აღმოაჩინეს ვიკინგების პერიოდის საფლავი, რომელსაც ანალოგი არ აქვს
ფოტო: NTNU University Museum
ნორვეგიის ქალაქ ტრენდელაგში ვიკინგების ეპოქის სამარხის აღმოჩენამ არქეოლოგებს ბევრი შეკითხვა გაუჩინა.
საოცრად კარგად შემონახულ საფლავში ქალის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის პირთან ზღვის ნიჟარებია განლაგებული.
სამარხს ანალოგი არ გააჩნია. ის არა მხოლოდ პირველი ქრისტიანობამდელი ვიკინგური ნამარხია (რომელიც აქამდე აღმოუჩენიათ), არამედ არ გააჩნია პარალელები აქამდე გამოქვეყნებულ არქეოლოგიურ ჩანაწერებთან.
"ყველაზე შთამბეჭდავია ორი ნიჟარა, რომლებიც ქალის პირთან იყო დადებული. მსგავსი ტიპის ნიმუშები ქრისტიანობამდელ საფლავებში აქამდე არ აღმოგვეჩინა. ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, თუ რისი სიმბოლოა ეს", — განაცხადა ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (NTNU) არქეოლოგმა რაიმონდ სოვაჟმა.
ფოტო: NTNU University Museum
სამარხი სამეცნიერო პუბლიკაციაში ოფიციალურად აღწერილი ჯერ არ არის, მაგრამ შიგთავსის ადრეული კატალოგი ნიჟარებს კიდევ უფრო გაუგებარს ხდის.
საფლავის არსებობის შესახებ პირველი ნიშნები მეტალოდეტექტორით როი სორენგისმა დააფიქსირა. მან ვიკინგების ეპოქისთვის დამახასიათებელი ბრინჯაოს გულსაბნევი აღმოაჩინა. ეს ტრანდელაგის რეგიონში, ბიუგნში მინდვრის შესწავლისას მოხდა.
მან და მიწის მესაკუთრემ, არვე ინსტრანდმა, ინფორმაცია NTNU-ს მუზეუმს მიაწოდეს. უკვე ამის შემდეგ ადგილზე ექსპერტები გაგზავნეს.
ადგილის უფრო დეტალური დათვალიერების შედეგად გამოავლინეს ქალის სამარხი, რომელიც ვიკინგების ხანაში ცხოვრობდა. ეს უკვე თავისთავად იშვიათობაა, რადგან ნორვეგიული ნიადაგის მჟავიანობა ნაშთებს საკმაოდ სწრაფად ანადგურებს.
მიუხედავად იმისა, რომ სამარხის დიდი ნაწილი დაზიანებულია, ის მაინც კარგად იყო შემონახული, რათა არქეოლოგებს მნიშვნელოვანი ფაქტები დაედგინათ — კერძოდ, ორი ოვალური ბროში, რომლებიც კაბის თასმებზე უნდა ყოფილიყო მიმაგრებული და რგოლისებრი ბალთა, რომელიც ქალის ქვედაბოლოს შესაკრავი იქნებოდა.
ერთ-ერთი ბროში.
"ვიკინგების ეპოქის ამ სამარხში, ამ დროისთვის დამახასიათებელი ვიკინგების ტიპური კოსტიუმია. იქ ასევე სამკაულებია, რომლებიც 800-იანი წლებისაა. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ქალი თავისუფალი ადამიანი იყო და სავარაუდოდ დაქორწინებულიც", — განმარტა სოვაჟმა.
მეორე მხრივ, ზღვის ნიჟარების ფაქტორს ანალოგი არ გააჩნია. ისინი ქალის ყბის გარშემო ალაგია და მათი გარეთა მხარე გარე მიმართულებითაა მოქცეული.
საფლავში ასევე აღმოაჩინეს ფრინველების ძვლები. ისინი სავარაუდოდ ფრთის ნაწილებისგან იყო აღებული. მსგავსი ნიმუშებიც იშვიათია. ამან მკვლევრებს დანიაში აღმოჩენილი სამარხი გაახსენა, რომელშიც დედა და ჩვილი არიან დაკრძალული. 6 000 წლის წინანდელ ამ ნამარხში ჩვილი გედის ფრთაზეა დაწვენილი.
ისტორიის გარკვეულ პერიოდებში ზღვის ნიჟარებს სხვადასხვა სიმბოლური მნიშვნელობები ჰქონდა, მაგრამ ჩვენთვის ცნობილთაგან არცერთია მე-9 საუკუნის სკანდინავიიდან.
მაგალითად, ბერძნულ და რომაულ ანტიკურ ხანაში ნიჟარა ასოცირდებოდა აფროდიტესთან/ვენერასთან. ეს ნაყოფიერებას, დაბადებასა და ქალურობას ასახავდა. მხოლოდ მე-11 საუკუნეში გახდა ნიჟარა ქრისტიანული სიმბოლო.
მეცნიერები ქალის სამარხის კვლევას აგრძელებენ და იმედი აქვთ, რომ მალე მასზე მეტს შეიტყობენ.
კომენტარები