტომობილო პროდუქტებს ეთმობა შოურუმი, სადაც ორიგინალი სათადარიგო ნაწილების მრავალფეროვანი არჩევანია.
კეთილმოწყობილია შენობის გარე ტერიტორიაც. ეზოს ნაწილი ავტოსადგომს უკავია. პერიმეტრი ორგანიზებულია უსაფრთხო და მოსახერხებელი გადაადგილებისთვის, რის გამოც სერვისცენტრში ვიზიტი კიდევ უფრო კომფორტულია.
თეგეტა მოტორსსა და ამერიკული ბრენდის Mobil-ის პარტნიორობით გახსნილი სერვისცენტრი მაღალი ხარისხის მომსახურების ხელმისაწვდომობასა და სანდოობის ნიშნულს ზრდის. კომპანიაში აცხადებენ, რომ ქსელის გაფართოება თეგეტა მოტორსის გრძელვადიანი სტრატეგიის ნაწილია, რომელსაც ჰოლდინგი თანმიმდევრულად მიჰყვება. უახლოეს პერიოდში, თეგეტა მოტორსი ტაშკენტისა და უზბეკეთის მოსახლეობას, სხვადასხვა მიმართულებით, მსოფლიო დონის სხვა ბრენდებსაც წარუდგენს.
--
თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვ.
-
Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია Meta-ს AI ასისტენტმა რეკორდები მოხსნა: Muse-მა 5-მილიონიან ნიშნულს 3 კვირაში მიაღწია
გადახედვა
-
რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება რა შედეგები მოაქვს სკოლებში Google-ის AI-ს გამოყენებას? — მოსწავლეების გამოცდილება
გადახედვა
-
ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან ნახეთ ვიდეო: ჰუმანოიდ რობოტებს უჩვეულო აღსასრული დაუდგათ — ისინი თხევად ფოლადში ხტებიან
გადახედვა
-
2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა 2026 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი მაგდა მიქაბერიძე გახდა
გადახედვა
-
მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა მერიამ კომპანია "სმარტ სოლუშენსი" რუსთაველის გამზირზე 24-საათიანი სამუშაოების შეჩერებისთვის კიდევ ერთხელ დააჯარიმა
გადახედვა
-
სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა სპეციალური პენიტენციური სამსახური: N6 დაწესებულებაში სრული სიმშვიდეა
გადახედვა
-
საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია საბა სხვიტარიძე: მეექვსე მკაცრი რეჟიმის საპყრობილეში ვითარება დაძაბულია
გადახედვა
-
ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს ირაკლი ჩხვირკია პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას აპირებს
გადახედვა
-
ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა ლატვიამ თავისუფლება, უსაფრთხოება და ევროპა აირჩია — სალომე ზურაბიშვილმა ანდრის კულბერგსს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა
გადახედვა
-
ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია ზურაბ ჭავჭანიძის თქმით, საპროცესო შეთანხმება ერთი თვის წინ მოითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია
გადახედვა
-
ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს" ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ზეგამტარი, რომელიც დროის სიმეტრიას "არღვევს"
გადახედვა
-
დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა დიდმა ბრიტანეთმა საქართველოს გადმოსცა კაცი, რომელიც დისშვილს წლების განმავლობაში აუპატიურებდა
გადახედვა
-
მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება მასკი თავის კომპანიას სახელის გადარქმევას უპირებს — AI "ხელოვნური" აღარც SpaceX-ში იქნება
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს გიორგი კაკაურიძე: მასწავლებლის ხელფასი საათზე დაახლოებით 2 ლარით მოიმატებს
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა ესპანეთის პრემიერმინისტრმა რიგგარეშე არჩევნები დანიშნა
გადახედვა
-
ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო ევროკომისიამ ზრდის გეგმის ფარგლებში მოლდოვას €157 მილიონი გამოუყო
გადახედვა
-
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
გადახედვა
-
ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობის ფარგლებში 166 მეტრი სიმაღლის თაღოვანი ხიდი შენდება
გადახედვა
-
სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა სეს-მა ქუთაისში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების არალეგალური რეალიზაციის გამო ობიექტს საქმიანობა შეუჩერა
გადახედვა
-
კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა კანაფის მოხმარება ძალადობის გაზრდილ რისკთან დააკავშირეს — ახალი მასშტაბური კვლევა
გადახედვა
-
ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა ოკლაჰომაში არსებული კრატერი 100 მილიონი წლით ახალგაზრდა აღმოჩნდა, ვიდრე მიგვაჩნდა
გადახედვა
კომენტარები