კილაუეა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია, რომლიდანაც 2025 წლის განმავლობაში ლავა და ფერფლი იფრქვევა. ცოტა ხნის წინ კი, ამერიკის გეოლოგიური სამსახურის (USGS) კამერამ საკუთარი "აღსასრული" დააფიქსირა.

კილაუეა ჰავაის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირზე მდებარეობს. იქაური ვულკანებიდან იგი ყველაზე ახალგაზრდაა. მიიჩნევა, რომ ბოლო ათასწლეულის განმავლობაში მან საკუთარი ზედაპირის 90% ლავის დინებებით დაფარა.

ასევე იხილეთ: ჰავაიზე მდებარე ვულკანი კილაუეა ამოიფრქვა

ეს ვულკანი დაახლოებით 280 000 წლის წინ წყალქვეშ ჩამოყალიბდა. ადგილობრივი თქმულებების მიხედვით, კილაუეას ერთ-ერთ კრატერში ღვთაება — პელეჰონუამეა — ცხოვრობს. საინტერესოა, რომ 2021 წლის ამოფრქვევის შედეგად ლავის ტბა სწორედ ამ კრატერში გაჩნდა.

6 დეკემბერს ამავე კრატერიდან ჰაერში ლავა, ქვები, ლოდები და გამდნარი მასალა იყრებოდა. ამოფრქვევა იმდენად ძლიერი იყო, რომ ერთ-ერთი კამერა გათიშა, თუმცა მან ბოლო წუთების გადაღება მაინც მოასწრო.

ასევე იხილეთ: 11 ყველაზე საშიში ვულკანი, რომელიც სჯობს, არ მოინახულოთ

სხვათა შორის, ამ წლის დასაწყისში კილაუეამ ჰაერში დიდი რაოდენობით ვულკანური ქანები ატყორცნა. როგორც USGS განმარტავს, ამოფრქვევის შედეგად ისეთი ლავის შადრევნები მივიღეთ, როგორებიც 1983-1986 წლების შემდეგ არავის უნახავს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.